x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი რარიტეტული ავტომობილები დადის?
imageყველაფერი კი იმით დაიწყო როდესაც კუბაში რევოლუცია მოხდა, შეერთებულმა შტატებმა 1960 წელს ემბარგო დაუწესა კუნძულს.


ვინც ჰავანაში ყოფილა, იცის, რომ იქ დიდი რაოდენობით 50-იანი წლების ამერიკულ მანქანები დადის- Cadillac, Packard, Oldsmobile, Buick, Ford -ი და სხვა


image

image


რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ნაციონალიზაცია მოახდინა ყველა უცხოური აქტივის, საბჭოთა კავშირი იყო ფაქტიურად ახალი მანქანების ერთადერთი მიმწოდებელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში . ჯერ კიდევ დადის იქაურ ქუჩებში ბევრი საბჭოთა "მოსკვიჩი" 412-ები, ასევე "მოსკვიჩი -2140-. რა თქმა უნდა დადის "ჟიგულები" და "ვოლგებიც", უმეტესად მოპირკეთებული და მყვირალა ტროპიკულ ფერებში შეღებილი.

image

image

ალბათ იცით, რომ გარემოებების გამო, კუბაში მანქანები დიდხანს ძლებენ, უფრო სწორად აძლებინებენ ხელმარჯვე კუბელი ოსტატები, რომლებიც პოლიტიკური გარემოებების გამო (აშშ-მ სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეუწყვიტა)იძულებულები გახდნენ, ესწავლათ ნებისმიერი ნაწილის გამოჩარხვა და შეკეთება თუ გადაკეთება.

image

თუმცა არ გეგონოთ, რომ ძველ ავტომობილებთან ერთად ჰავანის ქუჩებში ახალი ავტომობილები არ დადიან, მხოლოდ მცირე რაოდენობით, მთლიანად საერთო ავტოპარკის მხოლოდ 20%, ისიც უმეტეს წილად ჩინურები.

image

ახლა ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა ტაქსი "მოსკვიჩებთან" ერთად ახლა ახალთახალი ჩინური "მოსკვიჩები" ივლიან.

image

პარტნიორი კომპანია - Taxis Cuba ყიდულობს 50 ცალ "მოსიკვიჩ-3"-ს და მისთვის ავტოპარკიც გაამზადა.

image


0
255
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0