ასტროლოგიაში კარმა და კარმული ურთიერთობები ერთ-ერთი რთული და საინტერესო ნაწილია. კარმა სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.
კარმა შეიძლება იყოს ნეგატიური (დამანგრეველი) და პოზიტიური (განმკურნებელი). ეს დამოკიდებულია ამ ადამიანთან ჩვენს წარსულ ურთიერთობაზე და კარმულ "ვალებზე".
კარმული ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქმიან პარტნიორებსა და შეყვარებულებს შორის.
"მე მას ვიცნობ" - შეგრძნება პირველივე ნახვისას. თითქოს სადღც უკვე გაიცანით, თითქოს მასთან ადრე დაიწყეთ ურთიერთობა (ეს ასეცაა, თქვენ მას წინა ცხოვრებაში იცნობდით და საკმაოდ ახლოსაც)!
ძლიერი მიზიდულობა, რომელიც მიჯაჭვულობად იქცევა - პირველი ნახვიდან მასზე ფიქრს ვერ იშორებ. დღითიდღე იზრდება მის გვერდით ყოფნის აუცილებლობა. მის გარეშე ყოფნა იწვევს ემოციურ არასტაბილურობას, დაძაბულობას. თუ ურთიერთობა ჩიხში შედის, ვერ ახერხებთ მის მიტოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ტკივილს გაყენებთ.
მოულედნელობა - შეხვედრა დაუგეგმავია, უცნაურ ადგილას ან შეუფერებ დროს. ვიღაც თითქოს კარების შემონგრევით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში.
არასტაბილური გარემო - წყვილის ცხოვრებაში იწყება ემოციების ზღვა. ჩხუბი, ბრაზი, ცრემლი, განშორება, შერიგება, შემდეგ ისევ განშორება და ასე შემდეგ. ასევე, ხშირია სასიყვარულო სამკუთხედი.