x
image
ლანა92
ტომი, რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს

image


ბრაზილიაში მცხოვრებ ინდიელთა პირახის ტომს საკუთარი ღმერთი არ ჰყავს, არც არაფერი სმენია შემოქმედის შესახებ. მისიონერი ევერეტი, თავისი საქმიანობის ფარგლებში შეეცადა, მათთვის ღმერთის იდეა ჩაენერგა, მაგრამ ამაოდ. ერთი ღმერთის იდეა მათთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა, რამდენადაც საერთოდ არ იციან თვლა (მხოლოდ ორი სიტყვა იციან რაოდენობის აღმნიშვნელი "ბევრი" და "რამდენიმე") და "ერთის" ცნების გაგება მათ არ შეუძლიათ. ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი "ვიღაცამ" (უზენაესმა) შექმნა, პირახის ტომელებმა ვერ აღიქვეს სათანადოდ, შეცბუნდნენ ამის გაგონებაზე.

თითქოს წარმოუდგენელიც კი არის, რომ არსებობს ისეთი ჩამორჩენილი ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ღმერთზე, იმაზე, თუ როგორ წარმოიშვნენ. პირახის ტომელებისათვის არც იესო ქრისტეს ნათარგმნი ისტორია გამოდგა დამაჯერებელი. "საუკუნის", "დროის" ცნების გაგება მათთვის ცარიელი ბგერებია, რომლის არსსაც ვერ წვდებიან.მათ როცა მოისმინეს ისტორია ძალიან კეთილ ადამიანზე (იესო ქრისტეზე), რომელიც ბოროტმა ადამიანებმა ჯვარზე გააკრეს, მაშინ ჰკითხეს მისიონერს, თვითონ დაინახა თუ არა ეს ამბავი? - არა. მისიონერმა ის ადამიანი მაინც თუ დაინახა, ვინც ქრისტეს წამება საკუთარი თვალით იხილა? - კიდევ არა. პირახის ტომელები მიუბრუნდნენ მისიონერს ადა

უპასუხეს: მაშ, საიდან იცი, რა მოხდა იქ?

ეს იმის დასტურია, რომ პირახის ტომისათვის არსებობს მხოლოდ აქ, ანუ აწმყო, ხოლო წარსულსა და მომავალს არ ცნობს.

მისიონერმა უყურა ამ პატარა, ნახევრად მშიერ ადამიანებს, რომელთაც თითქმის არასოდეს ძინავთ, მუდამ იცინიან, მივიდა დასკვამდე, რომ ადამიანი ბევრად რთული არსებაა, ვიდრე ბიბლია გვიყვება და რელიგია არ გვხდის უკეთესსა და ბედნიერს. იგი წლების მერე მიხვდა, რომ მას უნდა ესწავლა პირახისაგან და არა პირიქით.

0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0