სხვა გაიცანით ბიჭი ყველაზე მსხვილი ამობურცული თვალებით 2021, 16 ოქტომბერი, 21:59 პაკისტანელი აჰმედ ჰანი ცნობილია თავისი გამობურცული თვალებით, რაც მას გინესის რეკორდის დამყარებისათვის გამოსადეგ უნარად მიაჩნია. ლაჰორელი ახალგაზრდის აღიარებით, თავისი ნიჭი აღმოაჩინა მულტფილმ "ტომი და ჯერის" ყურებისას. ერთ-ერთ ეპიზოდში ტომის, ზურგზე დარტყმის შემდგომ, თვალები ამოუცვივდება ბუდიდან. 16 წლის აჰმედ ჰანმა გაიმეორა მულტფილმში ნანახი ტრიუკი: მან დააჭირა ქუთუთოებს და თვალის გუგები გადმოქაჩა. აჰმედ ჰანამდე ამობურცული თვალებით გინესის რეკორდსმენი იყო ამერიკელი იმ გუდმანი. ამ უკანასკნელს შეუძლია თვალების ამობურცვა, გადმოქაჩვა ორბიტიდან 12 მილიმეტრის დაშორებით. 176 შეფასება არ არის
|