ყნოსვა არ დასჭირვებია!
სექტემბრის დასაწყისში მალაიზიელი ზაქირა ჰამიდი ოჯახის წევრებთან და კატა ლოკისთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. სანამ ახალ საცხოვრებელში ნივთები შეჰქონდათ კატა ეზოში გამოვიდა და დაიკარგა.
კატის პატრონებმა სახლის ყველა კუთხე კუნჭული დაათვალიერეს, მთელი რაიონი გაცხრილეს, ქალაქში მრავალ ადგილას განცხადებები გააკრეს, მაგრამ ამაოდ, კატა უბრალოდ გაქრა. აღარ იცოდნენ კიდევ რა უნდა ექნათ. ისევ კატა ლოკის იმედი ჰქონდათ, რომ ის თავისით დაბრუნდებოდა სახლში. მაგრამ დრო გადიოდა, კატა კი არ ჩანდა.
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ჰამიდს მეზობელმა დაურეკა და ახარა, რომ მისმა ძაღლმა სახელად მანგომ დაკარგული კატა იპოვა. თურმე სეირნობის დროს კაცმა ძაღლს ქუჩაში გაკრული დაკარგული კატის პლაკატი აჩვენა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, ძაღლი საძებნელად გაეშურა, მალე ბუჩქებიდან მისი ყეფა გაისმა. კაცი ბუჩქებთან მივიდა და ბალახებში ტალახში დასვრილი და აბურძგნილი კატა ლოკი დაინახა.
კაცმა მაშინვე განცხადებაში მითითებულ ნომერზე დარეკა და სასიხარულო ამბავი აცნობა. ცოლ ქმარი ჰამიდები მაშინვე ნაპოვნი კატის სანახავად გაეშურნენ. მთელი ეს დრო სანამ ჰამიდები მოვიდოდნენ ძაღლი კატას არ მოსცილებია და თითქოს ამშვიდებსო. «ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ძაღლი სურათით ვინმეს პოვნას შეძლებდა — თქვა ზაქირამ — მომხდარმა უბრალოდ გამაოგნა».
ახლა ლოკი ისევ თავისიანებთან ცხოვრობს. მომხდარის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.
მადლიერების ნიშნად ჰამიდებმა მეზობელს და მის ძაღლს კალათით საჩუქრები გაუგზავნეს. ფულის აღებაზე მეზობელმა უარი განაცხადა.