ისტორია "მოსკვიჩის" აღზევება და დაცემა-რატომ უყვარდათ დიდ ბრიტანეთში ეს საბჭოთა ავტომობილი 2021, 13 ნოემბერი, 11:21
20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მოსკვიჩის“ საავტომობილო ქარხნის კონვეიერი საბოლოოდ გაჩერდა, არა და ერთხელაც სსრკ-ში წარმოებულმა ამ ავტომობილებმა შეძლეს რკინის ფარდის გარღვევა და მეტიც, პოპულარობის მოპოვება დიდ ბრიტანეთში. ამჟამად საბჭოთა რკინის რაში ნაკლებად სავარაუდოა ვინმეს მოეწონოს, მაგრამ ინგლისში ჯერ კიდევ არსებობს, მართალია მცირერიცხვანი, "მოსკვიჩის" გულშემატკივართა კლუბი.
58 წლის სტიუარტ კოულმა პირველად ნახა მოსკოვის ავტოინდუსტრიის ნაწარმი მამის ავტოფარეხში. "მომეწონა გარეგნობა, სუნი და ხმა", - იხსენებს სტიუარტი. -მიუხედავად არასანდო მუხრუჭებისა და უკანა ღერძთან დაკავშირებული პრობლემებისა, მე მაინც ვაპრიალებ მას ყოველ შაბათ-კვირას." საბჭოთა რკინის რაშის გაცნობა კოულისთვის საბედისწერო გამოდგა - ზრდასრულ ასაკში მან ავტომობილების კოლექციის შეგროვება დაიწყო. დღეს ბრიტანელების ავტოფარეხში არის ოთხი მოსკვიჩი, მათ შორის იშვიათი მოდელი 434, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ლორდ რობერტ უოლპოლს, ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელს. - მიზიდავს ბრენდი "მოსკვიჩის" იშვიათობა და უნიკალურობა. ის თითქმის არავის ახსოვს, მაგრამ როცა უფროსები ნახულობენ, მათ ყოველთვის აქვთ რაღაც სათქმელი ამ მანქანის შესახებ - კარგი თუ ცუდი, ამბობს სტიუარტ კოული, რომლის კოლექცია 427 მოდელს შეიცავს. „მოსკვიჩის“ კიდევ ერთი ბრიტანელი მფლობელი ძველი მუსიკალური ინსტრუმენტების 66 წლის რესტავრატორი, ნაიჯელ სტური აღმოჩნდა. - მომწონს მისი ხმა - დაბალი გუგუნი, რომელიც განსხვავდება დასავლურისგან, - ამბობს სტური და დასძენს, რომ საბჭოთა მანქანის დეტალების ორიგინალურობა განსაკუთრებით ამხიარულებს. - მომწონს, საბარგულის გასახსნელი ბერკეტი მძღოლის სავარძლის გვერდით რომ არის, ბენზინის ავზთან მისადგომოად საბარგულის გახსნა გჭირდებათ. მე ასევე მიყვარს გაბარიტული განათება წინა კარებზე რომ აქვს და რადიატორის ჟალუზები, რომლებიც შეიძლება დაიხუროს ცივ ამინდში, რათა უფრო სწრაფად გახურდეს მანქანა. ავტოექსპერტების აზრით, დღეს ბრიტანეთში ოფიციალურად დაახლოებით 12 „მოსკვიჩი“ რჩება, თუმცა ეს რიცხვი საკმაოდ პირობითია, წერს გამოცემა The Telegraph. ბრიტანელებს მოსწონდათ საბჭოთა მანქანა მსგავს ანალოგებთან შედარებით მისი სიიაფის და კარგი აღჭურვილობის გამო. ახლა საბჭოთა რეტროს მოყვარულთათვის მთავარი თავის ტკივილი სათადარიგო ნაწილების შოვნაა. თუმცა, კოლექციონერების აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. -მოთმინება გვჭირდება. დეტალების შოვნა შეგიძლიათ ყველგან - რუსეთი- უკრაინიდან დაწყებული და ბულგარეთი-პოლონეთით დასრულებული. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აიღოთ ანალოგებიც, მთავარია მანქანა მოძრაობდეს, განმარტავს სტიუარტ კოული. პირველად „მოსკვიჩი“ 1959 წელს იყო წარმოდგენილი ბრიტანეთის ავტოსალონზე, მაგრამ მაშინ 407-ე „ვოლგამ“ დაჩრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები საბჭოთა პროდუქტს ეჭვით უყურებდნენ, ნისლიანმა ალბიონმა დააფასა მოსკვიჩის შემდეგი მოდელი, 408-ე. სწორედ მაშინ დაიწყო პირველი გაყიდვები . პოპულარობის პიკი 70-იანი წლების დასაწყისში დადგა. იმ პერიოდში გაიყიდა 14, 5 ათასზე მეტი „მოსკვიჩი“ 412. საბჭოთა ბრენდის პოპულარობაზე გავლენა იქონია ავტომრბოლელის ტონი ლანფრანკას გამარჯვებებმა ბრიტანეთის ჩემპიონატზე, სადაც ის საბჭოთა „მოსკვიჩით" ასპარეზობდა. თუმცა, საზღვარგარეთ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების და იმისთვის, რომ მიწოდება არ შეფერხებულიყო, ქარხანამ მორიგ პარტიებში აშკარად შესცოდა, რაც ხარისხზე აისახა, ამან მალევე იმოქმედა მანქანის სიცოცხლისუნარიანობაზე. ამის გამო "მოსკვიჩის" ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. 