x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზილის" უკანასკნელი ამოსუნთქვა-100 წლის შემდეგ ლეგენდარულმა სატვირთომ არსებობა შეწყვიტა
image

1916 წელს ქვეყნის მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიაში საავტომობილო მრეწველობის განვითარებას, გადაწყდა აშენებულიყო 6 ახალი საავტომობილო ქარხანა და მათ შორის იყო "Торговый дом Кузнецов, Рябушинские и К˚" რომელსაც უნდა დაემზადებინა სატვირთო ავტომობილები იტალიური FIAT 15 Ter-ის ბაზაზე, რევოლუციის შემდეგ 1918 წელს ქარხანას ეწოდა სააქციო საზოგადოება АМО, (შემდეგ ЗИС და ЗИЛ)ასე ჩაეყარა ავტომრეწველეობაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან და მაღალტირაჟიან სატვირთო ავტომობილის წარმოებას საფუძველი.


2015 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო ქარხნის დემონტაჟი, 2016 წლის სექტემბერში ქარხანამ გამოუშვა უკანასკნელი ავტომობილი ЗиЛ 43276Т, ამის შემდეგ მოხდა ქარხნის დარჩენილი საამქროების დაშლა, თუმცა ჯერჯერობით ფუნქციონირებს მსუბუქი ავტომობილების ამწყობი საამქრო, ამის გარდა ქარხანა თავის დროზე აწარმოებდა მაცივრებსაც.


1)ამო-Ф-15 -პირველი საბჭოთა სატვირთო ავტომობილი, გამოდიოდა 1924-1933 წლებში, შეიქმნა FIAT 15 Ter-ის მიხედვით.


image


2)ამო-2 და 3-შეიქმნა ამერიკული Autocar Company-ის ინჟინრების დახმარებით-გამოდიოდა 1931-33 წლებში.

image

3)ზის-5В-გამოდიოდა 1943-47 წლებში.სწორედ ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ ვარიანტზე(ზის-6)დამონტაჟდა ლეგენდარული "კატუშა"

image


4) ზის-150-გამოდიოდა 1947-1957 წლებში.მთლიანად დამზადდა 770 000 ავტომობილი.

image


5) ზილ-164-1957 წლიდან ქარხანამ დაიწყო მოდერნიზებული ზის-150-ის გამოშვება, რომელიც 1964 წლამდე გაგრძელდა.

image


6)ზილ-130-ერთ-ერთი ყველაზე მასიური სატირთო ავტომობილი საბჭოთა და მსოფლიო ავტომრეწველობის ისტორიაში, მზადდებოდა 1962-2014 წლებში.ამ ავტომობილს უამრავი მოდიფიცირებული ვარიანტი არსებობდა:თვითმცლელი, სახანძრო, ამწე, წყლის გადამზიდი, სატყეო და ა.შ.1994 წლისთვის ზილ-130-ის ტირაჟმა 3, 5 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

image


7)ზილ-4331-(1987-2016)1970 წლების ბოლოსთვის ქარხნის სიამაყე, ზილ -130 მორალურად მოძველდა, საჭირო იყო ახალი მოდელი, თუმცა მან ვეღარ გაამართლა.

image



8) 2011 წლიდან ქარხანა კრიზისული მდგომარეობაში აღმოჩნდა, სააქციო საზოგადოება ეძებდა სპონსორებს, იყო მოლაპარაკება ჩინურ Sinotruk-თან, ჰოლანდიურ DAF Trucks და იტალიურ Fiat-თან, დროებით ამუშავდა კიდეც, თუმცა 2016 წელს საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

image

imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
489
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0