x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტესტები: «აირჩიე და მეტი გაიგე...»
image


I. ამოირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, რა გელით ახლო მომავალში


ადამიანს ყოველთვის იზიდავს მისი მომავალი. იმის გაგება უნდა, თუ რას უმზადებს მას ბედი.
მომავლის განჭვრეტა სხვადასხვა ხერხით შეიძლება: მკითხაობით, ტელეპატიით და ასევე, წინასწარმეტყველების სფერო გამოყენებით და თქვენ, ამის გაკეთება პირდაპირ ახლა შეგიძლიათ:
ამოირჩიეთ სურათზე მოცემულ სფეროზე ერთი ჯადოსნური ფიგურა და გაიგეთ რა გელით მომავალში? მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, კარგად დააკვირდით სფეროს და ის ფიგურა აირჩიეთ, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ. გადადით სურათის ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაეცანით ტესტის პასუხს.


image


გაგრძელება >>>



II. ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)


დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინე ტყე და ამ ტყეში, – ტბა. შეეცადეთ, ყველა დეტალი კარგად დაიმახსოვროთ: წყლის ფერი, გამჭვირვალობა, არის თუ არა მზე, მცენარეები, მასში. დააკვირდით წყლის ზედაპირს და ნახეთ, თუ დაცურავენ ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები...


image


ახლა დაათვალიერეთ ზემოთ მოცემული სურათები და ის ტბა აირჩიეთ, რომელიც უფრო ახლოს დგას, თქვენს წარმოდგენებში გაჩენილ ტბასთან. გაგრძელება >>>



III. ამ გოგონებიდან რომელია ასაკით უფროსი? – უპასუხეთ და გაიგეთ საიდუმლო საკუთარი თავის შესახებ


ამ ტესტის გავლა რთული არ არის. თქვენ უბრალოდ უნდა ამოირჩიოთ ერთი გოგონა, რომელიც დანარჩენ სამთან შედარებით, უფრო უფროსად გეჩვენებათ და გაიგებთ თქვენი პიროვნების რაობის და ფსიქოტიპის შესახებ.



image


რა თქმა უნდა, 100% დამთხვევის გარანტია არ არსებობს, მაგრამ, ძირითადად, შეიძლება, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩეთ, თქვენი პიროვნების ფარული საიდუმლოების გაგების შემდეგ. გაგრძელება >>>



IV. გაიგეთ სიმართლე საკუთარი თავისა და სხვების შესახებ, თმის სიგრძის მიხედვით


თმას ბევრი რამის მოყოლა შეუძლია თქვენი ხასიათის შესახებ. და საერთოდ, გარეგანი სახე, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, რადგან ყველაფერს შინაგანი სამყაროს მდგომარეობის მიხედვით და მოთხოვნილების შესაბამისად ვაკეთებთ. თმის სიგრძეს რაც შეეხება, ესეც ჩვენი ხასიათის, თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანასახია. მაგ., თუ ადამიანი, წლების მანძილზე, მოკლე თმას ატარებდა და ახლა თმის გაზრდა გადაწყვიტა, ე. ი. მის შინაგან სამყაროში რაღაც ცვლილება მოხდა. გარდა ამისა, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ქალის თმის სიგრძე, გავლენას ახდენს მის მანერებზე და საზოგადოებაში ქცევის წესებზე.

ასე, რომ, როდესაც მეგობრის, თანამშრომლის, კონკურენტის ან თქვენი უფროსის თმას ხედავთ, შეგიძლიათ წარმოდგენა შეიქმნათ, მისი პიროვნების და შინაგანი სამყაროს შესახებ.

თმის ზომის დადგენაში კი, ეს ილუსტრაცია დაგეხმარებათ:


image

გაგრძელება >>>



V. ტესტი: «აირჩიეთ პეპელა» და გაიგეთ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი?!


ეს ძალიან მარტივი და უჩვეულო ტესტია, რომელსაც საფუძვლად ადამიანის ქვეცნობიერი უდებს. პეპლის ამორჩევით, თქვენ გაუცნობიერებლად აჩვენებთ, თქვენი ხასიათის ძირითად თვისებებს. ტესტი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში, უფრო მეტად, ქვეცნობიერი მუშაობს და არა გონება.

ამოირჩიეთ რომელიმე პეპლოს ილუსტრაცია, გადადით სურათის ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაეცანით ტესტის პასუხს.


image


გაგრძელება >>>



VI. ამოირჩიეთ ბოქლომი და გაიცანით თქვენი შინაგანი სამყარო


ეს ფსიქოლოგიური ტესტი იმ ადამიანებისთვის არის, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, თუ რა ტიპის და ხასიათის პიროვნებები არიან. ის მათ საკუთარი ინდივიდუალურობის შეცნობაში დაეხმარება. ამისთვის კი, სურათზე მოცემული 4 ბოქლომიდან – 1 –ის ამორჩევაა საჭირო.


image


გაგრძელება >>>



VII. მკითხაობა რიცხვებით: ჩაიფიქრეთ, ამოირჩიეთ და გაიგეთ


ხან ისე ხდება, რომ რაღაც ბიძგი, რჩევა გვესაჭიროება ან უბრალოდ, საკუთარი ძალების საკმარისად არ გვწამს და გვინდა, რომ პრობლემაზე ვინმეს ვესაუბროთ, აზრი ვკითხოთ... მართალია, ამ სტატიაში ყველა კითხვაზე პასუხი არ არის. მაგრამ, თუ საკუთარ სიტუაციას გაანალიზებთ, სურვილს ჩაიფიქრებთ და რომელიმე რიცხვს ამოირჩევთ, 1-დან – 28-ს ჩათვლით, იქნებ, თქვენს კითხვაზე პასუხიც მიიღოთ.


image


გაგრძელება >>>



და ბოლოს, ის რაც თითოეულ ჩვენთაგანს დაბადებიდან დაჰყვება – აურის ფერი, დაბადების თარიღის მიხედვით


აურა — ადამიანის ბიოენერგეტიკული გარსია, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი აქვს და ის ფერს, შეიძლება, მსუბუქად იცვლიდეს, ადამიანის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მიხედვით. თუმცა, ძირითადი ფონი ყოველთვის უცვლელი რჩება.

საკუთარი (ან სხვისი) აურის ფეერის გასაგებად, ექსტრასენსორული ნიჭი სულაც არ არის საჭირო. როგორც გაირკვა, ამის გაკეთება, ციფრების საშუალებითაც მარტივად შეიძლება. უფრო სწორედ კი — აურის ფერის გამოთვლა, დაბადების თარიღის მიხედვით არის შესაძლებელი.


image


ნუმეროლოგიაში აურის ფერს — «სიცოცხლის მიზნის ფერს» უწოდებენ და ის შემდეგნაირად გამოითვლება: საჭიროა დაბადების თარიღის ყველა ციფრის შეკრება და ერთ ციფრამდე დაყვანა. მაგ., დაბადების თარიღი 18.05.1982 = 1+8+5+1+9+8+2 = 34 = 3+4 = 7.

ამ შემთხვევაში, აურის ფერი არის – 7-ის შესაბამისი ფერი.


შენიშვნა: არსებობს ორი «გამონაკლისი», — რიცხვი 11 და 22. თუ დაბადების თარიღის შეკრების შემდეგ, ამ რიცხვებიდან რომელიმე მიიღება, შეკრება და ერთ ციფრამდე დაყვანა საჭირო არ არის.
აურის ფერი და დახასიათება: გაგრძელება >>>


image


imageimageimageimage




0
247
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0