x
image
ლანა92
რატომ აქვს მართლმადიდებლურ ჯვარს ორი დამატებითი სხივი?

image მართლმადიდებლური და კათოლიკური ჯვრები




თუ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ჯვრებს შეადარებთ, მათ შორის რამდენიმე განსხვავებას შეამჩნევთ. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ მართლმადიდებლურ ჯვარს კიდევ ორი სხივი აქვს, რომელთაგან ერთი დახრილია.

კათოლიკური ჯვრის დიზაინი საკმაოდ მარტივია - ესაა ორი გადაკვეთილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ქმნის 90 გრადუსიან კუთხეს. მართლმადიდებლური ჯვარი გამოიყურება გაცილებით რთულად. მას აქვს ორი დამატებითი სხივი, ერთი დახრილი კუთხითაა. ამასთანავე, ქრისტიანული ჯვრის მრავალი სახეობა არსებობს, მათ შორის სომხური, რომელიც საკმაოდ რთულია, თუმცა ყურადღებას გავამახვილებთ ლათინურ და ბიზანტიურ სიმბოლოებზე.

ჯვარი, როგორც სიმბოლო, ცნობილი იყო ევროპის თითქმის ყველა კულტურისათვის ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოღებამდე. ამასთანავე, ამ სიმბოლოს, ჯვარს დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს რომის იმპერიაში კონსტანტინე დიდის გამეფებისა და რეფორმის შემდგომ. სწორედ მან აქცია ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად, თუმცა სიკვდილის ბოლომდე თვითონ წარმართი რჩებოდა. ქრისტიანობის აღიარების მერე სხვადასხვა რეგიონსა და კულტურაში უბრალოდ დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის უკვე ნაცნობი ჯვრების გამოყენება. საინტერესოა, რომ ქრისტიანები რომში ჯერ კიდევ საშიშ სექტად აღიქმებოდა. ამიტომ რომის იმპერიის ლათინურ ნაწილში (დასავლეთში) მათ დაიწყეს გამარტივებული სიმბოლოს გამოყენება.

აღმოსავლეთში, საბერძნეთში ქრისტიანები წავიდნენ სხვა გზით, შეეცადნენ, მთავარი სიმბოლო მაქსიმალურად ავთენტური ყოფილიყო იმისა, რაც სინამდვილეში იყო. კერძოდ, იესო ქრისტე ჯვარს აცვეს რვაქიმიან ჯვარზე. ორი დამატებითი ხაზი განასახიერებს ფეხის სადგამს, საყრდენსა და ჯვარცმული ქრისტეს თავზე დამაგრებულ დაფას წარწერით.

ჯვარცმისას ფეხის საყრდენი სულაც არ იყო ჰუმანური მიზნით დამაგრებული ჯვარზე, პირიქით, არამედ ტანჯვის დამძიმების გამო, რათა ქრისტეს ეწამა ბოლომდე, სანამ სული ედგა. ამასთან, დიდ სქიზმამდე, ქრისტიანული ეკლესიის შიგნით განხეთქილებამდე (მსოფლიო ეკლესიის კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამყაროებად დაყოფამდე) ამას დიდად არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას. უფრო მეტიც, აღმოსავლეთშიც იყენებდნენ ბერძნულ ჯვრებს, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ლათინურისაგან. განხეთქილების მერე "ახალი" რვაქიმიანი ჯვარი გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის კატოლიკურისაგან განმასხვავებელი ნიშანი.

0
726
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0