სხვა ვარიკოზის განვითარების 7 მიზეზი 2021, 28 სექტემბერი, 13:59 ვარიკოზი, როგორც სამედიცინო, ისე კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ვენების ვარიკოზული გაფართოება, დღეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებადი დაავადებაა. ხოლო მისი დიაგნოსტიკა, ძალიან მარტივია, რადგან ის ქვედა კიდურებზე ვიზუალურად ფიქსირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია. მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, თავისი ისტორია და ფაქტორები გააჩნია, რომლემაც მის განვითარებას შეუწყო ხელი. ხანგრძლივი კვლევის და პაციენტებზე დაკვირვების შედეგად, მედიკოსებმა ვარიკოზის განვითარების 7 ძირითადი მიზეზი გამოავლინეს: 1. მემკვიდრეობითობა, რომელიც სისხლძარღვთა ანომალიებში ვლინდება. 2. სისხლძარღვებზე დატვირთვა, რაც ტიპიურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მძიმე შრომის პირობები აქვთ ან სამუშაო ადგილებზე დიდი ხნის მანძილზე დგანან. 3. ჭარბი წონა, რომელიც ასევე აწვება სისხლძარღვებს. 4. ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესი. მაგ., ოფისში მუშაობა. 5. ფეხმძიმობა. 6. დარღვევები ენდოკრინოლოგიურ სისტემაში. მათ შორის, ჰორმონალური საშუალებების მიღება. 7. ხანდაზმულობის ასაკი. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, დაავადება, შეიძლება, მოზარდებშიც კი განვითარდეს. 126 2-ს მოსწონს
|