x
image
ლანა92
მკერდი ჭიპამდე - ნახეთ, როგორ აღწევენ პაპუა-ახალ გვინეაში ასეთ "სილამაზეს"
image


პაპუა-ახალ გვინეაში ქალის მკერდს პატივს სცემენ, მაგრამ არა ჩვეულებრივი, ნორმალური ზომისას, არამედ ჭიპამდე ჩამოწელილს. რაც უფრო დაბლაა, ანუ ჭიპთან ახლოსაა ქალის მკერდი, მით უფრო ლამაზად მიიჩნევა აფრიკულ ტომებში. ულამაზესი მკერდი ჩამოწელილი მკერდია აფრიკის ტომებისათვის.



image

გამომდინარე იქიდან, რომ პაპუა-ახალ გვინეაში ჭიპამდე ჩამოწელილი მკერდია ქალის სხეულის ამ ნაწილის სილამაზის ეტალონი, იქაური ქალები ყველაფერს აკეთებენ გადმოკიდული მკერდის მისაღწევად. თუ ცივილიზებულ სამყაროში ქალბატონები იყენებენ ბიუსტჰალტერს მკერდისთვის ფორმის მისაცემად, პაპუა ახალ-გვინეაში პირიქით, ქალები ბავშვობიდანვე მკერდს ქვემოთ იწევენ, ჭიპამდე ექაჩებიან.


image


აფრიკულ ტომებში მკერდს ცხელი ქვებით აუთოებენ, რათა იყოს მუცელზე გაშლილი, მოცულობითი და ჩამოწელილი. ის, რაც საშინელი სიზმარი, კოშმარია თეთრკანიანი გოგონებისათვის, აფრიკული ტომების ქალებისათვის სილამაზესთან ასოცირდება. რაც უფრო გაშლილია მკერდი მუცელზე, მით ლამაზად აღიქმება. როგორ აღწევენ ამას, ანუ ჭიპამდე ჩამოწელილ და მთელ მუცელზე გაშლილ მკერდს? ზოგი გოგონა სარძევე ჯირკვლების გაზრდისთანავე იმაგრებს, იკრავს მას, რომ მკერდი ქვემოთ ჩამოიწელოს, სხვები უბრალოდ "აუთოებენ" მკერდს, როგორც კამერუნში. "დაუთოების" მეთოდი ასეთია: კოცონზე აცხელებენ ქვას და შემდგომ მიწაზე გაწოლილ გოგონას მკერდზე ადებენ. ამას, როგორც წესი, გოგონას დედა აკეთებს. ასე იქცევა დედა ყოველდღე, სანამ ნორჩი მკერდი არ დაიწყებს გაშლას მუცელზე და ჭიპისაკენ ჩამოწელვას.


image



მკერდის სასურველი ფორმისა და სიდიდის მისაღწევად საკმაოდ საშიში პროცედურები ტარდება. რაოდენ საზიანოა ორივე სახის პროცედურა (მკერდის "დაუთოება" და დაბმა-ჩამოქაჩვა), ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. სარძევე ჯირკვლების დეფორმაცია არაა ტუჩზე ფირფიტის დამაგრება, იგი გაცილებით მეტ ძალისხმევასა და ტკივილის გაძლებას მოითხოვს. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, აფრიკელ ქალებს აქვთ თუ არა მკერდის სიმსივნე, რადგან არავინ იკვლევს მათი გარდაცვალების მიზეზებს. საბედნიეროდ, ყველა აფრიკული ტომი არაა გატაცებული "ჭიპამდე მკერდის" იდეით.


image


image



0
500
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0