x
image
ლურჯი თოლია
საახალწლო სამზადისი - როგორ შევხვდეთ ვირთხის წელს?

2020 წელი

ვირთხას უყვარს საკუთარი სახლი, ახლობლების და მეგობრების წრეში ყოფნა. კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ერთ დიდ, მხიალურ წვეულებას მოაწყობთ. არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია ოჯახის წევრებთან ერთად იყოთ.

სასურველია კლასიკური, თავდაჭერილი, ელეგანტური სამოსი და არა მყვირალა, ვულგარული ან ექსტრავაგანტული. ამიტომ წელს უფრო თავშეკავებული სტილი უნდა იყოს როგორც ინტერიერში, ისე სამოსში.

ვირთხას უყვარს ყველაფერი რბილი, ნატურალური. გამოეწყვეთ წლის ფერებში - თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნებოდა ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ.

დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარები. სუფრაზე დააწყვეთ სხვა და სხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.

თუ საშუალება გაქვთ ახალი, თეთრი მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12 წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

სუფრაზე დააწყეთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა:)

თვითონ წლის მბრძანებელისთვის მოამზადეთ ნუგბარი - გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რა საკვირველია, უხვად ყველი. ასევე, არ დაგავიწდეთ არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც.

ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სასურველია თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სანთლის დანთება. გააცილეთ მადლიერებით წინა წელი და ახალ წელს ცეცხლის სტიქიის მეშვეობით გაწმენდილი და სუფთა ენერგიებით შეხვდით!

2020 წლის შეხვედრისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებსა და სიმბოლოებს. გახსოვდეთ, რომ იწყება აღმოსავლეთ ჰოროსკოპის ახალი ციკლი და თითოეული სიტყვა, რომელიც წარმოითქმება ამ ჯადოსნურ ღამეს, საფუძველს ჩაუყრის მომავალ 12 წელს. ამ ახალ წელს ყველა თქვენი ოცნება და სურვილი ხმამაღლა უნდა ითქვას, სათითაო სიტყა უნდა იყოს გააზრებული!

არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი ჯიბეებით! სუფრას რომ მიუსხდებით - აუცილებლად რაიმე კუპიურა მაინც უნდა გედოთ ჯიბეში ან საფულეში, შეგიძიათ ხელშიც გეკავოთ, ან მაგიდაზე გედოთ პატარა წითელ ტომსიკაში და ისე შეხვდეთ ახალი წლის პირველ წუთებს.

და უმთავრესი რჩევა - შეეცადეთ დახუროთ ყველა ვალი, რაც გაქვთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გულში მაინც მოუბოდიშეთ იმ ადამიანს და სამყაროს სთხოვეთ დახმარება. აუცილებელია აპატიოთ, მიუტევოთ თუ ვინმეზე ხართ დაწყენი და ასევე, პატიება ითხოვოთ თქვენც, თუნდაც თქვენთვის, გულში. ვინაიდან იწყება ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი და არ არის კარგი წყენის და ტკივილის, მევალეებისა და მოვალეების ახალ წელში გადატანა. რაც არასასიამოვნო, ნეგატიური იყო, დაე, დარჩეს ძველ წელში და ახალი წელი მსუბუქი გულით, პოზიტიური განწყობით, უკვე ახლებურად დავიწყოთ!

1
113
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
113
  
2019, 29 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1