x
image
მაია 24
"დამშვიდდით, საგანგაშო არაფერი გვჭირს" - რას წერს ასტროლოგი კორონავირუსზე და რა ელოდება საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით
image

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კორონავირუსზე წერს და საქართველოს ასტროლოგიურ რუკას მიმოიხილავს:


"ძალიან აქტუალური თემაა და ვერც ჩვენ გამოვტოვებთ ამ ახალ ვისრუსზე საუბარს, თუმცა აქედანვე აღვნიშნავ, რომ საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი გვჭირს.


ახლა კი მივუყვეთ და ავხსნათ ეს ასტროლოგიურად:



საქართველოს რუკის ჯანმრთელობის სახლი იწყება ქალწულის ნიშნით. მერკური კი ამ რუკაში მშვილდოსნის ზოდიაქოში ზის, მე-7 სახლში. მერკური მშვილდოსანში გაძევებულად ითვლება, მაგრამ კონკრეტულად ამ რუკაში მის პოზიციას იუპიტერთან შეერთება ამყარებს. მერკურის ამ შეერთების გარდა, კიდევ 1 ასპექტი აქვს, თუმცა ისიც ჰარმონიულია - ტრინი მთვარესთან. მთვარე მუნდეანურ რუკებში ხალხს ნიშნავს. ანუ ზოგადი შეფასებით, ხალხის ფიზიკური ჯანმრთელობა დადებითად შეგვიძლია რომ შევაფასოთ. მეტი ასპექტები მერკურს არ აქვს. დაუზიანებელი და ჯანმრთელია.


ახლა ტრანზიტებში, ვნახოთ, რა ხდება?


კი ბატონო. ვირუსები ნეპტუნია. ტრანზიტული ნეპტუნი თევზების მე-18 გრადუსს გადის და საქართველოს რუკის მერკურთან, რომელიც მშვილდში, მე-3 გრადუსზე იმყოფება, შეხება აღარ აქვს. ჰქონდა შემოდგომით კვადრატი, რომელიც კაი ხნის დაშლილია და ესე იგი ამ კუთხით არაფერი გვემუქრება.


ახლა სხვა კუთხით ვნახოთ.


მე-12 სახლის მმართველი ჩვენი რუკისთვის კვლავ ნეპტუნია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ხოლო კრიზისების VIII სახლის მმართველი - იუპიტერი, რომელსაც ახლა არ სცალია მერკურისთვის, სხვა პლანეტებთან აქვს ასპექტები თხის რქის ზონაში.


მოკლედ - სანერვიულო ისეთი არაფერია, როგორიც პანიკაა აწეული. დამშვიდდით და ინდივიდუალური უსაფრთხოების ზომები დაიცავით. უპირველეს ყოვლისა, ხელები იბანეთ ხშირ-ხშირად".


ცნო­ბის­თვის, 26 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფექ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 50 წლის მა­მა­კაცს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და.


ასევე ნახეთ:


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

2
2280
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2280
  
2020, 1 მარტი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 თებერვალი, 18:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2