x
image
თორ ნიკე
აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები
აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები - Eastern Hunter-Gatherers


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები / აღმოსავლელი მონადირე-შემგროვებლები / აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლები (Eastern Hunter-Gatherers / East European Hunter-Gatherers / Eastern European Hunter-Gatherers - EHG) - ასე ეწოდება მოდგმას, რომელიც ჩამოყალიბდა მეზოლითური ხანის უკიდურესი აღმოსავლეთ ევროპელებისგან (რუსეთის ევროპულ ნაწილში) დაახლოებით ძვ.წ. 13, 000 წლიდან და იყვნენ დომინანტები რუსეთის ევროპულ ნაწილში მანამ, სანამ არ მოხდა მათი შერევა კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებთან ძვ.წ. 4000 წლამდე და ამ შერევით არ დაიბადა ახალი მოდგმა - დასავლეთ სტეპის მესაქონლეები - პირველი ინდო-ევროპელები.

თავად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები (EHG) იყვნენ წარმოქმნილნი ორი დიდი მოდგმის შერევით - ჰააკის მიხედვით (Haak 2015) ისინი დაახლოებით 75%-ით იყვნენ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების შთამომავლები, ხოლო 25%-ით - დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები - Eastern Hunter-Gatherers



ჰააკის მიხედვით (Haak et. al 2015) აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების ორი მამაკაცის ნიმუში იქნა გამოკვლეული, ერთ-ერთი იყო აღმოჩენილი სამარაში (ძვ.წ. 5650-5550 წლებში მაცხოვრებლები) და გაირკვა, რომ ერთ-ერთი ატარებდა Y-ჰაპლოჯგუფს R1b1a1a, ხოლო მიტოქონდრიულს - U5a1d. მეორე მამაკაცი იყო აღმოჩენილი კარელიაში, ცხოვრობდა ძვ.წ. 5500-5000 წლებში და ატარებდა Y-ჰაპლოჯგუფს R1a1, ხოლო მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფს - C1g. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ მთელი ევროპის მონადირე-შემგროვებლების (აღმოსავლეთის, დასავლეთის და სკანდინავიის) 80% მოსახლეობისა ატარებდა მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფს U.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer - EHG


სავარცხლისებრი კერამიკული ჭურჭლის კულტურაში (Pit-comb ware culture - ძვ.წ. 4200-2000 წწ.), რომელიც დღევანდელი ჩრდილოეთ რუსეთის ტერიტორიაზე იყო განფენილი, მოსახლეობის გენომის 65% იყო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების. ეს განასხვავებდათ მათ ამ ტერიტორიაზე, მათზე უფრო ადრე მცხოვრები მონადირე-შემგროვებლებისგან, რომლებიც უფრო მეტად ენათესავებოდნენ დასავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს. ამ კულტურაში ერთ მამაკაც ინდივიდუალს აღმოაჩნდა Y-ჰაპლოჯგუფი R1a15-YP172. ხოლო რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, 4 გამოკვლეული ინდივიდიდან ორს აღმოაჩნდა U5b1d1, ერთს U2a2d და ერთსაც - U4a.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები - Eastern Hunter-Gatherers


გიუნთერის მიხედვით (Gunter et. al. 2018), რომელმაც გამოიკვლია 13 სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებელი, დაადგინა, რომ ცამეტივე იყო ფაქტობივად თითქმის მთლიანად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი გენეტიკურად. ალელების SLC45A2 და SLC24A5 -ის მაღალი სიხშირე იწვევს დეპიგმენტაციას, კანის გათეთრებას, ხოლო ალელის OCA/HERC2-ის მაღალი სიხშირე იწვევს თვალის ფერის გაღიავებას. დადგინდა, რომ ამ ალელების უფრო მაღალი სიხშირე ჰქონდათ სკანდნავიელ მონადირე-შემგროვებლებს, ვიდრე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები სხვა არაფერი იყვნენ, თუ არა აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა შერევის შედეგად წარმოშობილი ცალკეული მოდგმა. ეს ნიშნავს, რომ სკანდინავიელები საერთო ჯამში, თავიანთ ნათესავ სხვა ევროპელებზე უფრო თეთრი კანით და ღია ფერის თვალებით გამოირჩეოდნენ. მათ მემკვიდრეობით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან მიიღეს ქერა თმა და ღია ფერის კანი, ხოლო დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროველებისგან - ღია ფერის თვალები.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer


მათიესონმა (Mathieson et. al. 2018) მეზოლითური ევროპის მრავალი ინდივიდის გენეტიკური ანალიზი ჩაატარა. მაგალითად მხოლოდ მეზოლითური უკრაინის, ძვ.წ. 9500 წლიდან ძვ.წ. 6000 წლამდე მაცხოვრებელი 37 ადამიანის გენეტიკური კვლევა განხორციელდა და შედეგად ის მივიღეთ, რომ დადგინდა, ისინი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის (EHG) და სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების (SHG) შერეული მოსახლეობა. მამაკაცები ექსკლუზიურად მიეკუთვნებოდნენ R ჰაპლოჯგუფს, კერძოდ უმეტესად R1b1 და R1a, ასევე I ჰაპლოჯგუფს, უმეტესად I2-ს. რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, მათ ჰქონდათ ექსკლუზიურად U (კერძოდ U5, U4).


