სიახლეები "მეზიზღება ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველო" - რა შეემთხვა კლინიკაში ჟურნალისტს, რომლის შვილსაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა 2019, 24 ოქტომბერი, 16:32 ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემაშფოთებელ ისტორიას აღწერს - მის მცირეწლოვან შვილს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. აი, რა პრობლემებს წააწყდა ჟურნალისტი კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაციისას: ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24"გუშინ ღამის 12 საათზე ანდრიას ძაღლმა თვალი დაუზიანა, ცუდად. სასწრაფომ, ჭრილობის პირველადი დამუშავების მერე გვითხრა რომ აუცილებელი იყო თვალის კლინიკაში გადაყვანა. კლინიკაში გვითხრეს რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია თვალზე - უფრო სწორედ ქუთუთოზე ნაკერის დადება. ამასობაში ღამის 2 საათი გახდა. ოპერაციის ღირებულება 1300 ლარიაო. თქვენ იმედი ელში ხართ დაზღვეული და საყოველთაო არ მოქმედებსო. ოღონდ იმედი ელში დარეკვისას მითხრეს რომ ნიუ ჰოსპიტალი მათი პროვაიდერი არ არის. და ვერც სხვა პროვაიდერთან წამიყვანენ, რადგან ნიუ ჰოსპიტალი, სადაც ვიმყოფებით, ერთადერთი ამ პროფილის თვალის კლინიკაა საქართველოში, ღამით რომ მუშაობს - გადაიხადეთ ფული და ჩვენ განვიხილავთო. ვეუბნები, ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს, მე ხომ დაზღვევის ფულს გიხდით. ხომ ხართ ვალდებული ბავშვი გადაუდებელი საჭიროებით ქუჩაში არ დამიტოვოთ. თუ ეს თუ ერთადერთი კლინიკაა და სხვა არ არსებობს, რატომ არ გაქვთ პროვაიდერის კონტრაქტი დადებული. იმედი ელის გოგონა, შეწუხებული რობოტის ტონით მიმეორებს იგივეს, რომ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ... არადა საქმე იმაშია, რომ, ეს ამ პროფილის ერთადერთი კლინიკაა, მაგრამ იმედი ელი კონტრაქტს არ უფორმებს იმიტომ, რომ ნიუჰოსპიტალი მათ კონკურენტს ეკუთვნის. ბოლოს ნიუ ჰოსპიტალის რეგისტრატურის გოგონამ დაიწყო რეკვა თავის მენეჯმენტთან - ჩემი თავი შემეცოდა, ისე ეხვეწებოდა ვიღაცებს ბავშვია ასეთ მდგომარეობაში, თანხას არ უნაზღაურებენ და იქნებ რამე ვუშველოთო... მაგრად შემრცხვა, რომ ამ ყველაფერს მოსაცდელში ჩემთან მჯდომი თვალახვეული ანდრია ისმენდა. ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა განა იმიტომ, ფული რომ არ მქონდა - იმიტომ, რომ არც მას და არც მის ხუთ და-ძმას ქვეყანა არ ჰქონდათ... ბოლოს, ორდღიანი კონტრაქტი გამიფორმეს - ანუ, ოპერაცია გაუკეთეს მაგრამ თანხა ისევ ჩემით, ორ დღეში უნდა გადავიხადო. კი. გადავიხდი ამ თანხას მაგრამ 1300 კი არა, 50 ლარიც რომ იყოს - დაზღვევის ნაცვლად ფული მე რატომ უნდა გადავიხადო?! და ვინც ვერ გადაიხდის, კვდება? გადაარჩენენ და დაიჭერენ, ვალის გამო?? აი ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია - ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით - მეზიზღება! ჩემი თავიც მეზიზღება მთავრობიდან მთავრობამდე, ამ დუქანში რომ ვაგდივარ და კანონ-სამართლით მოვაჭრე, ხეპრე მიკიტნებს მზეში დაბმული ვირის რუდუნებით ვიტან... არადა ეს დამპალი მასობრივი მოთმინებაც ათწლეულები რომ არ ილევა... როდემდე რაც მთავარია, ამ დრომდე იმედი ელიდან არც კი მოუკითხივარ ვინმეს - მიუხედავად გუშინდელი ღამისა... იმედი L • Imedi L სარფიანია სიცოცხლით ვაჭრობა? ვიცი, ძალიან გაინტერესებთ - თქვენი ე.წ. "VIP" სტატუსით დაზღვეული ანდრია თავს ძალიან კარგად გრძნობს. ნიუჰოსპიტალის პერსონალს კი დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის და ადამიანურობისთვის - რეგისტრატურით დაწყებული და ქირურგით დამთავრებული. New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი". 1455 1-ს მოსწონს |
და რა თქმა უნდა, ვუერთდები მის ამ პოსტში გამოქვეყნებულ თითოელ სიტყვას...