x
image
მაია 24
"სპეცსამსახურები, მონასტრები, საავადმყოფოები... ყველა ჯურის აფერისტი სააშკარაოზე გამოვა და ძალიან ბევრ ამბავს აეხდება ფარდა" - ასტროლოგი
image
ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი, მთვარის კალენდრის მიხედვით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელ ასტროლოგიურ მოვლენებზე წერს:



"21 სექტემბერს, 00:54-ზე, თევზებისა და ქალწულის ღერძის 28°14'-ზე სავსემთვარეობა იყო. მზისა და მარსის შეერთებას ქალწულში ოპოზიციას უკეთებს თევზების მთვარე, რომელსაც, ამავდროულად, ნეპტუნთან შეერთება აქვს, ხოლო პლუტონთან- სექსტილი. საქართველოს ბოლო ასტროლოგიურ რუკაზე (16.12.2018) სავსემთვარეობის წერტილი რუკის მე-12 სახლზე პროექცირდება. ეს სახლი მუნდანურ ასტროლოგიაში განიმარტება, როგორც სრულიად ან ნაწილობრივ დაფარული ამბების სახლი. ასევე აქ შედიან სპეცსამსახურებიც და მონასტრებიც, ასევე საავადმყოფოები და ისეთი ადგილები, სადაც ნებით თუ ძალდატანებით, ადამიანები მარტოობაში, იზოლაციაში არიან.



იდეოლოგიური თვალსაზრისით მე-12 სახლი მართავს იმას, რაც ძირს უთხრის არსებულ წესრიგს და მათ, ვინც ამ ძირისგამოთხრას ფარულად უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანიც და მთელი ორგანიზაციაც ან სხვა სახელმწიფო, ანუ უცხოეთის აგენტურაც.



ახლა უშუალოდ ტრანზიტული მთვარის ასპექტებს დავუბრუნდები.მუნდანურ ასტროლოგიაში მზე მთავრობაა, მარსი-შეიარაღებული ძალები, ნეპტუნის ერთ-ერთი მნიშვნელობა ილუზიები და ფარული ამბებია, ასევე რელიგიაც ნეპტუნური ხასიათისაა და მედიცინაც. რაც შეეხება პლუტონს, ის საზოგადოების ფარულ, ჩრდილოვან მხარეს წარმოადგენს და ასევე იმ ორგანიზაციებსაც, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი! აი, არც კი ვიცი აქ ადამიანმა რაღა უნდა დაამატოს? მე მგონი ყველაფერი ისედაც ნათქვამია. მაგრამ... ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ან ვნახავთ გზებს ძველი პრობლემებიდან გამოსასვლელად, ან კიდევ უფრო გავაუარესებთ ყველაფერს.




რაც შეეხება პანდემიას, რომელზედაც ყველა მეკითხება. მე ვფიქრობ აი, ამ ოპოზიციაზე ჩაირთო ის წამზომი, რომელიც ყველაფერს მალე თავის ადგილზე დააყენებს. ყველა ჯურის აფერისტები სააშკარაოზე გამოვლენ და ძალიან ბევრ ამბებს ეხდება ფარდა, თუ რა ხდება სინამდვილეში ჯანდაცვის სისტემაში. მაგრამ ჯერ აღმავალი კვანძი ლილიტთან არის შეერთებული, ჯერ მათი ეს კავშირი უნდა დაიშალოს, რაც 30 სექტემბერს მოხდება, მერე კი ალბათ, ბევრი რამ გაირკვევა, მითუმეტეს მერკურიც უკვე რეტრო იქნება და ძველ ამბებს შეგვახსენებს, გვაიძულებს ზოგ რამეზე კარგად დავფიქრდეთ და უკეთ გავაანალიზოთ!



მოკლედ, გილოცავთ - ფარდა ახდილია! სპექტაკლი დაიწყო!



პ.ს. დავამატებდი კიდევ იმას, რომ პლუტონი ყველაზე მეტად არის აქცენტირებული - ასპექტების მეფედ გვევლინება, ამიტომ ტრანსფორმაციები გარდაუვალია. თუმცა, რადგან ცეცხილის სტიქია მცირედ წარმოდგენილია, და ჰაერი სჭარბობს, ფიზიკურ აქტიობებზე მეტად ინფორმაციული მნიშვნელობის ტრანსფორმაციებზე იქნება უფრო აქცენტები".


ასევე ნახეთ:



ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით



რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან

0
550
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0