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer - EHG


ზვეინიეკის სამარხების (Zvejnieki buriel grounds), რომელიც მდებარეობს ლატვიაში და მოიცავს 400-ზე მეტ სამარხს იქნა გამოკვლეული. აქედან მრავალი სამარხი მიეკუთვნებოდა კუნდას (ძვ.წ. 8500-5000 წწ.) და ნარვას (ძვ.წ. 5300-1750 წწ.) კულტურებს აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. უფრო ადრეული სამარხები მიეკუთვნებოდა დასავლეთის მონადირე შემგროვებლებს, ხოლო შემდგომი პერიდის სამარხებში უკვე აღინიშნება მრავალი აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი და მალევე დომინანტებად იქცნენ. საერთო ჯამში ზვეინიეკის სამარხების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნებოდა Y-ქრომოსომულ ჰაპლოჯგუფს R1b1a1a და I2a1. მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები კი იყო მხოლოდ U (უხშირესად U2, U4, U5).


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer


რკინის კარიბჭეების კულტურა ბალკანეთში (Iron gates culture) არსებობდა ძვ.წ. 11, 000-3500 წლებში. ამ კულტურაში მაცხოვრებელი ხალხი მეზოლითის ხანაში, ძვ.წ. 7000 წლამდე, იყო 85%-ით დასავლეთის მონადირე-შემგროველები, ხოლო 15% - აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლები. ამ პერიოდის ბალკანელი მამაკაცების ჰაპლოჯგუფი იყო დომინანტურად I (უფრო მეტად I2a) და R1b1a, ხოლო მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფებიდან აქ დომინანტური იყო U (უმეტესად U5 და U4). უკრაინაში და რუმინეთის ტერიტორიებზე არსებული კუკუტენი ტრიპილიას კულტურა (ძვ.წ. 5500-2750 წწ.) კი 20%-ით იყო მონადირე-შემგროვებლების შთამომავლებით დასახლებული, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer - EHG


ნარასიმშანმა (Narasimshan, 2019) შემოიტანა მონადირე-შემგროვებელთა ცალკეული მოდგმის აღმნიშვნელი ტერმინი "დასავლეთ ციმბირელი მონადირე-შემგროვებლები" (West Siberian Hunter-gatherers - WSHG), რომლებიც ჩამოყალიბებულნი იყვნენ დაახლოებით 30%-ით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების (EHG), 50% უძველესი ევრაზიელი მონადირე-შემგროვებლების (ANE) და 20% - აღმოსავლეთ აზიის მონადირე-შემგროვებლების (მონღოლოიდების) შერევით.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი - Eastern Hunter-Gatherer


რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების გარეგნობას, მათ ჰქონდათ უმეტესად მუქი ფერის თვალები, შერეული ღია ფერის თვალებთან, ასევე თეთრი და ხორბლისფერი კანი. გიუნთერის მიხედვით (Gunter, 2018) კარელიის მაცხოვრებელ აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლებს ჰქონდათ უმეტესად მუქთვალა და მუქი თმის ფერის მქონეები, გარდამავალი ფერის, ხორბლისფერი კანით. კარელია ჩრდილოეთ რუსეთის დიდი რეგიონია, რომელიც ესაზღვრება ფინეთს. რაც შეეხება რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში (მაგალითად იმ რეგიონში, სადაც დღეს მდებარეობს ქალაქი სამარა) მცხოვრებ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებს (EHG) ჰქონდათ მეტად ღია ფერის კანი, ღია ფერის თვალები, და თმაშიც შერეული ჰქონდათ უფრო ღია ფერი, მათ პოპულაციაში დაახლოებით 75% იყო ქერა თმის მქონე.


აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები - Eastern Hunter-Gatherers


წყარო: Eastern Hunter-Gatherers - Wikipedia

რეკონსტრუქციები: ancestralwhispers.org


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
61
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
61
  
2021, 5 ნოემბერი, 8:57
Eastern European Hunter-Gatherers (18,000 — 4,000 BC)

Complexion: Mostly pale, some tanned.
Hair color: Black, shades of brown, rare instances of red and blond.
Eye color: Overwhelmingly brown, rare instances of green and blue.

The Eastern European Hunter-Gatherers (EHG) were predominantly descended from a population known as the ‘Ancient North Eurasians’ (ANE, 22,000 — 13,000 BC). Around 75% of EHG ancestry was ANE, while the other 25% was WHG. In simple terms, the ANE migrated West out of Siberia and became EHGs after absorbing some WHG DNA.

As the name suggests, the ANE’s population spanned the entirety of North Eurasia. They were huge, robust mammoth hunters, who lived within the arctic circle. Although they’re still quite a mysterious population, the TL;DR of their origin is that they split from the original Cro-Magnon / Western Eurasian population around 22,000 BC, moved east, mixed with an East Eurasian population to some degree (~20%), then re-migrated Westward again. Today, almost every native Eurasian person in the Northern Hemisphere (both Caucasoid and Mongoloid) has some degree of ANE ancestry.

The ANE were perhaps similar in appearance to the Eastern Gravettians, though it’s more likely that they resembled the Eastern European Hunter-Gatherers.

Source: Faces of Ancient Europe: Accurate reconstructions and pigmentation - thuletide.wordpress.com
2021, 4 ნოემბერი, 4:32
Eastern Hunter-Gatherers / Eastern European Hunter-Gatherers (EHG - 13,000-4000 BCE) - mix of Ancient North Eurasian (ANE - 75%) and Western Hunter-gatherers (WHG - 25%).
Dominant haplogroups of the EHG men: R, R1, R1b1, R1a, R1a1, R1b1a1a, R1a15-YP172, I, I2, I2a1.
Dominant haplogroups of the EHG women (Mitochondrial): U, U2, U4, U5, U5a1d, U5b1d1, U2a2d, U4a, C1g.
0 1 2