ასტროლოგია " სიფრთხილე წყლის სტიქიასთანაც! მოერიდეთ სასმელს, ნარკოტიკებს... " ხვალ სავსემთვარეობაა და ასტროლოგი გვაფრთხილებს 2020, 1 სექტემბერი, 17:39 გაითვალისწინეთ, 2 სექტემბერს, დილით, სავსემთვარეობაა (პიკი 09:22). სავსემთვარეობა ხდება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, მე-11 გრადუსზე. სავსემთვარეობის დროს სამყაროში მატულობს ენერგია, ბევრი ადამიანი გაღიზიანებული, ხშირად აგრესიული, ან ზედმეტად ემოციური ხდება. და რადგან მარსი ვენერასთან აკეთებს კვადრატს და მეორეს მხრივ, ვენერა სატურთან ოპოზიციურ დგომაშიცაა, განსაკუთრებით ყურადსაღებია საფინანსო, სასიყვარულო და ურთიერთობების სფეროები. შესაძლოა დრომოჭმულ, ვადაგასულ, ან ყალბ ურთიერთობებს წერტილი დაესვას. გაუშვით დაუნანებლად თუ მსგავსს ექნა ადგილი. მან უკვე შეასრულა თავისი მისია და ადგილი დაუთმო მომავალს ( თუ თქვენთვის ღირებულია ურთიერთობა, მიმართეთ დიპლომატიას, კომპრომისებს, გამონახეთ საერთო ენა, გამოიჩინეთ დავდაჭერა). რადგან სავსემთვარეობა ქალწული- თევზების ღერძზე ხდება, ყურადსაღებია კუჭ-ნაწლავის სფერო, შესაძლებელია ინფექციური დაავადებების მატება. თავისთავად, ყურადღება მართებთ გულ- სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების მქონე პირებს, მიიღეთ პროფილაქტილური ზომები. სიფრთხილე გზებზე გადაადგილებისას. ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს. მით უფრო უახლოეს პერიოდში მოერიდეთ ხალხმრავლობას, აგრესიის კერებს, გამოიჩინეთ მეტი დავდაჭერა, იყავით დიპლომატიური, ნუ აყვებით ემოციებს და იმპულსებს. სიფრთხილე წყლის სტიქიასთანაც! (ზღვა, ტბა, მდინარე). მოერიდეთ სასმელს, ნარკოტიკებს, ამ დღეებში შესაძლოა მეტად ემოციური, სენტიმენტალური იყოთ, ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ. სექტემბრის 3-4 რიცხვამდე ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს 2 სექტემბერს მაინც. არ წამოიწყოთ სასამართლო დავები! თუ დრო ითმენს, შუა ნოემბრამდე. სავსემთვარეობის შემდგომი დღეები კარგია ყველანაირი ზედმეტობების მოსაცილებლად, მათ შორის დიეტისთვის, მავნე ჩვევების გადასაგდებად და სხვ. სავსემთვარეობის გავლენა უფრო შესამჩნევი იქნება კარდინალური ჯვრის წარმომადგენლებისთვის (ქალწული, თევზები, მშვილდოსანი-ტყუპები) და მათთვის, ვისაც 7-13 გრადუსებზე აქვს განთავსებული პლანეტები. გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! სიკეთე გქონოდეთ! ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 175 2-ს მოსწონს
|