x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა სახელების დარქმევა სურდათ საბჭოთა ავტომობილებისთვის გასული საუკუნის შუა ხანებში?
ალბათ უცნობია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წლიდან საბჭოთა კავშირში დაგეგმილი იყო ყველა ავტომობილისთვის საკუთარი სახელი დაერქვათ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, ძირითადად მსუბუქ ავტომობილებზე, დანარჩენი კი დარჩა უსახელოდ-ქარხნის აბრევიატურით და ციფრებით.



ГАЗ-51-2, 5 ტონიანი სატვირთოსთვის სურდათ დაერქვათ "მოლოტოვეცი"რადგან იმ პერიოდში გორკის ავტოქარხანა ვიაჩესლავ მოლოტოვის სახელობის იყო.

image



ГАЗ-63 -ს რადგან სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი სახელი"გვარდიელი" იყო შერჩეული.


image



ГАЗ-67Б-ისთვის სახელი საკმაოდ ბანალური იყო "ყველგანმავალი"(Вездеход)

image


ГАЗ-69-ეს არის შემთხვევა, როდესაც დაერქვა სახელი "კოლხოზნიკი", თუმცა იყო ვარიანტი "ტრუჟენიკი"(მშრომელი), საბოლოოდ პირველ ვარიანტზე შეჩერდნენ.

image


ЗИС-110-ამ ლიმუზინზე ორი სახელი იყო შერჩეული, "კრემლი" და "სტალინელი"(Сталинец), თუმცა პირადად სტალინის ბრძანებით ორივეზე უარი თქვეს და დატოვეს კერძო სახელის გარეშე აბრევიატურით ЗИС-110

image


ЗИС-150-თავიდან დაგაგმილი იყო "სტალინელის" დარქმევა, მაგრამ რადგან ზემოთ ნახსენებ ლიმუზინმა "წაართვა", გადაწყვიტეს "რუსი"(Русь), თუმცა ამაზეც საბოლოოდ უარი თქვეს.

image


КАЗ-150-ქუთაისის ავტოქარხნის ავტომობილს, რომელიც თავიდან ЗИС-150 -ის ბაზაზე იწყობოდა, სხვებისგან განსხვავებით ამჯერად უკვე დაერქვა სახელი "კოლხიდა".

image


ЗИС-151 -უნდოდათ "როდინას" დარქმევა, შემდეგ იფიქრეს, რომ ეს სახელი მსუბუქი ავტომობილისთვის М-20-ისთვის დაერქვათ, თუმცა საბოლოოდ М-20-ს "პობედა" დაარქვეს, ხოლო სატვირთო დარჩა სახელის გარეშე.

image



ЗИС-154-ამ ავტობუსისთვის "სტალიცა"-ს(დედაქალაქი) დარქმევა სურდათ, თუმცა საბოლოოდ ესეც უსახელოდ დარჩა.

image


ЯАЗ-200-იაროსლავის ქარხნის სატვირთოსთვის "მედვედის"(დათვი)დარქმევას აპირებდნენ, არცა გასაკვირი, კაპოტს სწორედ დათვის ფიგურა ამშვენებდა.


image


МАЗ-200-მინსკის ავტოქარხნის ავტომობილისთვის ჯერ "ბელორუსის" დარქმევა სურდათ, შემდეგ "დომბის"(Зубр)

image

0
944
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0