მიმოხილვა საავტომობილო ბრენდები, რომლებიც გაქრნენ და შეწყვიტეს არსებობა 2019, 11 ივნისი, 7:43 1)Packard - ერთ-ერთი ის ბრენდია, რის გამოც დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა კონკურენტებთან ბრძოლაში, 1958 წელს კომპანიამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი.(ცნობისთვის-საბჭოთა პერიოდში თბილისის სათამაშოების ფაბრიკა "სიხარული" სხვებთან ერთად სწორედ Packard -ის მინი-მოდელებით ახარებდა ბავშვებს.) ასე გამოიყურება დღეს Packard -ის მიტოვებული ქარხანა
Studebaker-კიდევ ერთი ამერიკული საავტომობილო ბრენდი, არსებობა შეწყვიტა 1966 წელს, საბჭოთა კავშირმა ამ მარკის სატვირთოები მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნო, როდესაც ამერიკელებმა, როგორც მოკავშირეებმა 180 000 ცალი გამოაგზავნეს. მიუხედავად გაკოტრებისა, Studebaker-მა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო ავტომრეწველობაში ფოტოზე-Studebaker Cruiser-უკანასკნელი მარკის ავტომობილი, გამოშვებული 1966 წელს.
De Lorean-ლეგენდად ქცეული ავტომობილი საკულტო ფილმი-ტრილოგიიდან "უკან მომავალში", ირლანდიაში მდებარე ქარხანამ სულ სამი წელი იარსება და დაიხურა 1983 წელს, დახურვის შემდეგ 2000 ცალი De Lorean DMC-12 დარჩა საწყობში გაუყიდავი, რომელიც საერთო ტირაჟის 23 % იყო, დანარჩენი მხოლოდ ფილმის გამოსვლის შემდეგ გაიყიდა, როდესაც ავტომობილი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. General Motors -ეს იყო სენსაცია, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ბრენდმა თავი ბანკროტად გამოაცხადა, 2009 წლისთვის General Motors-ის დავალიანება 30 მილიარდი დოლარი იყო, ერთბაშად შეწყდა იმ ავტომობილების მარკების გამოშვება, რომელსაც ეს კომპანია ამზადებდა Hummer, Oldsmobile, Pontiac, Saturn და შვედური Saab -ი. ფოტოზე:Pontiac Trans Sport -გამოდიოდა 1999 წლამდე აქციონერების მეშვეობით ამავე ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კომპანია Motors Liquidation Company, სადაც ამჟამად მზადდება 4 მარკის ავტომობილი:Buick, Cadillac, Chevrolet და GMC.
652 3-ს მოსწონს
|