x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სიძულვილის ჭაობში ყოველდღიურად ვითრევთ ერთმანეთს და მომავალ თაობასაც აღარ ვუტოვებთ შანს ადამიანებად გადარჩნენ" - ნანა გეგეჭკორი

image


"ოჯახის წევრების და მეზობლების გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული, 9 აპრილს, ძალიან პატარა, პირველად შევხვდი სიკვდილს. ისეთი ტრაგედია ტრიალებდა ირგვლივ, განცდა მქონდა რომ ნახევარი ქვეყანა იმსხვერპლა იმ დღემ.

თინეიჯერობის ასაკამდე წამომეწია სამოქალაქო ომი, მერე რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში...

უფროსების სახეები დღითი დღე მეტ შიშს და გაურკვევლობას ასხივებნენ... დრო და დრო უფრო ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ...

ჯერ ზვიადისტებად და პუჩისტებად გაიყვნენ, მერე ქართველებად და ოსებად, ქართველებად და აფხაზებად, ქურდებად და ადამიანებად, შევარნაძისტებად და რევოლუციონერებად, ქოცებად და ნაცებად... დასაწყისში რაღაცეებზე უბრალოდ ვერ თანხმდებოდნენ, მერე ერთმანეთს ტყვია ესროლეს, სროლა ომში გადაეზარდათ და ქვეყანა ნაწილებად და ადამიანთა დაჯგუფებებად დაშალეს...

ჯერ ბავშვებმა, მერე თინეიჯერებმა, მოგვიანებით ზრდასრულებმა ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურეთ როგორი სისასტიკით გაცარცვეს, გააუპატიურეს, გაყიდეს, დახოცეს ერთმანეთი უფროსებმა...

ერთმანეთის გინება-ძარცვა-ხოცვაში გაზრდილებს სიკვდილი გაგვიუფასურდა, სიძულვილი შეგვისისხლხორცდა, სუსტის დაჩაგვრა ნორმად გვექცა...

წლები გავიდა, მშობლების თაობამ ჩვენს თვალწინ გაანადგურა ერთმანეთი... წლები ისევ მიდიან, ახლა ჩვენ ვანადგურებთ ერთმანეთს ჩვენი შვილების თვალწინ ისევ ნაცებად, ქოცებად, ქურდებად და ადამიანებად დაყოფილები... ჩვენი შვილები ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ სისასტიკეს, ერთმანეთთან ბრძოლაში მუდმივად დაღლილ, გაღიზიანებულ მშობლებს და ჩვენი აგრესია მათ გონებაში სიძულვილის შხამად წვეთავს. ვერც კი ვაცნობუერებთ, რომ ერთხელაც შეძლებენ მშვიდად უყურონ სარჩობელაზე ჩამოსახრჩობად გამოყვანილ მორიგ მსხვერპლს...

სიძულვილის ჭაობში ყოველდღიურად ვითრევთ ერთმანეთს და მომავალ თაობასაც აღარ ვუტოვებთ შანს ადამიანებად გადარჩნენ..."- წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი.
image

ასევე დაგაინტერესებთ


ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი იხსნებს, თუ აფხაზეთიდან დვნილობის შემდეგ, როგორ ემალებოდა მხედრიონელებს სამეგრელოში: თარიღებით დეტალებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, ადრეული შემოდგომა იყო წალენჯიხაში მხედრიონი რომ დაბანაკდა. სანამ ბლოკ-პოსტებს გაშლიდნენ პირწმინდად გაძარცვეს, გააუპატიურეს, დაამცირეს სამეგრელო. კოლონებ...



ნელი აგირბამ, რომელიც ტელემაყურებელმა, წლების წინ გაიცნო, როგორც "რუსთავი2" -ის დიქტორი, ახალ გადაცემა "The Talk შოუში", რომელიც რუსთავი-2-ზე გადის, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევწროვებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა: "ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე ისაუბრია. ბავშვებთან ერთ...
"მარშუტკაში მოხუცი ქალი მეჯდა გვერდზე. გამომელაპარაკა - ზვიადის კლასელი ვარო. დოჩანაშვილიც ჩვენი კლასელი იყოო. კიდევ ჩამოთვალა რაღაც გვარები. პირველად რომ დააპატიმრეს ზვიადი, 7 კლასელი იყო მაგასთან ერთად დაჭერილი. აი როგორი კლასი მყავდაო. ჰმ, მე ვ
The talk შოუში, რომელიც ამიერიდან სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათობით გადის "რუსთავი-2"-ის ეთერში, ამჯერად ქობულეთელ 25 წლის გოგონას, ვიქტორია კოზლოვას უმძიმეს ისტორიას მოისმენთ, თუ 9 წლის ასაკიდან მოყოლებული, სექსუალურად როგორ ძალადობმა მასზე მამამისი. გოგონამ წლების შემდეგ გაბედა და გადაწყვიტა საკუთარი შემზარ...
ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს შავ-ბნელი 90-იანი წლებიდან და წერს : ეს ადრე 90-იან წლებში, ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი ცხოვრობდა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ისე...
0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0