ისტორია რა სახელების დარქმევა სურდათ საბჭოთა ავტომობილებისთვის გასული საუკუნის შუა ხანებში? 2019, 27 მარტი, 12:50 ალბათ უცნობია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წლიდან საბჭოთა კავშირში დაგეგმილი იყო ყველა ავტომობილისთვის საკუთარი სახელი დაერქვათ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, ძირითადად მსუბუქ ავტომობილებზე, დანარჩენი კი დარჩა უსახელოდ-ქარხნის აბრევიატურით და ციფრებით.
ГАЗ-51-2, 5 ტონიანი სატვირთოსთვის სურდათ დაერქვათ "მოლოტოვეცი"რადგან იმ პერიოდში გორკის ავტოქარხანა ვიაჩესლავ მოლოტოვის სახელობის იყო. ГАЗ-63 -ს რადგან სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი სახელი"გვარდიელი" იყო შერჩეული. ГАЗ-67Б-ისთვის სახელი საკმაოდ ბანალური იყო "ყველგანმავალი"(Вездеход) ГАЗ-69-ეს არის შემთხვევა, როდესაც დაერქვა სახელი "კოლხოზნიკი", თუმცა იყო ვარიანტი "ტრუჟენიკი"(მშრომელი), საბოლოოდ პირველ ვარიანტზე შეჩერდნენ. ЗИС-110-ამ ლიმუზინზე ორი სახელი იყო შერჩეული, "კრემლი" და "სტალინელი"(Сталинец), თუმცა პირადად სტალინის ბრძანებით ორივეზე უარი თქვეს და დატოვეს კერძო სახელის გარეშე აბრევიატურით ЗИС-110 ЗИС-150-თავიდან დაგაგმილი იყო "სტალინელის" დარქმევა, მაგრამ რადგან ზემოთ ნახსენებ ლიმუზინმა "წაართვა", გადაწყვიტეს "რუსი"(Русь), თუმცა ამაზეც საბოლოოდ უარი თქვეს. КАЗ-150-ქუთაისის ავტოქარხნის ავტომობილს, რომელიც თავიდან ЗИС-150 -ის ბაზაზე იწყობოდა, სხვებისგან განსხვავებით ამჯერად უკვე დაერქვა სახელი "კოლხიდა". ЗИС-151 -უნდოდათ "როდინას" დარქმევა, შემდეგ იფიქრეს, რომ ეს სახელი მსუბუქი ავტომობილისთვის М-20-ისთვის დაერქვათ, თუმცა საბოლოოდ М-20-ს "პობედა" დაარქვეს, ხოლო სატვირთო დარჩა სახელის გარეშე. ЗИС-154-ამ ავტობუსისთვის "სტალიცა"-ს(დედაქალაქი) დარქმევა სურდათ, თუმცა საბოლოოდ ესეც უსახელოდ დარჩა. ЯАЗ-200-იაროსლავის ქარხნის სატვირთოსთვის "მედვედის"(დათვი)დარქმევას აპირებდნენ, არცა გასაკვირი, კაპოტს სწორედ დათვის ფიგურა ამშვენებდა. МАЗ-200-მინსკის ავტოქარხნის ავტომობილისთვის ჯერ "ბელორუსის" დარქმევა სურდათ, შემდეგ "დომბის"(Зубр) 950 5-ს მოსწონს
|