საკონდიტრო კრემი 10 წუთში – ნებისმიერი ნამცხვრის და ორცხობილასთვის (მხოლოდ 2 ინგრედიენტით)
ითვლება, რომ საკონდიტრო კრემი რთულად გასაკეთებელია. მაგრამ, მისი მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად შეიძლება. ხოლო, ერთ–ერთი საუკეთესო კრემისთვის კი, საერთოდ, მხოლოდ 2 ინდრედიენტიც საკმარისია. ამ ინგრედიენტების ათქვეფით მიღებული კრემის გამოყენება კი, მარტო ნამცხვრებისთვის კი არა, ტოსტერებზე გადასასმელადაც შეიძლება.
ინგრედიენტები:
შესქელებული რძე – 1 ქილა
ლიმონი – 1 ცალი (დაახლოებით, 160 გრ.)
მომზადება:
ჩაასხით შესქელებული რძე ღრმა თასში > გამოწურეთ ლიმონის წვენი და ბადით გაფილტრეთ > ჩაამატეთ რძეში და თქვიფეთ 10 წთ. ხელის სათქვეფით.
შენიშვნა: კრემის გაკეთება მიქსერითაც შეიძლება, თუ მას დაბალ სიჩქარეზე ჩართავთ.
II. იმისთვის რომ კრემი უფრო სქელი კონსტინტენციის იყოს, ნახევარი საათით მაცივარში შედგით.