რელიგია ტაძარი ხეში და ოთხსაუკუნიანი მუხის ახალი ისტორია - ეს საქართველოა 2021, 21 ოქტომბერი, 20:33 ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლის ყურადღებას 2013 წლიდან არა მხოლოდ უნიკალური ჯიშის მცენარეები იპყრობს, არამედ ხეში გამოკვეთილი ტაძარიც. მუხის ხეში წირვა-ლოცვა არ აღევლინება, თუმცა ნებადართული და შესაძლებელია სანთლის დანთება. ოთხსაუკუნიანი მუხის ხის ახალი ისტორია უკავშირდება ფუღუროში გახსნილ სამლოცველოს. მუხის ფუღუროში გამოკვეთილ სამლოცველოში ზარის ხმა პირველად 2013 წლის დეკემბერში გაისმა. სტუმრებისათვის, პარკის დამთვალიერებელთათვის მოულოდნელი იყო მუხის ფუღუროში სამლოცველოს აღმოჩენა. სამლოცველო მუხის ფუღუროში პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო. აქ რელიგიური რიტუალები არ ტარდება, თუმცა კარი მუდმივად ღიაა და პარკის დამთვალიერებლებს სანთლის დანთება და ლოცვა შეუძლიათ. საქართველოში დღესდღეობით ერთადერთი სამლოცველოა, რომელიც ხეშია გამოკვეთილი. იგი ერთდროულად 5 ადამიანს იტევს. ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ამირან ხვადაგიანი: "მუხის ხეში იყო ფუღურო და აქედაბ დაგვებადა იდეა. ანალოგები არსებობს საბერძნეთში, არსებობს საფრანგეთში, არსებობს ბულგარეთში" (2014 წ.). სამლოცველოში მოდიან სასულიერო პირებიც, თუმცა ყველაზე ხშირად მას შეყვარებული წყვილები სტუმრობენ. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში დაარსდა. აქ 500-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთაგან ყველაზე ხანდაზმული სწორედ ეს 400-წლიანი მუხაა. ახლა ამ მუხას სხვა უნიკალურ მცენარეებისაგან, ასაკთან ერთად, შინაარსიც, დანიშნულებაც გამოარჩევს.
წყარო: ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება, https://www.facebook.com/photo/?fbid=207073834830715&set=gm.1005981876631912
იხილეთ ვიდეო:
ვიდეოს ლინკი: 280 1-ს მოსწონს
|