ისტორია რატომ ვერ იხარა პიკაპის ტიპის ავტომობილებმა საბჭოთა კავშირში? 2021, 26 მაისი, 17:24
საბჭოთა ავტოინდუსტრია ჩანასახიდანვე ფაქტობრივად საკმაოდ სწრაფად განვითარდა. მხოლოდ რიგი ტენდენციებით განსხვავდებოდა დასავლეთის ქვეყნებისგან. ასეთი განსხვავების თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა პიკაპი: თუ იმავე ამერიკაში გამოსვლისთანავე უზომოდ პოპულარული გახდა ამ ტიპის ავტომობილები და დღემდე ინარჩუნებს. სსრკ-ში ისინი უბრალოდ დაიჩრდილნენ და არ ჩანდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი საბჭოთა მანქანის შექმნის მცდელობა არაერთხელ განხორციელდა.
ერთი შეხედვით, ეს ტენდენცია მართლაც უჩვეულო ჩანს, რადგან სსრკ – ში საავტომობილო ინდუსტრიას სწორედ ამერიკელებთან აქტიური თანამშრომლობით ჩაეყარა საფუძველი. სწორედ აშშ-სგან იყიდეს ავტომობილების აწყობის პირველი ლიცენზიები - კერძოდ Ford- ისგან, ხოლო პირველი მყიდველი იყო ადგილობრივი ГАЗ-ი. მისსავე ბაზაზე მოხდა პირველი საბჭოთა პიკაპის აწყობა. ფოტოზე "ფორდის" პიკაპი პირველი მცდელობა იყო ГАЗ-4 მოდელი. აღსანიშნავია, რომ ამერიკელები არ მონაწილეობდნენ ამ მოდელის შექმნაში, სინამდვილეში, ლიცენზიის გარდა "ფორდი" მხოლოდ ძარას და კარკასს ამზადებდა, ხოლო სხვა კომპონენტები სხვა კომპანიების მიერ იყო წარმოებული. ამიტომ, საბჭოთა კონსტრუქტორებმა მოახდინეს ორი ავტომობილის- ГАЗ-А -ს და ГАЗ-АА -ს კომბინაცია. შემონახულია პირველი საბჭოთა პიკაპის ტექნიკური მახასიათებლები: ტვირთამწეობა 400 კილოგრამი, ხის კორპუსი ფოლადის ფურცლებით იყო დაფარული. მისი მიზანი იყო როგორც მგზავრთა გადაყვანა, ასევე ტვირთის ტრანსპორტირება. ГАЗ-4 გამოდიოდა 1933–1937 წლებში, წარმოებული მოდელების საერთო რაოდენობა 10 ათასი იყო. ფოტოებზე:ГАЗ-4 ამასთან, მოდელის შემდგომი მოდერნიზაცია აღარ მოხდა. თუმცა ГАЗ– ის ბაზაზე პიკაპებზე ექსპერიმენტები განაგრძელდა: 1936 წელს ააწყვეს ავტომობილის პროტოტიპი, რომლის ინდექსიც 21 იყო, რომელსაც ლეგენდარულ "ვოლგასთან" საერთო არაფერი აქვს. უცნაურია, მაგრამ ამ მოდელის მომხმარებლები გახდნენ სამხედროები: ამიტომ, კომსტრუქტორებს დაევალათ შეექმნათ მანქანა მაღალი გამავლობით.თუმცა მცდელობა მარცხით დამთავრდა: მანქანა უგზოობას ვერ იტანადა, ამიტომ მასზე მუშაობა შეაჩერეს. ფოტოზე:ГАЗ-21 1937 წელს პიკაპზე მუშაობა ისევ გაგრძელდა .