მიმოხილვა სახლი ბორბლებზე,რომლის ფასი 1,2 მილიონი ევროა 2017, 26 ნოემბერი, 18:16
Volkner Mobil Performance Bus-ეს არის სრულყოფილი სახლი-ავტობუსი, რომელიც ნებისმიერ პრეტენზიულ ადამიანს დააკმაყოფილებს. იგი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსავითაა, რომლის საშუალებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში სასიამოვნოდ დაისვენებთ. 12 მეტრის სიგრძის ავტობუსს ყოველგვარი კომფორტის გარდა გააჩნია ავტო-ფარეხი, სადაც თავისუფლად ჩაეტევა ნებისმიერი სპორტული ავტომობილი, ისეთები ვთქვათ, როგორიცაა Ferrari და Lamborghini. ავტომობილი ერთი ღილაკის დაჭერით, ჰიდრავლიკური ლიფტის მეშვეობით გამოცურდება და ისევ შეცურდება ავტოფარეხში. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, კლიენტს შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუკვეთოს მისაღების, სამზარეულოს, თუ აბაზანის დიზაინი კაფელ-მეტლახით გაწყობილი. ავტობუსი აღჭურვილია დიდი მაცივრით და საყინულეთი, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, მიკროტალღური ღუმელით, Bose-Dolby-home Entertainment ხმის სისტემითა და ფართოეკრანიანი ტელევიზორით, რომელსაც თუ არ იყენებთ შეგიძლიათ კარადაში დამალოთ. ამასთანავე საწოლი ოთახი მომენტალურად შეგიძლიათ ტვ-დარბაზად აქციოთ. ავტობუსის ფასი იწყება 750 000 ევროდან და მთავრდება 1, 2 მილიონი ევროთი, გააჩნია შეკვეთის ვერსიას, ესეც Ferrari 458-ის გამოკლებით, რომელიც 170 000 ევრო ღირს. ავტობუსს გააჩნია 800 ლიტრიანი მტკნარი წყლის რეზერვუარი და 600 და 300 ლიტრიანი ავზი წყლის ნარჩენებისათვის. შეკვეთებს გერმანული კომპანია მთელი მსოფლიოდან იღებს, რა თქმა უნდა, ძირითადად, მდიდარი კლიენტებისგან. 262 6-ს მოსწონს
|