ასტროლოგია ყველაზე შეუფერებელი პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? 2018, 21 ივნისი, 20:07 ადამიანების უმრავლესობისათვის ყველაზე აქტუალური თემაა მეორე ნახევრის პოვნა და მასთან ურთიერთობის შენარჩუნება. თუმცა ეს არც ისე ადვილია. ასტროლოგიურ მაჩვენებლებს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია არა მხოლოდ ყველაზე შესაფერის პარტნიორზე, ასევე ყველაზე შეუფერებელზეც. მაშ ასე, წარმოდგენთ ზოდიაქოს იმ ნიშანს/ნიშნებს, რომლებიც ასტროლოგიურად ყველაზე ნაკლებად შეგეფერებათ. დავიწყოთ ვერძით - ამ ნიშნისათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისები თევზების და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან. ასევე არასასურველია მათი ურთიერთობა კუროსთან და კირჩხიბთან. კურო - მისთვის ყველაზე შეუფერებელი ტყუპები და მშვილდოსნები არიან. ნაკლებად შესაფერისები არიან ვერძები და მერწყულები. ტყუპები - ამ ნიშნისათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისები არიან კუროები, კირჩხიბები, მორიელები და თევზები. კირჩხიბი - მათთვის კი ყველაზე შეუფერებელი არიან ტყუპების და სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ლომი - მათთვის ყველაზე შეუფერებელი ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან. ასევე არასასურველია მათი ურთიერთობა თხის რქასთან და მერწყულთან. ქალწული - ამ ნიშნით დაბადებულთათვის ყველაზე შეუფერებელია ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს მქონე ადამიანები. სასწორი - მათთვის ყველაზე შეუფერებელი პარტნიორი კირჩხიბია. ასევე, ნაკლებად შეეფერებათ ქალწული, მორიელი და თხის რქა. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისია ტყუპები. ასევე ნაკლებად შეეფერებათ სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული. მშვილოსანი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ყველაზე შეუფერებელია კურო, ქალწული და თხის რქა. თხის რქა - მათთვის ყველაზე შეუფერებელია მშვილდოსნის ზოდიაქოს მქონე ადამიანები. ასევე, ზოდიაქოთი ტყუპები, ლომი, სასწორი და მერწყული ნაკლებად შეეფერებათ. მერწყული - მათთვის არ არის მკვეთრად გამოყოფილი შეუფერებელი ნიშანი, მაგრამ ურთიერთობა უჭირთ შემდეგ ნიშნებთან: კურო, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, მორიელი და თხის რქა. თევზები - მათთვის შეუფერებელია ვერძი და ტყუპები. ნაკლებად შეეფერებათ ქალწულის და მშვილდოსნის ზოდიაქო.
ასევე დაგაინტერესებთ: იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით კარმული ურთიერთობა - არის თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანი წარსულიდან? 480 2-ს მოსწონს
|