სიახლეები ოქტომბრის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვისთვის იქნება მძიმე თვე და რას გვირჩევენ ასტროლოგები 2021, 28 სექტემბერი, 0:19 ვერძი საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ერთად ვარჯიში უკეთეს შედეგს მოგიტანთ. თუმცა, მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ზომიერება და ბალანსი დაიცავით ყველაფერში. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, კონფლიქტებს. 6 ოქტომბრის შემდეგ გაერკვიეთ არსებულ ურთიერთობებში და მოემზადეთ ახალი კავშირებისთვის. შეიძლება მოგინდეთ ახალ, ძლიერ პარტნიორთან ერთად განახორციელოთ თქვენი იდეები. იყავით მეგობრული მტრებთანაც კი. 20 ოქტომბრის შემდეგ გაერკვევით საკუთარ სურვილებში, მოთხოვნებში. ერთგვარი შეჯამება და გადახედვა მოხდება წინა თვეების. ჩამოყალიბდებით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წლის ბოლომდე. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმეებისგან. კურო მთელი დრო და ენერგია ყოველდღიურ ვალდებულებებსა და ჯანმრთელობის საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. ჩაიტარეთ მკურნალობის, მასაჟის კურსი. შეიძლება დაგჭირდეთ დიეტის დაცვა, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. 6 ოქტომბრის შემდეგ გააქტიურდით, რომ ჯანმრთელობის საკითხები მოიწესრიგოთ. მერე მიხედეთ სამსახურის საქმეებს, დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთმა შეიძლება ახალი შინაური ცხოველი შეიძინოთ. 20 ოქტომბრის შემდეგ თავს შეგახსენებენ ძველი ვალდებულებები. შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს, გამოჩნდნენ ყოფილები. გაიგებთ საიდუმლოს, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ტყუპი მოიმატებს სექსუალურობა, ვნება. მომართული იქნებით შექმნათ რაღაც ახალი, ორიგინალური. გააქტიურდებით სპორტში. ნუ უგულებელყოფთ ორგანიზმის სიგნალს, თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ ან რამე გაწუხებთ, მიმართეთ სპეციალისტს. 6 ოქტომბრის შემდეგ დასვენების, საკუთარი თავის გაბედნიერების შესაძლებლობა და სურვილი გაგიჩნდებათ. გახშირდება გასართობ ადგილებში გამოჩენის სურვილი, სადაც შეიძლება ახალ სიყვარულს შეხვდეთ. 20 ოქტომბრის შემდეგ მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან დაპირისპირებას. ზოგიერთმა შეიძლება კავშირი გაწყვიტოთ კონკრეტულ ჯგუფთან ან გადადოთ შეხვედრა საზოგადოებასთან. კირჩხიბი გამოიკვლიეთ საგვარეულო დაავადება ხომ არ გაწუხებთ ან ხომ არ გემუქრებათ ქრონიკული დაავადების გამწვავება. კარგი იქნება, თუ სახლისთვის შეიძენთ ტენაჟორს. ან სახლში ივარჯიშებთ. თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ კვებას. 6 ოქტომბრის შემდეგ მეტი ყურადღება გადაიტანეთ სახლზე, მის მოდერნიზირებაზე, ზამთრისთვის მომზადებაზე. სიახლეები გელით ოჯახში. 20 ოქტომბრის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ კარიერულ საკითხებს. დაასრულოთ ადრე დაწყებული პროექტები. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისთვის. ლომი აქტიური და ენერგიული ხართ. მარტივად მოაგვარებთ ყველა დასახულ საქმეს, მაგრამ გაფრთხილება გმართებთ, ხშირად დაისვენეთ, ნუ გადახტებით ერთი საქმიდან მეორეზე. მომატებულია ტრავმულობა და მცირე იარების ალბათობა. იყავით ფრთხილად საჭესთან. 6 ოქტომბრის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, კომუნიკაციები, გადააადგილებები. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 20 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ განვლილი თვეების განხილვა, საქმეების გადახედვა. მოაწესრიგეთ იურიდიული საბუთები. შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაცია მიიღოთ უცხოეთიდან. ქალწული ფიზიკურ ტკივილსაც კი აიტანთ, ოღონდ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია საწარმოო ტრავმა. ამავე პერიოდში გაუფრთხილდით ყელს და ხმის იოგებს. საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. 6 ოქტომბრის შემდეგ გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელზეც ოცნებობდით. ზოგიერთმა შეიძლება გააფორმოთ კრედიტი ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად. 20 ოქტომბრის შემდეგ დააფასეთ სხვა ადამაინების შრომა, მათი რესურსი. გამორიცხული არაა, რომ მოგთხოვონ ძველი ვალების გასტუმრება. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული სამუშაოსგან. სასწორი ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. გსურთ, მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ყველაფერში საუკეთესო ხართ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მომატებულია ტრავმულობა. ეცადეთ, არ გადაიღლოთ ფიზიკურად, გონებრივად. 