სხვა "შენ წლების გამოცდილებას უხდი და არა წუთების ნამუშევარს!" - პასუხი გემის პატრონს ინჟინერ-მექანიკოსისაგან 2021, 21 ოქტომბერი, 22:19 "ერთხელ ერთ დიდ გემს ძრავი გაუფუჭდა და ვერავინ შეძლო მისი გაკეთება... ბოლოს მოიწვიეს 40-წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერ-მექანიკოსი. მან ჯერ ყურადღებით დაათვალიერა ძრავი, მერე კი თავისი ჩანთიდან პატარა ჩაქუჩი ამოიღო და რომელითაც დეტალზე გამოზომილი ძალით რამდენჯერმე დააკაკუნა... მალევე ძრავი ჩვეულებრივად ამუშავდა. სამუშაოს ანაზღაურებაზე როცა ჰკითხეს, რამდენი უნდა გადაეხადათ, მან დაასახელა $ 20 000... - რა? - გაუკვირდა გემის პატრონს, - შენ ხომ თითქმის არაფერი გაგიკეთებია, დაწვრილებითი ანგარიში დაგვიწერე, რაში ითხოვ ამდენ თანხას! - კეთილი, - უპასუხა მშვიდან ოსტატმა - 2 $ ჩაქუჩის ერთი დაკაკუნება და 19, 998 $ იმ ცოდნისათვის, სად, რა ძალით და რამდენჯერ უნდა დაარტყა ჩაქუჩი. ასე რომ, შეიძლება, მე 30 წუთში გავაკეთე, მაგრამ ამისათვის 40-წლიანი მუშაობა და სწავლა დამჭირდა. ამიტომ შენ წლების გამოცდილებას უხდი და არა წუთების ნამუშევარს! - აუხსნა მან. ... პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს და პროფესიონალის შრომა შესაფერისადაც უნდა დაფასდეს. " https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94 255 1-ს მოსწონს
|