ისტორია ავტომობილის 5 ატრიბუტი,რაზეც საბჭოთა ავტომოყვარულები ოცნებობდნენ 2019, 16 ივნისი, 18:28 1) წნული საჭისთვის-სხვათა შორის ვინც საბჭოთა ავტოკლასიკის მოყვარულია და ვისაც სურს საკუთარ ავტომობილში ძველი დროის ატმოსფერო შექმნას, საჭის წნულის შოვნა დღესაც არის შესაძლებელი, ინტერნეტ-მაღაზიებში გადააწყდებით განცხადებებს, ერგება თითქმის ყველა საბჭოთა მსუბუქ ავტომობილს ეს იქნება ЗАЗ, ВАЗ, ИЖ თუ Москвич-ი.
2)სიჩქარის გადამრთველის გამჭვირვალე სახელური-ტრადიციულად სახელურში დეკორატიული ვარდი, ჩონჩხი, ობობა, ხოჭო ან ავტომობილის მინი -მაკეტი იდო. 3)სავარძლის უჯრედებიანი გადასაფარებელი-ძალზე მოდური საბჭოთა პერიოდში მზადდებოდა ხისგან, ან პლასტმასისგან. 4) მაგნიტოფონი რევერსით-იყო საბჭოთა მაგნიტოლები-АМ-301, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისიდან გამოდიოდადა და საკმაოდ ძვირი ღირდა-260 მანეთი, თუმცა კიდევ უფრო "მაგარი იყავი" თუ იაპონური Pioneer-ი გედგა, უმეტესად პარკინგის დროს ავტომფლობელები მაგნიტოფონს ავტომობილში არ ტოვებდნენ, რადგან უცებ აგწაპნიდნენ. 5)დისკებზე ქრომირებული ხუფები-კიდევ ერთ-ერთი პოპულარული ატრიბუტი საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების უმეტესობას ქარხნულად მოყვებოდა ქრომირებული ხუფები, ავტომოყვარულები მაინც განსხვავებულ დიზაინს ამჯობინებდნენ, რომელსაც გარშემო კანტი ამშვენებდა, ასე უფრო "მაგრად გამოიყურებოდა".
კიდევ რა გახსენდებათ?1187 6-ს მოსწონს
|