x
image
ლანა92
როგორ გამოიყურება ზვიგენის ემბრიონი? - მეცნიერთა საინტერესო აღმოჩენა (+ ვიდეო)

image

აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფერული საკითხების კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციის ექსპედიციამ პუერტო-რიკოს სანაპიროებზე მოულოდნელი კველვის შედეგები დადო. 2018 წლის 15 ნოემბერს მონას სრუტეზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს კარიბის ზღვასთან აერთებს, ღრმა წყლის აპარატი ჩაუშვეს. მოწყობილობა კონტროლდებოდა დისტანციურად, საკვლევი ხომალდიდან.

250-366 მეტრის სიღრმეზე აპარატმა დააფიქსირა 12 სახეობის თევზი, ბევრი მარჯანი და ღრუბელი. ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ზვიგენის ემბრიონი, გამჭვირვალე კოკონში (ბუდეში, გარსში), რომელსაც "ქალთევზას საფულე" ეწოდება (კოლაგენის მსგავს კაფსულებში დებს კვერცხს ზვიგენის არაერთი სახეობა).


image

თქვენ ხედავთ კატის ზვიგენების წარმომადგენელი სახეობის ემბრიონს, რომელიც, სავარაუდოდ, არა უმეტეს 5 თვისა უნდა იყოს. მსხვილი ოჯახი ითვლის სულ მცირე 15 გვარსა და 100-ზე მეტ სახეობას. ზვიგენების სიგრძე მერყეობს 21 სმ-დან 1.7 მეტრამდე. გვხვდება ზომიერი და ტროპიკული ზონის ზღვებში. ზვიგენი იკვებება უხერხემლოებითა და პატარა თევზებით. ზვიგენების სახეობათა უმეტესობა კვერცხს დებს მყარ ჭურვში, კაფსულაში, რომელიც წყალმცენარეებს, მარჯნის ტოტს, ან ფსკერს ემაგრება. კვერცხუჯრედის განვითარება ზვიგენის ტიპზეა დამოკიდებული და გრძელდება 1 წლამდე.

იხილეთ ვიდეო:


https://www.youtube.com/watch?v=TyfsGNFbsyk

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0