x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძრავა უკანა სავარძლების ქვეშ-უცნობი Volkswagen-Golf -ი,რომელმაც დროს გაუსწრო
image

Volkswagen Golf "ხელმისაწვდომ" კომპაქტურ საოჯახო მანქანის კატეგორიაში უდავო ლიდერად ითლვება." გოლფი" არის ძალიან პოპულარული მოდელი, რომელიც უკვე 8 თაობაა გამოსული. ამ სტატიაში განვიხილავთ "გოლფის" უცნობ პროტოტიპს. მისი მასობრივი წარმოება რომ დაწყებულიყო, ალბათ ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც იმ დროის ერთ -ერთი ყველაზე მოწინავე ავტომობილი. ეს გახლავთ Volkswagen Golf EA266– ი.


60 -იანი წლების ბოლოსთვის "ფოლკსვაგენი" სერიოზულად განიხილავდა "ხოჭოს" შეცვლას. მანქანა ჯერ კიდევ რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ოდესღაც ომისგან დანგრეული ევროპა უკვე გამოჯანსაღდა და ფოლკსვაგენი კონკურენტებს უფრთხოდა.


ფერდინანდ პიეხი გამოდგა მაშველი ამ საქმეში. კაცი, რომელიც მოგვიანებით გახდა "ფოლკსვაგენის" მთლიანი ჯგუფის ხელმძღვანელი. მან შენიშნა, რომ იმ სარბოლო ავტომობილებში, რომლებშიც ძრავა განთავსებული იყო ცენტრში, საკმაოდ წარმატებით გამოდიოდნენ შეჯიბრზე. ჩანდა, რომ ასეთი კონფიგურაცია შეიძლება ყოფილიყო საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი.



სწორედ ეს თვისება იყო ყველაზე საინტერესო EA266 პროტოტიპთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავა წყლის გაგრილებით განლაგებული იყო უკანა სავარძლების ქვეშ. მისი სიმძლავრე ფანტასტიკური იყო - 105 ცხენის ძალა, გაცილებით მეტი, ვიდრე 53 ცხენის ძალა, რომლითაც "ხოჭო "ამაყობდა. ამრიგად, ამ პროტოტიპის მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ / სთ იყო.

image

EA266 იყო ოდნავ გრძელი და ოდნავ მაღალი იყო ვიდრე პირველი თაობის "გოლფი" . დიზაინი შესაძლოა მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყო, მაგრამ ის ნამდვილად აკმაყოფლებდა იმ დროის მოთხოვნებს.


კომპანიამ გამოუშვა 50 პროტოტიპი და საშუალება მისცა ჟურნალისტებს, შეემოწმებინათ ისინი. მათ უმეტესობას გვიანდელ "გოლფზე"უფორ მეტად მოეწონათ EA266 .

image

ერთადერთი კითხვა რჩება, რატომ არ დაამტკიცა "ფოლკსვაგენმა" სერიული წარმოება? მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაზე უზარმაზარი თანხა 16 მილიონი გერმანულ მარკა ინვესტიცია ჩაიდო.


ეს იყო კომპანიის ახალი პრეზიდენტის, რუდოლფ ლეიდინგის გადაწყვეტილება. თანამდებობის დაკავებიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებდა ის იყო, რომ ახალ EA266 . "გოლფზე" ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი "პორშემ" დახარჯა, მით უმეტეს, რომ "ფოლკსვაგენს" უკვე ჰქონდა საკუთარი განვითარების ცენტრი.


უფრო მეტიც, ლეიდინგმა მოითხოვა, რომ ყველა პროტოტიპი, ნახატი, ფოტოსურათი, ტექნიკური დეტალი და ყველაფერი რაც EA266- თან იყო დაკავშირებული დაუყოვნებლივ განადგურებულიყო.

image

ასეთმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად დააზიანა ორ კომპანიას შორის მომავალ თანამშრომლობა. უცნობია, რატომ სძულდა ლეიდინგს ასე ძალიან "პორშე".

image

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ EA266 საკმაოდ რთული იყო მასობრივი წარმოებისთვის. სავარძლის ქვეშ მოთავსებული ძრავა გამოყოფს უამრავ სითბოს, ხმაურს და ვიბრაციას, მისი მდებარეობა კი ართულებს ტექნიკურ მომსახურებას და მცირე რემონტს. ამ მიზეზით, ტრადიციული კონფიგურაცია, როგორიც ჩვენ "გოლფის" შემდგომ სერიებში ვნახავთ, ბევრად უკეთესად მუშაობს ყოველდღიურ ცხოვრებაში.


მიუხედავად ლეიდინგის სურვილისა, გაენადგურებინა EA266 და ყოველნაირი კავშირი მასთან, დღეისთვის რამდენიმე ერთეული მაინც გადარჩა და ერთ-ერთი ეგზემპლარი ვოლფსბურგში, ფოლკსვაგენის მუზეუმშია.

image

0
379
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0