x
image
მაია 24
"მოეშვით კოვიდგადატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის" - რას წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი აცრილებისა და კოვიდმოხდილების იმუნიტეტზე
image

გემ­რა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი კოვიდგადატანილებისა და აცრილების იმუნიტეტის თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:


"გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კიარ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი. არა. ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ, მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი. 8-ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი ჯობია. ხოდა, გეტყვით რომ ჯობია. ასჯერ ჯობია. უფრო სწორად, გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა გერმანიაში, რომ 68-ჯერ სჯობია მინიმუმ!!!


გერმანიაში ერთ დისკოთეკაზე დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა, უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!!



68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი. 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს. ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი. ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაერად?


როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ მოეშვით კოვიდგადატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის.


შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი, ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რამეთუ ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზირებული გყავს, აი, რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება. აი, იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დააავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებსდა. ამაზე ახლაა საფიქრი.


როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1-ია, ანუ 0, 8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება. ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება. თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუნქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომლებთაც ახსოვთ ინფექცია. და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ "ფაიზერის" ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.


ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს. და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით".


1
275
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
275
  
2021, 23 სექტემბერი, 10:46
ბრავო!
0 1 1