x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ხელოვნების ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების პროექტი. ,,ენ - ართ".
პანდემიის დაწყების შემდეგ თითქმის ყველაფერმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ადამიანებმა დაიწყეს სიახლეების ძიება, სხვადასხვა პროცესებში აქტიურად ჩართვა, შეიძინეს ახალი ჰობი, გააცნეს საზოგადოებას თავიანთი ნამუშევრები და ა.შ.


სწორედ ერთ - ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ, უნიჭიერესი - ნინო ღაღანიძე, რომელმაც სწორედ პანდემიის პერიოდში ჩაუდგა სული ხელოვნების ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების შესანიშნავ პროექტს - “ ენ ართ".

image

მან სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ნამუშევრების შექმნა, თითოეულ ნამუშევარში უდიდეს ენერგიას და მთელს გულს დებს, რაც უდაოდ იგრძნობა.



ის თავად ამზადებს უმაღლესი საფულეებს, ჩანთებს, კედლის საათებს, სანთლებს, სურნელოვანი საპონის თაიგულებს და ასევე ხატავს მაისურებს.

imageimageimageimageimageimage


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალბატონი ნინო ასევე გახლავთ საქართველოში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული ორგანიზაციის “ გზა მომავლისკენ" სპონსორი.

image


წარმატებები მას ამ შესანიშნავ საქმიანობაში!

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0