x
image
არჩილ ვერულიძე
მშობლებმა თავიანთი 17 წლის ქალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდეს
image


21 -ე საუკუნეში ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ ირგვლივ ყველაფერი ცივილიზებული და კულტურულია. ამიტომ, როდესაც გვესმის რაღაც ისტორიები ცხოვრებიდან, რომელიც მოგვაგონებს შუა საუკუნეების ყოფას, ეს ჩვენში აღშფოთებას იწვევს.


თუმცა, ამბავი, რომლის თქმაც გვინდა, სულ ახლახან მოხდა, რაც მას კიდევ უფრო შემზარავს ხდის.


ისტორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოჯახმა სამხრეთ სუდანიდან მოაწყო აუქციონი სოციალურ ქსელ - Facebook - ზე, სადაც გასაყიდად გამოიტანეს თავიანთი 17 წლის ქალიშვილი. დიახ, სწორად გაიგეთ, მათ გასაყიდად განათავსეს საკუთარი 17 წლის ქალიშვილი!



ექვსი მამაკაცი იბრძოდა გოგონაზე უფლების მოსაპოვებლად, ერთ-ერთი მათგანი მაღალი თანამდებობის პირიც კი გახლდათ. იგი განსაკუთრებული გულმოდგინებით ცდილობდა თავისი მიზნის მიღწევას, აცხადებდა რომ დიდი ხანია იცნობს მოზარდის ოჯახს და მისი თმით, დაჰპირდა მათ გოგონაზე დაქორწინებას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის პატარა იყო.

მან 250 ძროხის ფასი შესთავაზა ამ უცნაურ ოჯახს. თუმცა, ადგილობრივი სტანდარტებით საკმაოდ შთამბეჭდავი ფასის მიუხედავად, გოგონა სხვა მყიდველს ხვდა წილად - კოკ ალატს. საქმე იმაშია, რომ ალატმა შესთავაზა 500 ძროხა, 3 მანქანა და 7.5 ათასი ევრო 17 წლის გოგონასთვის.


უნდა დავამატოთ, რომ კოკ ალატს უკვე ჰყავს 9 ცოლი.


ამრიგად, 21 -ე საუკუნეში მოხდა ადამიანის გაყიდვა სოციალური ქსელის საშუალებით. უფლებადამცველები ამას აბსურდს უწოდებენ, თუმცა, როგორც ჩანს, საქმე «შეშფოთების» ფარგლებს არ გასცდენია.

4
576
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
576
  
2021, 8 ოქტომბერი, 15:42
კი, მართალი ხარ...
2021, 8 ოქტომბერი, 15:11
ნადირი არ კადრულობს ასეთ რამეს. ნადირი იცავს თავის ნაშიერს, რაც არ უნდა სასტიკი იყო იგი.
2021, 8 ოქტომბერი, 15:09
მშობლები კი არა ნადირები არიან ესენი. :(
2021, 8 ოქტომბერი, 15:06
:-(
0 1 4