x
image
ლურჯი თოლია
შეუფერებელი პარტნიორები ზოდიაქონის ნიშნის მიხედვით

წარმოდგენთ ზოდიაქოს იმ ნიშანს/ნიშნებს, რომლებიც ასტროლოგიურად ყველაზე ნაკლებად შეგეფერებათ.

image

ვერძი - ამ ნიშნისათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისები თევზების და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან. ასევე არასასურველია მათი ურთიერთობა კუროსთან და კირჩხიბთან.

კურო - მისთვის ყველაზე შეუფერებელი ტყუპები და მშვილდოსნები არიან. ნაკლებად შესაფერისები არიან ვერძები და მერწყულები.

ტყუპები - ამ ნიშნისათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისები არიან კუროები, კირჩხიბები, მორიელები და თევზები.

კირჩხიბი - მათთვის კი ყველაზე შეუფერებელი არიან ტყუპების და სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

ლომი - მათთვის ყველაზე შეუფერებელი ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან. ასევე არასასურველია მათი ურთიერთობა თხის რქასთან და მერწყულთან.

ქალწული - ამ ნიშნით დაბადებულთათვის ყველაზე შეუფერებელია ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს მქონე ადამიანები.

სასწორი - მათთვის ყველაზე შეუფერებელი პარტნიორი კირჩხიბია. ასევე, ნაკლებად შეეფერებათ ქალწული, მორიელი და თხის რქა.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ყველაზე ნაკლებად შესაფერისია ტყუპები. ასევე ნაკლებად შეეფერებათ სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული.

მშვილოსანი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ყველაზე შეუფერებელია კურო, ქალწული და თხის რქა.

თხის რქა - მათთვის ყველაზე შეუფერებელია მშვილდოსნის ზოდიაქოს მქონე ადამიანები. ასევე, ზოდიაქოთი ტყუპები, ლომი, სასწორი და მერწყული ნაკლებად შეეფერებათ.

მერწყული - მათთვის არ არის მკვეთრად გამოყოფილი შეუფერებელი ნიშანი, მაგრამ ურთიერთობა უჭირთ შემდეგ ნიშნებთან: კურო, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, მორიელი და თხის რქა.

თევზები - მათთვის შეუფერებელია ვერძი და ტყუპები. ნაკლებად შეეფერებათ ქალწულის და მშვილდოსნის ზოდიაქო.

0
236
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0