მიმოხილვა 7 ფაქტი საბჭოთა მანქანების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოცდილმა ავტომოყვარულებმაც არ იცოდნენ 29 აპრილი, 10:21 1.საბჭოთა ტროლეიბუსები სიცოცხლისთვის საშიში იყო უამინდობის დროს ზოგიერთი საბჭოთა მანქანის გამოყენება სახიფათო იყო. მაგალითად, მგზავრისთვის შეიძლება ტროლეიბუსში დენს დაერტყა. საბჭოთა ეპოქაში ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის წარმოებაში ზოგჯერ სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ. მაგალითად, საბჭოთა ტროლეიბუსში( ჩეხური არ აგერიოთ) კონსტუქციაში დაშვებული იყო შეცდომა, რამაც მგზავრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. ასეთი მანქანის მართვა სსრკ-ში მშრალ ამინდში უსაფრთხო იყო. თუმცა, წვიმის დროს, კონდუქტორები აფრთხილბდნენ ყველა მგზავრს, რომ ტროლეიბუსში უნდა ავიდნენ, ფრთხილად და სწრაფად. ფაქტია, რომ ტრანსპორტი ცუდად იყო იზოლირებული. ამიტომ, როდესაც ადამიანი წვიმის დროს ცალ ფეხს ადგამდა საფეხურზე, ხოლო მეორე სველ ასფალტზე რჩებოდა, თუ ფეხზე ღია ფეხსაცმელი გეცვა.არსებობდა დენის დარტყმის დიდი შანსი. შეიძლება წამის მეასედში მომკვდარიყავი. 2 საბჭოთა "მანქანა ამფიბია" მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ხშირად ახალ ნოვატორულ პროექტს ათასაგვარი ბიუროკრატიული პროცესის გავლა უწევდა, იყო შემთხვევები, როცა საბჭოთა კავშირის საინჟინრო ინდუსტრია და ტექნოლოგია დასავლურს უსწრებდა.მაგალითად, სამხედრო ავტომობილი ამფიბია. მასზე გადაადგილება შესაძლებელი იყო როგორც ასფალტზე, ასევე წყალზე. მოდელს ერქვა LuAZ-967.(1966-1989)მანამდე მსოფლიო იცნობდა მხოლოდ გერმანულ Amphicar-ს, (1961-1968)სამოქალაქო ავტომობილს, მსგავსი სამხედრო ამფიბია Volkswagen Iltis გერმანელებმა 1978 წლიდან გამოუშვეს. 3.დაბურული ფარები თანამედროვე მანქანებზე ფარები დიდხანს არ იბურება და არ არის საჭირო მათი რეგულარულად გაწმენდა. მაგრამ საბჭოთა მანქანებში ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებული იყო. მძღოლები ერთ გავრცელებუყლ ხერხს მიმართავდნენ. მანათოიბელ ელემენტში სამუხრუჭე სითხეს ასხამდნენ, რომელიც კარგად იწოვდა ტენს. შედეგად, ფარები აღარ იბურებოდა. 4.ორიგინალური გზა საბჭოთა მანქანის დასაქოქად ადრე მანქანები სტარტერით იქოქებოდა, მაგრამ თუ ის არ მუშაობდა ან აკუმულატორი დაჯდა, მაშინ იყენებდნენ დასაქოქ სახელურს.ეს იყო რკინის ღერო მრუდი სტრუქტურით. ის ბამპერის ქვეშ არსებულ ჭრილში უნდა ჩაგესვათ და დაგებრზიალებინათ, რათა მუხლა ლილვი დატრიალებულიყო. ეს იყო კარგი სავარჯიშო საბჭოთა მძღოლებისთვის.ასაკოვან ხალხს ყველას ახსოვს ეს პროცედურა, რაც შეეხება ახალგაზრდებს, ძველი ფილმებიდან ეხსომებათ(თუნდაც "ქვევრი") 5.პირველი საბჭოთა მანქანა იყო სატვირთო პირველი მანქანა სსრკ-ში გამოჩნდა სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე - 1924 წელს. ეს იყო AMO-F-15 სატვირთო მანქანა. მანქანა მზადდებოდა მოსკოვში და შემდეგ გავრცელდა, მთელ საბჭოთა კავშირში. 6.პირველი ლიფტბეკი სსრკ-ში 1973 წელს გამოჩნდა პირველი ლიფტბეკი საბჭოთა კავშირში 1973 წელს გამოჩნდა. ეს გახლდათ იჟ-2125 "კომბი". რომელიც მოსკვიჩ-412 -ის ბაზაზე შეიქმნა.იმ დროს ბაზარზე ლიფტბეკი მხოლოდ ფეხს იდგამდა, ლიფტბეკის პირველი მოდელი Toyota Celica-იმავე 1973 წელს გამოჩნდა . 7.Fiat 124-ში საბჭოთა ინჟინრებმა 800 შესწორება შეიტანეს როგორც იცით, "ჟიგული-2101" იტალიური Fiat 124-ის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 1967 წელის ევროპის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საბჭოთა და იტალიელმა ინჟინრებმა 800-მდე!!!! შესწორება შეიტანეს ავტომობილის კონსტრუქციაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა უკანა ნაწილში დოლურების მექანიზმები, (რომელიც კარგად იტანდა ცუდ გზას)კარდანი, ანჯამები და მრავალი სხვა. 714 3-ს მოსწონს
|