x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
10 საინტერესო ფაქტი რელიგიაზე

image



I. მსოფლიოში ყველაზე კათოლიკური ქვეყანა აღმოსავლეთი ტიმორია. იქ მოსახლეობის 98% კათოლიკეა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ვატიკანს ჩამორჩება, რომლის მოსახლეობა მთლიანად კათოლიკურია.

II. მიკრონეზიაში ყოველ ახალ წელს, სახელის შეცვლაა მიღებული. ადგილობრივები ამ ტრადიციას ბოროტი ძალების და სულების დასაბნევად მიჰყვებიან.

III. ტიბეტში იხვებს წმინდა ფრინველებად თვლიან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასე ძალიან იხვისებრთა ოჯახის მხოლოდ ერთ სახეობას — წითელ იხვებს გაუმართლა.

IV. შუა საუკუნეებში ილუზიონისტებს კოცონზე წვავდნენ, რადგან მათ შავი მაგიის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ილუზიონისტის ჯადოქრობაში ეჭვის შეტანა და კოცონზე დაწვა, იმ დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ვიდრე 1584 წ. რ. სკოტის წიგნი არ გამოვიდა, რომელშიც პოპულარული ფოკუსები იყო ახსნილი.

V. თეორიულად, რომის პაპი ნებისმიერი კთოლიკე–მამაკაცი შეიძლება გახდეს, მაშინაც კი, თუ ის სასულიერო პირი არ არის. თუმცა, 1378 წლიდან მოყოლებული, ამ თანამდებობას მხოლოდ კარდინალები იკავებენ.

VI. ბავარიელი მონარქები, მარხვის დროს, მხოლოდ ლუდს სვამდნენ, რადგან ალკოჰოლი აკრძალული იყო. ხოლო ლუდი, ალკოჰოლად კი არა, — «თხევად პურად» ითვლებოდა.

VII. კომპანია Adidas–ი არ უწევს სპონსორობას სპორტსმენს, თუ ის საინტოლოგიის მიმდევარია.

VIII. რომის პაპი ფრანცისკი — ერთადერთი პაპია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლებს. «თუ ადამიანი საკუთარ თავს გეის უწოდებს და ღმერთს ეძებს, მე ვინ ვარ, რომ ის განვსაჯო?» — წერს პაპი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

IX. XV – XVII საუკუნეების ევროპაში «კუდიანების ისტორია» მძვინვარებდა. მეცნიერების შეფასებით, ამ პერიოდში, კოცონზე ან სახრჩობელაზე, ჯადოქრობაში ეჭვმიტანილმა, 80 000–მდე ქალმა დაასრულა სიცოცხლე. ამასთან, როგორც გაირკვა, ყველაზე მეტი «კუდიანი» გერმანიაში, ხოლო, ყველაზე ნაკლები — ირლანდიაში იყო.

X. ანდაზად ქცეული ფრაზა — «ღმერთი მათ ეხმარება, ვინც თავის თავს ეხმარებაო», ბიბლიაში ნახსენები არ არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


ბარაქის ხის სამკურნალო და მაგიური თვისებები


7 უძველესი გამოგონება, რომელიც თანამედროვე გვგონია


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


როგორ გაჩნდა გამოთქმა «წერტილი G» – 10 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ

1
420
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
420
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1