გამოჩნდა ГАЗ-415. წინა პროტოტიპების მსგავსად, იგი ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის ნაწილებისგან და კორპუსისგან იყო აწყობილი. შედეგად, ავტომობილს შეეძლო 500 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა, ან ექვსი მგზავრის გადაყვანა. მისი შექმნისას გაითვალისწინეს ადრეული მცდელობების ყველა ნაკლოვანება, ამიტომ დაიწყო მანქანის მასობრივი წარმოება, რომელიც გაგრძელდა 1941 წლამდე. ამასთან, ამ მოდელის ბედი საკმაოდ ტრაგიკული გამოდგა: თითქმის ყველა ეგზემპლარი - დაახლოებით 5 ათას ეგზმეპლარს თავი მოუყარეს და გაანადგურეს დიდი სამამულო ომის პირველსავე თვეებში ფოტოზე: ГАЗ-415-დღემდე შემორჩენილი უიშვითესი ეგზემპლარი ომის შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე მცდელობა იყო საბჭოთა პიკაპის შესაქმნელად, მაგალითად, МЗМА(АЗЛК) და УАЗ-ის .ქარხანაში. თუმცა არცერთი მათგანი არ გასცდა პროტოტიპს. ამ უჩვეულო ტენდენციის მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ტიპის მანქანების მუშაობის დიაპაზონი სსრკ-ში გაცილებით ვიწრო იქნებოდა, ვიდრე იმავე ამერიკაში. საქმე იმაშია, რომ თავიდან პიკაპები მხოლოდ ტრანსპორტირების უტილიტარულ საშუალებად მოიაზრებოდა, რომლებზეც მოთხოვნილება ძირითადად ფერმერებში და მცირე მეწარმეებში იყო. საბჭოთა კავშირში კი მსგავსი "ბურჟუაზიული კლასი" არ არსებობდა . შესაბამისად, მსგავს მანქანებზე სსრკ-ში მოთხოვნა ვერც იქნებოდა. ასევე იხილეთ2021 წლის მორიგი ავტორალი ნახიმოვის-ის გორკიკლასიკი ტრიუმფალურად დასრულდა 6 მაისს ყირმში. კონკურსში მონაწილეობდა 1939-1988 წლებში წარმოებული კლასიკური მანქანების ეკიპაჟები ქვეყნის მრავალი ქალაქიდან. თითოეულ ეკიპაჟს დაახლოებით ათასი კილომეტრის გავლა მოუწია ყირიმის მთებში, სანაპიროზე თუ სტეპებში. 2021 წელს გორკიკლა... დიზაინის თუ სხვადასხვა ტექნიკური სიახლეების ქურდობა, როგორც ჩანს " მოსული ამბავია" ავტომრეწველობაში, გასულ საუკუნეში ამ მხრივ ალბათ ძირიდადად ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი ავტომწარმოებლები დაზარალდნენ, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იაპონიამ დაიწყო ნელნელა ევროპული და ამერიკული ავტომობილების მოპარვა და იმდენი შეძლო, ... გამტაცებლებმა შორს წასვლა ვერ მოახერხეს - სამართალდამცველებმა ავტომობილი მიტოვებულ ავტოფარეხის ბოქსში იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Baza ავრცელებს. სავარაუდოდ, გამტაცებლები აპირებდნენ ნომრების შეცვლას და ლიმუზინის სხვა ადგილზე გადაყვანას. ბოროტმოქმედების დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. უნიკალური ზის-115, 1949 წლიდან ემსახურებოდა ... 1) წნული საჭისთვის-სხვათა შორის ვინც საბჭოთა ავტოკლასიკის მოყვარულია და ვისაც სურს საკუთარ ავტომობილში ძველი დროის ატმოსფერო შექმნას, საჭის წნულის შოვნა დღესაც არის შესაძლებელი, ინტერნეტ-მაღაზიებში გადააწყდებით განცხადებებს, ერგება თითქმის ყველა საბჭოთა მსუბუქ ავტომობილს ეს იქნება ЗАЗ, ВАЗ, ИЖ თუ Москвич-ი. 2)სიჩქარის გად... 1)Packard - ერთ-ერთი ის ბრენდია, რის გამოც დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა... 610 2-ს მოსწონს
|