x
image
Lerato
როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა შემოდგომის სეზონზე – 10 უტყუარი მეთოდი
image


ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე


ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად იმუნური სისტემა იცავს. თუ ის შესუსტებულია, ამ შემთხვევაში მიკრობები ადვილად აღწევენ ორგანიზმში, მაშინ როდესაც ძლიერი იმუნიტეტი ფარივით გვიცავს სხვადასხვა ავადმყოფობისაგან. არსებობს 3 ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე:


გენეტიკური მიდრეკილება: ამ ეტაპზე, ამ ფაქტორისგან გათავისუფლება შეუძლებელია, თუმცა, კვლევები მედიცინის ამ სფეროში დამაიმედებელია.

ეკოლოგიური ფაქტორები: გარემოს დაბინძურება ან გამოსხივება – მთავარი ფაქტორებია, რომელიც უდავოდ მოქმედებს მსხვილი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე.

ცხოვრების წესი: თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ შეცვალოთ ცხოვრების წესი.




იმუნური სისტემის გაძლიერების მეთოდები



თუ გენეტიკურ მიდრეკილებასა და ეკოლოგიურ ფაქტორებში ჩარევა შეუძლებელია, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ცხოვრების წესი შეიცვალოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაში.


თქვენს რაციონში შეიტანეთ შემოდგომის ხილი და ბოსტნეული


image

ხილსა და ბოსტნეულში უამრავი ვიტამინია. სეზონური პროდუქტების გამოყენებით, ჩვენ ანტიოქსიდანტებს ვიღებთ, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. შემოდგომის ხილი, როგორიცაა ბროწეული, ვაშლი, ფორთოხალი, ხოლო ბოსტნეულიდან – ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი წარმოადგენს იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ავადმყოფობისგან ორგანიზმის დაცვა.


მიირთვით ზღვის თევზი კვირაში ორჯერ

image

თევზში შემავალი ომეგა-3 და სხვა სასარგებლო ცხიმები ზრდიან კარგი ქოლესტერინის (მეცნიერულად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) დონეს და ამცირებენ ცუდი ქოლესტერინის დონეს. ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის, სასურველია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ თევზის ჭამას. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭიროა სხვადასხვა სახეობის თევზი მიირთვათ, რომელსაც სეზონის დასაწყისში იჭერენ.


უარი თქვით მონოდიეტებზე


imageთუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, ერთი სახეობის საკვების მიღების ნაცვლად, აირჩიეთ დიეტა დაბალანსებული კვების რაციონით. აუცილებელია ყველა ჯგუფის პროდუქტების მიღება თანაბრად. ორგანიზმში ბალანსის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე – ეს კი თავის მხრივ ნიადაგს უქმნის სხვადასხვა დაავადების გავრცელებას.image

მოერიდეთ ხანგრძლივ შიმშილობას

image

სწორი კვება უმნიშვნელოვანესია ძლიერი იმუნური სისტემისთვის. აუცილებლად დაიწყეთ დღე ჯანსაღი საუზმით და ამასთან, ნუ გამოტოვებთ სადილს და სამხარს. თუ დიეტას იცავთ, შეგიძლიათ დაბალკალორიული, მაგრამ ამავდროულად თქვენი იმუნიტეტისთვის სასარგებლო პროდუქტები მიიღოთ. ნუ გააკეთებთ არჩევანს სწრაფი კვების პროდუქტებზე. ამას გარდა, არაფრით დაუშვათ ხანგრძლივი შიმშილობა – ეს ნეგატიურად მოქმედებს და სერიოზულად ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას. მაქსიმალურად ეცადეთ, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, დრო გამონახოთ და რაიმე მიირთვათ.



ნუ მისცემთ ბავშვებს ნახევარფაბრიკატებს და სწრაფი კვების პროდუქტებს

image

კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ახალგაზრდა თაობაში ადრეული ასაკიდანვე იწყება. თუ ბავშვი არ ჭამს, ნუ მისცემთ მას მსგავსი ტიპის საკვებს, იმის შიშით, რომ მშიერი დარჩება. ასეთ პროდუქტებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ჯანსაღ კვებასთან ერთად რეგულარული ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია თქვენი შვილების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.


უფრო მეტი იმოძრავეთ

image


იმ მიზნით, რომ დაგროვილი კალორიები დაწვათ, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. სულ მცირე კვირაში 3-ჯერ, თუ შესაძლებელია ყოველ დღე, 45-60 წუთი ირბინეთ. თუ დროის უქონლობას იმიზეზებთ, მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით დააყენეთ, არ ისარგებლოთ ლიფტით ან ტრანსპორტიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდით და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ერთ ადგილზე აქეთ-იქეთ იაროთ ისე, რომ სამუშაოს არ მოწყდეთ.


ჩაიტარეთ ვაქცინაცია

image


ვაქცინაცია, განსაკუთრებით ჩვილობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებისა და ჯანსაღი განვითარებისთვის. აცრები მთელი ცხოვრების მანძილზე იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში კარგავს ზეგავლენას, ამიტომ ხელმეორედ უნდა დაინიშნოს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. თუ ხალხმრავალ ადგილას მუშაობთ, სარგებლობთ საზოგადო ტრანსპორტით ან ჯანდაცვის სფეროში ხართ დაკავებული, მაშინ გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთოთ. გარდა ამისა, სასურველია სკოლის ასაკის ბავშვებსაც ჩაუტარდეს მსგავსი ტიპის ვაქცინაცია.


იძინეთ არა ნაკლებ 6 საათისა


image


რეგულარული ძილი აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემისთვის. უნდა იძინოთ ღამით არანაკლებ 6 საათისა. იმიტომ რომ ამ პერიოდში ზოგიერთიჰორმონი წყვეტს, ზოგი კი იწყებს გამოყოფას. ღამის ძილის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. როდესაც დილით იღვიძებთ, კარგი ძილის შემდეგ, ჰორმონი კორტიზოლი გვამზადებს მოსალოდნელი სტრესისთვის, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისთვის.


ხშირად დაიბანეთ ხელები

image

მიკრობების გავრცელებისა და ბევრი ინფექციური ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხელების დაუბანლობა. ამიტომ, ადრეული ასაკიდანვე, მიაჩვიეთ ბავშვი ხელების საპნით დაბანას, რომ შემდგომ ჩვევაში გადაეზარდოს. ჰიგიენის ნორმების დაუცველობამ შეიძლება სერიოზულო პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.


ვიტამინების ნაცვლად მიირთვით ხილი

image


ნუ დაივიწყებთ, რომ ვიტამინები ეს წამალი კი არა, საკვების დანამატია. იმ ადამიანებმა, რომლებიც დატვირთულ ცხოვრებას ეწევიან და არა აქვთ დაბალანსებული კვების რაციონი, ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინები უნდა მიიღონ. მიუხედავად ამისა, გაცილებით უფრო სასარგებლოა მათი მიღება ხილის სახით. ამიტომ, მიირთვით 2 პორცია ხილი ყოველდღიურად.


ასევე დაგაინტერესებთ:


ჯანჯაფილის და ნივრის ნაზავი წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს – მომზადების და შენახვის წესი


9 მარტივი საშუალება ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად – როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს


ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ


ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


იცით, როგორ უნდა გაიწმინდოთ ფილტვები სწრაფად და ეფექტურად?


რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?


0
242
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0