x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
როგორ გაჩნდა გამოთქმა «წერტილი G» – 10 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

image

I. ადოლფ ჰიტლერს საკუთარი თავი ერის სექს–სიმბოლოდ მიაჩნდა და პოლიტიკური სარგებელის დაკარგვის შიშით, ომის ბოლომდე, ევა ბრაუნთან კავშირს, საგულდაგულოდ მალავდა.


imageევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი


imageII. საკუთარი სექსუალური ცხოვრებით, ყველაზე უკმაყოფილონი იაპონელები არიან. ხოლო, მსოფლიო ლიდერებად ბერძენი წყვილები დაასახელეს, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობით წელიწადში, საშუალოდ, 138–ჯერ კავდებიან.


III. სექსთან დაკავშირებული, პირველი პოლიტიკური სკანდალი, აშშ–ში 1797 წელს მოხდა: ალექსანდრე ჰამილტონმა ცოლს გათხოვილ ქალთან უღალატა და მის ქმარს, დუმილის სანაცვლოდ, ფული შესთავაზა.


imageელისაბედ შუილერი და ალექსანდრე ჰამილტონი


IV. NASA–ს მონაცემებით, კოსმოსში სექსით არასდროს არავინ დაკავებულა.


V. ახალგაზრდობაში მერლინ მონრომ, ოთახის მეზობელ გოგონასთან, შელი უინტერთან ერთად, მამაკაცების სია შეადგინა, რომლებსაც სიამოვნებით მისთხოვდებოდა. ამ სიაში, 50 წელზე ახალგაზრდა არავინ იყო. ხოლო, მერლინ მონროს ერთ–ერთი ფავორიტი ალბერტ აინშტაინ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჰოლივუდის ლამაზმანი ჭკვიან ადამიანებზე გიჟდებოდა.


image


VI. 2004 წელს ათენის აეროპორტში ქალბატონი დააკავეს, რომელზეც ლითონის დეტექტორი რეაგირებდა. როგორც გაირკვა, 40 წლის ქალს სამოსის ქვეშ ერთგულების ქამარი ეკეთა. ქალმა განმარტა, რომ ქამრის ტარება მას მეუღლემ აიძულა, რომელიც შიშობდა, რომ შვებულების დროს, მას ცოლი უღალატებდა... ბოლოს და ბოლოს, მგზავრი თვითმფრინავში, პილოტის პირადი პასუხისმგებლობით შეუშვეს.


imageVII. ნიდერლანდებში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების პირებს, მეძავის მომსახურაბას ხელისუფლება უფინანსებს.


VIII. «წერტილი G» ანუ ზონა G — ქალის ეროგენული ზონა, რომლის სტიმულირებით, ორგაზმი მიიღწევა. ხოლო, ტერმინში არსებული ლათინური ასო G, — «გრეფენბერგს» ნიშნავს. ეს გერმანელი ექიმი–გინეკოლოგის გვარია, რომელმაც საკუთარი სამეცნიერო კარიერა ქალის სექსუალობის ფიზიოლოგიის შესწავლას მიუძღვნა და ეს ზონაც, სწორედ მან აღმოაჩინა.


imageერნსტ გრეფენბერგი


IX. ისტორიკოსების ერთი ვერსიით, გასაბერი თოჯინები, იმ სახით, რაც დღეს არის, ნაცისტებმა სიფილისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიგონეს. ამასთან, ჰიტლერმა პირადად შეადგინა იმ მოთხოვნების სია, რომელიც ჯარისკაცების რეზინის მეგობარს უნდა ჰქონოდა. ის უნდა ყოფილიყო: 176 სმ. სიმაღლის, ცისფერთვალება, ქერა და დიდი მკერდი უნდა ჰქონოდა.


X. ბრიტანელმა შერიდან სიმოვმა წიგნი გამოსცა სახელწოდებით: «რაზე ფიქრობს ყველა მამაკაცი, სექსის გარდა» (What Every Man Thinks About Apart From Sex), რომელიც 200 ცარიელი გვერდისგან შედგება.



image

არხის სხვა სიახლეები:


მედიკოსებმა ადამიანთა ჯგუფი დაასახელეს, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს


15 საინტერესო ფაქტი სპილოების შესახებ


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


მიქელანჯელომ ავტოგრაფი მხოლოდ ერთ ნამუშევარზე დატოვა და შემდეგ ინანა

0
1208
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0