6 ოქტომბრის შემდეგ ახალი პროექტების დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ახალ საქმეებში ჩაერთოთ. ზოგიერთი კარდინალურად შეიცვლით იმიჯს. ცხოვრების სტილს. 20 ოქტომბრის შემდეგ საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობაში კომპრომოისი უნდა გამონახოთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, გაწყვიტოს არსებული კავშირი. მორიელი გამორიცხული არაა, გაგიჩნდეთ ფარული მისწრაფებები და მიზნები, რომელთა შესახებაც გარშემო მყოფებისთვის გამხელა არ მოგინდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ, ოქტომბერში დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, საქმე. აასრულოთ დანაპირები. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. 6 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ რაღაცის დასრულება (თუნდაც, ბიზნესის). მეტად იზრუნეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაზოგეთ ენერგია, რომ მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ ახალი საქმეების დაწყება, ახალ ეტაპზე გადასვლა შეძლოთ. 20 ოქტომბრის შემდეგ სრულყოფილების მიღწევა მოგინდებათ საქმეებში. ვალდებულებები მოგემატებათ და მაქსიმალურად გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. მიხვდებით, რომ უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას. მშვილდოსანი მთელი თვის განმავლობაში გექნებათ სურვილი, დაეხმაროთ მეგობრებს, იყოთ მათ გვერდით და იაქტიურთ სოციუმში. იაქტიურებთ სოციალურ ქსელებშიც და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამორიცხული არაა, ჩაერთოთ პოლიტიკურ საქმიანობაში, რეფორმებში, დებატებში. რაც შეეხება ჯანმრთელობას, თუ ზომიერად იკვებებით და სპირტიან სასმელებს არ მიიღებთ, კარგად იქნებით. 6 ოქტომბრის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას არსებულ მეგობრებთან. ზოგიერთმა შეიძლება ახლები გაიჩინოთ. მოგინდებათ ჯგუფის, ორგანიზაციის შექმნა. ან არსებულისთვის საქველმოქმედო თანხის გადარიცხვა. ზოგიერთი კი დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ. 20 ოქტომბრის შემდეგ გაერკვევით საკუთარ სურვილებში. მოგინდებათ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად კლუბებსა და წვეულებებზე სიარული. თხის რქა კარიერულ საკითხებზე ხართ მომართული. ამბიციურობა და ლიდერის თვისებები მეტად უნდა გამოავლინოთ. არ მოგინდებათ სხვების წესებზე დამორჩილება. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დაიწყოთ ზედმეტი წონის დაკლება. 6 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, გამოჩენა მოგინდებათ. ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მომართული იქნებით მწვერვალების დასაპყრობად. 20 ოქტომბრის შემდეგ მოინახულეთ ნათესავები, გამონახეთ დრო მშობლებისთვის. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს. ზამთრისთვის სახლის მომზადებას, პროდუქტების დაბინავებას. მერწყული მოერიდეთ სხვა ადამიანებისთვის ჭკუის დარიგებას და საკუთარ თავს მიხედეთ. მოგინდებათ ლიტერატურული ნაწარმოების დაწერა, ან უცხო ენის შესწავლა, უცხოლებთან კონტაქტი. დილაობით ვარჯიში და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება საუკეთესოა თქვენთვის. 6 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება, რომანტიკული ნაცნობობა უცხოელთან. ან შეიძლება საყვარელ ადამიანთან მანძილის გამო (მისი გამგზავრების გამო) მოგიწიოთ დაშორებამ. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. 20 ოქტომბრის შემდეგ განაახლებთ ურთიერთობას დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან, დედმამიშვილებთან. შეიძლება დაასრულოთ სასწავლო კურსი ან გადაწყვიტოთ, რისი შესწავლა გსურთ უახლოეს მომავალში. თევზები ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. უნდა დაამარცხოთ სტრესები და შიშები. ისწავლეთ საკუთარი თავის განებივრება სასიამოვნო წვრილმენებით. კარგ შედეგს მოგიტანთ ეზოტერიკა, მედიტაცია, იოგა. 6 ოქტომბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს. საკუთარსაც და პარტნიორისაც. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მაკონტროლებელ ორგანოებთან. 20 ოქტომბრის შემდეგ გადაიხადეთ გადასახდები, ვალები. ზოგიერთს მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან საქმიანობაში. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ გარშემო მყოფები არასათანადოდ გაფასებენ. ასევე ნახეთ:ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით"სპეცსამსახურები, მონასტრები, საავადმყოფოები... ყველა ჯურის აფერისტი სააშკარაოზე გამოვა და ძალიან ბევრ ამბავს აეხდება ფარდა" - ასტროლოგირატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი474 შეფასება არ არის
|