სხვა როგორ გამოიყურება ზვიგენის ემბრიონი? - მეცნიერთა საინტერესო აღმოჩენა (+ ვიდეო) 2021, 18 ოქტომბერი, 19:30 აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფერული საკითხების კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციის ექსპედიციამ პუერტო-რიკოს სანაპიროებზე მოულოდნელი კველვის შედეგები დადო. 2018 წლის 15 ნოემბერს მონას სრუტეზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს კარიბის ზღვასთან აერთებს, ღრმა წყლის აპარატი ჩაუშვეს. მოწყობილობა კონტროლდებოდა დისტანციურად, საკვლევი ხომალდიდან. თქვენ ხედავთ კატის ზვიგენების წარმომადგენელი სახეობის ემბრიონს, რომელიც, სავარაუდოდ, არა უმეტეს 5 თვისა უნდა იყოს. მსხვილი ოჯახი ითვლის სულ მცირე 15 გვარსა და 100-ზე მეტ სახეობას. ზვიგენების სიგრძე მერყეობს 21 სმ-დან 1.7 მეტრამდე. გვხვდება ზომიერი და ტროპიკული ზონის ზღვებში. ზვიგენი იკვებება უხერხემლოებითა და პატარა თევზებით. ზვიგენების სახეობათა უმეტესობა კვერცხს დებს მყარ ჭურვში, კაფსულაში, რომელიც წყალმცენარეებს, მარჯნის ტოტს, ან ფსკერს ემაგრება. კვერცხუჯრედის განვითარება ზვიგენის ტიპზეა დამოკიდებული და გრძელდება 1 წლამდე.
https://www.youtube.com/watch?v=TyfsGNFbsyk
94 შეფასება არ არის
|