1973 წელს მომხმარებელთა ასოციაციის მიერ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საბჭოთა მანქანის უსაფრთხოებას. Moskvich 2140-ის მფლობელი სარა სვონი აღნიშნავს, რომ გაყიდვების შემცირებაზე და ბრენდის იმედგაცრუებაზე გავლენას ახდენდა მანქანის მოვლა-პატრონობის სირთულეები და ბრიტანელი დილერის ზიზღი. -ბრიტანეთში გამოგზავნილ მანქანებს მოყვებოდა დაშლის და ხელახლა დამონტაჟების ინსტრუქციები, რათა ავტომობილს გამართულად ემუშავა. სოციალისტურ ქვეყნებში, სადაც მანქანა ღირებული იყო, ეს პრობლემა მოწესრიგებული იყო, -ამბობს სვონი. -მაგრამ ბრიტანეთში დილერები სხვაგვარად მუშაობდნენ და არ ეხმარებოდნენ, როდესაც კლიენტს პრობლემები ექმნებოდა. ასევე დაგაინტერესებთVolkswagen Golf "ხელმისაწვდომ" კომპაქტურ საოჯახო მანქანის კატეგორიაში უდავო ლიდერად ითლვება." გოლფი" არის ძალიან პოპულარული მოდელი, რომელიც უკვე 8 თაობაა გამოსული. ამ სტატიაში განვიხილავთ "გოლფის" უცნობ პროტოტიპს. მისი მასობრივი წარმოება რომ დაწყებულიყო, ალბათ ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც იმ დროის ერთ -ერთი ყველაზე მ... მანქანების დაგრძელება ყოველთვის პოპულარული იყო როგორც პროფესიონალ ავტოსალონებში, ასევე ჩვეულებრივი ავტოფარეხის ხელმარჯვე ხელოსნებში, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან უჩვეულო ავტომობილზე, რომელიც გამოჩნდა 1941 წელს. ეს არის Packard 90, ასევე ცნობილი როგორც Super Eight, მაგრამ ორიგინალ ქარხნულზე გრძელია. "მხოლოდ" 670 მილიმეტრი... 5)გაზ-13 "ჩაიკა" -ღირს 140/200 ათასი დოლარი. კოლექციონერებისათვის ერთ-ერთი საყვარელი საბჭოთა მანქანა - საკმაოდ პრესტიჟული და შედარებით ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილებით, რადგან დამზადდა არა ათეულობით ეგზემპლარი არამედ 3000-ზე მეტი. გაზ-13 "ჩაიკა" გვხვდება დასავლეთშიც, რადგან ისინი სოციალისტურ ქვეყნებს მიეწოდებოდა.ნორმალურად შე... ზუსტად 30 წლის წინ შეჩერდა "ტრაბანტის"(Trabant ) სერიული წარმოება, რომელიც გდრ-ს ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. "ტრაბანტი" გერმანულად ნიშნავს "თანამგზავრს". ავტომობილს სსრკ-ს მიერ კოსმოსში გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრის საპატივცემულოდ დაერქვა. დღეს ქალაქ ცვიკაუში მდებარე ყოფილი ქარხნის შენობაში მდებარეობს August Horch -ავტომუზე... 1)Packard - ერთ-ერთი ის ბრენდია, რის გამოც დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა... ალბათ უცნობია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წლიდან საბჭოთა კავშირში დაგეგმილი იყო ყველა ავტომობილისთვის საკუთარი სახელი დაერქვათ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, ძირითადად მსუბუქ ავტომობილებზე, დანარჩენი კი დარჩა უსახელოდ-ქარხნის აბრევიატურით და ციფრებით. ГАЗ-51-2, 5 ტონიანი ... საბჭოთა ავტომრეწველობაში მოიძებნება ავტომობილები, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პროგრესული იყო და უტოლდებოდა ყველაზე პრესტიჟულ საზღვარგარეთულ ანალოგებს, თუნდაც "პობედა", სულ ცოტა ხნით, მაგრამ მსოფლიო ინჟინერული თვალსაზრისით ავანგარდული, ასევე აღსანიშნავია ვაზ-2121-ნივა, თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური და კომფორტაბელური ყველგანმავალი, ... საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის აუხდენელი ოცნება იყო უცხოური ავტომობილის შეძენა, თუნდაც სათანადო თანხა ჰქონოდათ შეგროვებული, ვთქვათ, "მერსედესის", "ფორდ-მუსტანგის" ან "კრაისლერის " შემოტანა მხოლოდ ცნობილ არტისტებს, სპორტსმენებს, კოსმონავტებს ან მაღალ პარტიულ ჩინოვნიკებს ჰქონდათ ნებადართული. მხოლოდ 80-იანი წლების მეორე ნახე... 591 5-ს მოსწონს
|