x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
გრაფი კალიოსტროს ახალგაზრდობის ელექსირი და დღეგრძელობის 10 წესი

იტალიელი მისტიკოსი, ალქიმიკოსი და ავანტიურისტი ალესანდრო კალიოსტრო XVIII ს. II ნახევარში ცხოვრობდა. ის წარმოუდგენლად მიმზიდველი და ნიჭიერი ადამიანი იყო. კავშირები ჰქონდა ევროპის სამეფო კარის უმრავლესობასთან და თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე საფრანგეთში, ბრიტანეთში, თუ რუსეთში, ერთნაირად კარგად გრძნობდა. შუა საუკუნეების ინკვიზიციის ბნელ პერიოდში, მან ეკლესიის ყურადღება იმით მიიქცია, რომ თავისი ასაკისთვის, მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და როგორც ამბობდნენ, მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტს ფლობდა. ის დააკავეს, გაასამართლეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ხოლო, მოგვიანებით, სიკვდილის დასჯა მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს. სავარაუდოდ, გრაფმა სიცოცხლის სანაცვლოდ, «ელექსირის» საიდუმლო გასცა და კოცონზე დაწვასაც გადაურჩა. ყოველ შემთხვევაში, როგორც თვითმხილველები ამტკიცებდნენ, მისი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი საეკლესიო არქივში ჰქონდათ ნანახი. ძველი არქივები კი, ამჟამად ვატიკანის მთავარ ბიბლიოთეკაში ინახება, რომელშიც შესვლა, არც ისე მარტივია...


imageკადრი ფილმიდან «სიყვარულის ფორმულა» (1984). გრაფის როლში ნოდარ მგალობლიშვილი


როგორც ადრე აღვნიშნეთ, ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ყველაზე მეტად, 3 ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. ესენია: საკვების ოპტიმიზირება, ძილის მაქსიმიზირება და სტრესის მინიმიზირება. ხოლო, აქ დღეგრძელობის 10 წესს გაგაცნობთ:


imageადამიანს, გენეტიკურად, 150 წელი შეუძლია იცოცხლოს. მაგრამ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ნაკლებია... და თუ იაპონელები, საშუალოდ, 80 წლამდე ცხოვრობენ, ნიგერიაში და სომალიში, ეს მაჩვენებელი, მხოლოდ 47 წელა.

სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული ადამიანების გამოცდილების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, დარგის სპეციალისტებმა 10 წესი შეიმუშავეს, რომლის შესრულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივება.

I. ჭარბი კვება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თუ მძიმე ფიზიკური სამუშაოთი არ ხართ დაკავებული, დღეში, 1500 - 2000 კკალ. სრულიად საკმარისი იქნება. სწორედ შერჩეული კალორიების რაოდენობა, ორგანიზმის უჯრედებს, აქტიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება.

II. მენიუ შეადგინეთ ასაკის გათვალისწინებით: 30 წლის ასაკის ქალბატონი პირველი ნაოჭების წარმოქმნის ვადას გადაწევს, თუ რეგულარულად ნიგოზს და დრო და დრო, ღვიძლს მიირთმევს. 40 წელს გადაცილებულებისთვის სასარგებლოა ბეტა -კაროტინი, რომელსაც დიდი რაოდენობით სტაფილო და ასევე, წითელი და ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული შეიცავს. 50 წლის შემდეგ კი – ძვლების ჯანმრთელობას კალციუმი უზრუნველყოფს, ხოლო მაგნიუმი – გულის კუნთისთვის არის სასარგებლო. 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის კი, აუცილებელია სელენი, რომელსაც ყველი და თირკმელი შეიცავს. ამ მინერალს სტრესის მოხსნა შეუძლია. 50 წლის შემდეგ კი, საკუთარი რაციონის თევზით გამდიდრების შემთხვევაში, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, გულის და სისხლძარღვების დაცვა შეუძლიათ.

III. მუშაობაში ზომიერების დაცვა არის საჭირო. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმიანობა ფიზიკურ შრომას არ უკავშირდება, მსგავსი საქმიანობით, სახლში უნდა დაკავდეთ. მაგ., დაალაგოთ, იმუშაოთ ბაღში, აგარაკზე... მოკლედ, ფიზიკურად თუ არ დაიტვირთებით, ასაკთან შედარებით, საშუალოდ, 5 წლით, ასაკით უფროსის გარეგნობა გექნებათ, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ფიზიკური შრომით, რეგულარულად არის დაკავებული.

IV. ახალგაზრდობის ელექსირი, რომელიც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია – სიყვარულია... მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ სექსით რეგულარულად დაკავება, ხელს უწყობს ენდორფინის გამომუშავებას, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

imageV. ასევე დამტკიცებულია, რომ ოპტიმისტბი, პესიმისტებზე უფრო დღეგრძელები არიან.

VI. მოძრაობა – სიცოცხლეა. ამიტომ, დღეში, რამდენიმე წუთით სპორტით დაკავებას, ძალების და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლია.

VII. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი, გარემოს ტემპერატურაზე არის დამოკიდებული. თუ გინდათ რომ ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდეს, ღამე გრილ ოთახში უნდა გეძინოთ.

VIII. ხანდახან არაგონივრული საქციელის ჩადენაც საჭიროა: მიირთვით კალორიული ტორტის დიდი ნაჭერი, გვიანობამდე გაერთეთ მეგობრებთან ერთად, იცეკვეთ დავარდნამდე... ეს ყველაფერი – დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, თუ მხიარულების სურვილი გაქვთ.

IX. სიცილი – ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. შეეცადეთ, დადებითი ემოციები, რაც შეიძლება ხშირად გამოხატოთ. კარგი განწყობა ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

X. გონებრივი საქმიანობით დაკავებული ადამიანები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ. ამიტომ შეეცადეთ, რომ ტვინი მუდამ დაკავებული იყოს! ამოხსენით კი, კროსფორდები შეავსეთ, ბევრი იკითხეთ, ისწავლეთ უცხო ენები… აიძულეთ ტვინი რომ აქტიურად იმუშაოს. ასე ადამიანი მხოლოდ გონებას კი არ ამუშავებს, მასთან ერთად, აქტიურდება გულის კუნთი, სისხლის მიმოქცევის სისტემა და ნივთიერებათა ცვლის პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტვინის გამუდმებული აქტიურობა, ხანდაზმულობის ასაკში, ადამაინს ალცჰაიმერის დაავადებისგან იცავს.


image

არხის სხვა სიახლეები:


დაკარგული ბედნიერება და ადამიანები, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს – რას ნანობს თამარ გვერდწითელი


ტესტები: «აირჩიე და მეტი გაიგე...»


მეორადებში და ბაზრობებზე აღმოჩენილი 15 უცნაური ნივთი


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


როგორ გაჩნდა გამოთქმა «წერტილი G» – 10 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

0
471
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0