მიმოხილვა მილიონი დოლარი და მეტი- 5 ყველაზე ძვირადღირებული საბჭოთა ავტომობილი 2021, 26 ივნისი, 10:52
5)გაზ-13 "ჩაიკა" -ღირს 140/200 ათასი დოლარი. კოლექციონერებისათვის ერთ-ერთი საყვარელი საბჭოთა მანქანა - საკმაოდ პრესტიჟული და შედარებით ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილებით, რადგან დამზადდა არა ათეულობით ეგზემპლარი არამედ 3000-ზე მეტი. გაზ-13 "ჩაიკა" გვხვდება დასავლეთშიც, რადგან ისინი სოციალისტურ ქვეყნებს მიეწოდებოდა.ნორმალურად შენახული მანქანა იქ დაახლოებით 70-80 ათასი დოლარი ღირს.
4)ზილ-114 და ზილ -117 - ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელი წარმომადგენლობითი მანქანები დაახლოებით 280 -იდან 400 ათას დოლარამდე ღირს. ზილ -114 ლიმუზინი სულ 113 ეგზემპლარი დამზადდა, აქედან ბევრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია .ზილ-117 უფრო ძვირია, რადგან სულ 73 ცალი იქნა აწყობილი.დასავლეთში მათი ფასი ბევრად მოკრძალებულია-დაახლოებით 35 000$ 3)ზის 110- და 110 B- ზის -110 B- ყველაზე ძვირადღირებული საბჭოთა კაბრიოლეტია, გამოდიოდა 1949-1957 წლებში .ეს ლიმუზინები ძირითადად საზღვარგარეთ იყიდება. რომელიც ყოფილი სსრკ-დან არის ჩაყვანილი ან თავის დროზე სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული. ავტომობილის ფასი მდგომაროების მიხედვით 200-დან 500 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა, იყო მყიდველი, რომელიც 8, 5 მილიონი დოლარის გადამხდელი იყო, მაგრამ ეს უფრო ცნობისმოყვარეობის კატეგორიაში გადის. რაც შეეხება ზის 110-ს მისი ფასი 140 ათასიდან 400 ათასამდე მერყეობს. 2)ზის 101 და ზის -101A-ამ ლიმუზინის ფასი 800 ათასიდან მილიონ დოლარამდეა, ალბათ, ყველაზე იშვიათი საბჭოთა მანქანაა, გადარჩენილი მანქანები ძალიან ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ზის-101 და ზის-101A ცხრა ათასზე მეტ ეგზემპლარი დამზადდა, ეს მოხდა დიდი სამამულო ომის დაწყებამდე. (1936-1941) 1)ზილ 111 და ზილ 111-B-გამოდიოდა 1959-1967 წლებში, ყველაზე ძვირად ღირებული წარმომადგენლობითი მანაქანა, მისი ფასი ბაზარზე 1, 4 მლნ. დოლარიდან 1, 6 მლნ. დოლარამდეა, სულ მთლიანად დამზადდა 112 ეგზემპლარი.(+მთავარი ფოტო)
ასევე იხილეთზუსტად 30 წლის წინ შეჩერდა "ტრაბანტის"(Trabant ) სერიული წარმოება, რომელიც გდრ-ს ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. "ტრაბანტი" გერმანულად ნიშნავს "თანამგზავრს". ავტომობილს სსრკ-ს მიერ კოსმოსში გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრის საპატივცემულოდ დაერქვა. დღეს ქალაქ ცვიკაუში მდებარე ყოფილი ქარხნის შენობაში მდებარეობს August Horch -ავტომუზე... საბჭოთა ავტოინდუსტრია ჩანასახიდანვე ფაქტობრივად საკმაოდ სწრაფად განვითარდა. მხოლოდ რიგი ტენდენციებით განსხვავდებოდა დასავლეთის ქვეყნებისგან. ასეთი განსხვავების თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა პიკაპი: თუ იმავე ამერიკაში გამოსვლისთანავე უზომოდ პოპულარული გახდა ამ ტიპის ავტომობილები და დღემდე ინარჩუნებს. სსრკ-ში ისინი უბრალოდ დაიჩრდილნენ და არ... გაზ -М 20-ის, იგივე "პობედას" დიზაინი თავის დროზე იმდენად რევოლუციური და სპეციფიურია იყო, (მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი სანახევროდ გერმანულ Opel Kapitan-იდან გადაიღეს)რომ ძალიანაც რომ მოინდომო, მის ორიგინალურ ფორმას ვერაფერს მოუხერხებ და ელემენტარულად ვერც გასაფუჭებლად გაიმეტებ, რადგან "პობედა" არის "პობედა", თვით ასეთ ინფანტილურ მდგომარეობაშიც კი, ... ქალაქ პენზაში დადის საოცარი "ზაპოროჟეცი"965, კუზიანის" ყოველი გასვლა ქალაქში იქცევს საზოგადოების ყურადღებას. საქმე იმაშია, რომ " ზაპოროჟეცის" კარი გაღების დროს ფრთებივით იშლება ელექტროძრავით, როგორც ეს Tesla Model X -ზეა, კარების გაღება -დაკეტვას მთლიანად 15 წამი სჭირდება. ამის გარდა სიახლე ისაა, რომ სავარძლები მძღოლის ან მგზავრი ჩაჯდომის დროს 90... საბჭოთა მსუბუქი ავტომობილების სრული კატალოგი 1) ნამი-1(პირველი საბჭოთა მსუბუქი ავტომობილი-1925 2)გაზ-ა(Ford Model A -ს ასლი(1929) 3)გაზ-4-პიკაპი/სასწრაფო სამედიცინო 4)გაზ-მ -1 5)გაზ-415 გაზ 61 6)გაზ-64/67 659 4-ს მოსწონს
|