სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველაზე ხანდაზმული ფრინველი - მან 83 წელი იცოცხლა 2021, 20 ოქტომბერი, 22:09 მკვლევარებმა შეისწავლეს სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი, რომელმაც ყველაზე მეტი ხანი იცოცხლა. ცხოველებს შორის აღსანიშნავია 1505 წელს დაბადებული ზვიგენი, რომელიც 2018 წელს, აღმოჩენის დროისათვის, 512 წლის იყო; 183 წლის გიგანტური კუ "ჯონათანი"; 507 წლის მოლუსკი "მინი" და სხვა.
ფრინველებს შორის, რომლებიც მეცნიერებმა შეისწავლეს, ყველაზე ხანდაზმულია ვარდისფერი ფლამინგო - გრეიტერი. იგი ადელაიდის ზოოპარკიდან იყო (ავსტრალია). ფრინველი მოკვდა 2014 წელს, 83 წლის ასაკში. ეს ფრინველისათვის საკმაოდ დიდი ასაკია, ვარდისფერმა ფლამინგომ, ფაქტობრივად, საუკუნე გალია. 283 1-ს მოსწონს
|