x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაკარგული ბედნიერება და ადამიანები, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს – რას ნანობს თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელს ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ხოლო თავად, პირველად, 17 წლის ასაკში შეუყვარდა, როდესაც «მზიურიდან» წამოვიდა, კონსერვატორიაში ჩააბარა და სოლო კარიერა დაიწყო. როგორც მომღერალი იხსენებს, საკონცერტო დელეგაციასთან ერთად, ის ერთხელ, მადრიდში მოხვდა. იქ ესპანელი გაიცნო და გულწრფელად დაუჯერა მის დაპირებას, რომ მასთან, სსრ კავშირში ჩამოვიდოდა. მაგრამ, ასე არ მოხდა. თუმცა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მომღერალი მისგან მგზნებარე წერილებს ღებულობდა.


image


მოგვიანებით, თამარმა რეჟისორი გიორგი კახაბრიშვილი გაიცნო, რომელიც მისი პირველი რჩეული და მეუღლე გახდა. თამრიკო გულწრფელად ცდილობდა, რომ სამაგალითო მეუღლე ყოფილიყო, ეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და კონფლიქტის ინიციატორი არ გამხდარიყო. ქმარი კი, ვერაფრით შეეგუა იმას, რომ თამრიკომ, შვილის დაბადების შემდეგაც კი, არ მიატოვა სცენა, რომ აგრძელებდა საკონცერტო ტურებში მონაწილეობას და ხშირად, პატარა სანდროც თან მიჰყავდა.


imageთამრიკო მეუღლესთან და შვილთან ერთად


დროთა განმავლობაში, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი ბევრი იყო, მაგრამ უმთავრესი, მათ შორის ის იყო, რომ ვარსკვლავი, უბრალოდ, მეუღლე და დედა არ გახდა. მაგრამ, მას საკუთარი ცხოვრება სცენის გარეშე ვერ წარმოედგინა და არც სიმღერაზე შეეძლო უარის თქმა.

90–იან წლებში, თამარი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო მეუღლემ გარკვევით უთხრა, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებდა. მანამდე, მომღერალი 1 წელი პარიზში ცხოვრობდა და «ოლიმპში» მღეროდა.

გავიდა დრო და თამრიკომ კიდევ ერთხელ შეიყვარა... ამჯერად მისი რჩეული ბაქოში დაბადებული, დიმიტრი ბრესლოვი იყო, რომელმაც ადვოკატის წარმატებული კარიერა ბოსტონში გაიკეთა. წყვილმა ერთმანეთი ნიუ–იორკში გაიცნო.

პირველსავე პაემანზე, ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს, ძველ ნაცნობს შეხვდნენ. უცნაური იყო თამარისთვის, ამ ადამიანის, მისი საქმისადმი დიდი ინტერესიც – ის ამაყობდა მისი წარმატებით, არ შურდა პოპულარობის და წარმოუდგენელი სურპრიზებით ანებივრებდა.


image


როდესაც მან მომღერალს ხელი სთხოვა, – თამარი მაშინვე დათანხმდა, თუმცა უთხრა, რომ კარიერაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა და სანდრო, მისი ერთადერთი შვილი იქნებოდა. დიმიტრი გაგებით მოეკიდა ამ პირობებს და ისინი დაქორწინდნენ.

თამარი საცხოვრებლად ბოსტონში გადავიდა. მაგრამ, 5 თვის შემდეგ, საგასტროლო ტური დაიწყო. მეუღლეები განშორებით იტანჯებოდნენ და დიმიტრის დეპრესიაც კი დაეწყო. ერთხელ მან ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ მასთან აპირებდა ჩასვლას, მაგრამ მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. თამარი ისევ მარტო დარჩა...

როგორც მომღერალი ამბობს, სწორედ დმიტრი იყო მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული. მისი გარდაცვალების შემდეგ, ის სცენაზე გადიოდა და მღეროდა, ფიქრობდა რომ ამით მონატრებას დათრგუნავდა. მაგრამ, ცხოვრებაში პირველად, სამუშაო მას შვებას არ გვრიდა. ყოფილ მეუღლეს სიზმარში ხედავდა, თვალცრემლიანი იღვიძებდა და ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში ასეთი ადამიანი აღარასდროს იქნებოდა – ის ერთადერთი იყო...

და მიუხედავად ამისა, პირადი ცხოვრების აწყობა მაინც გადაწყვიტა და ცოლად კარდიოქირურგს სერგეი ამბატელს გაჰყვა. ეს ქორწინებ მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა... ხოლო, განქორწინების შემდეგ, თამარ გვერდწითელმა ამ ადამიანის სახელის გახსენებაზეც კი უარი თქვა. როგორც ამბობდნენ, მისი III მეუღლე ეჭვიანი იყო და სწორედ ამიტომ დაშორდა წყვილი ერთმანეთს. თუმცა, თამარი ამბობს, რომ დაშორების მიზეზი ბევრად უფრო ღრმა იყო და თვლის, რომ ის, თავის ცხოვრებაში, უბრალოდ, არ უნდა შემოეშვა, რადგან მას არ შეეძლო და არც უნდოდა მისთვის და მისი განცდებისთვის გაეგო.


imageთამარი დედასთან ერთად


თამარ გვერდწითელი ძალიან ნანობს, რომ II ქმრის დაკარგვის შემდეგ, მარტოობის და გულში გაჩენილი სიცარიელისგან თავის დასაღწევად, ისე გათხოვდა, რომ არც კი გაუცვნია ადამიანი, ვისაც საკუთარი გული ანდო.

ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ის იმედგაცრუებულია მამაკაცებთან ურთიერთობით. მაგრამ, თვლის, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლე ღირს. მის გვერდით ყოველთვის არის დედა და მისი ცხოვრების ერთადერთი მამაკაცი – ვაჟიშვილი სანდრო, რომელიც ამჟამად, ლონდონში ცხოვრობს და დისერტაციაზე მუშაობს. ის ისტორიკოსია, XX ს. სპეციალისტი და თამრიკო შვილის მიღწევებით ძალიან ამაყობს.



imageთამარი შვილთან ერთად


ის აღარ ოცნებობს სიყვარულზე. სამაგიეროდ, ყველაფერს აკეთებს, რომ ბედნიერები იყვნენ მისი ახლობლები და მაყურებლები, ვის გამოც სცენაზე გადის... და ყველაფრის მიუხედავად, სიყვარულზე მღერის…


image

არხის სხვა სიახლეები:


10 საინტერესო ფაქტი რელიგიაზე


7 უძველესი გამოგონება, რომელიც თანამედროვე გვგონია


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


როგორ გაჩნდა გამოთქმა «წერტილი G» – 10 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

0
768
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0