ასტროლოგია როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები 2020, 4 თებერვალი, 12:12 მერწყული და ვერძი ძალიან კარგი წყვილია, დინამიური და ცოცხალია. ორივე დამოუკიდებელი ტიპია, თავისუფალი და ორივეს ფეხებზე ჰკიდია, რას იფიქრებს ხალხი მასზე. ემოციურ დონეზეც კარგად ეწყობიან ერთმანეთს, რადგან არცერთი არ ცდილობს ერთმანეთს სულში უფათუროს ხელები. ისინი არ ზღუდავენ ერთმანეთს, პატივს სცემენ ერთმანეთის ინდივიდუალობას და თავისუფლებას. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ვერძი ნაკლებად არის ჩართული სოციალურ აქტივობებში და უფრო მეტად საკუთარ თავზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა მერწყულს ძალიან მოსწონს ხალხში ყოფნა და მათ ნაწილად მოიაზრებს თავს. მერწყული გაცილებით უფრო ჰუმანური და კეთილია, ვიდრე ეგოისტი და ცოტა უხეში ვერძი და ამის გამო, შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ შეთანხმდნენ, რაც პრობლემად იშვიათად იქცევა. ისინი გაცილებით უკეთ სწავლობენ ერთმანეთისგან - ვერძი ნაკლებად ეგოისტი ხდება, მერწყული კი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახერხებს. მერწყული და კურო ცა და მიწაო ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ეგ არის… არცერთს არ გაეგება ერთმანეთის არაფერი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი არ იზიდავთ. პირიქით, შეიძლება ძალიან იზიდავდეთ კიდეც. კურო კონსერვატორია, არ უყვარს რისკი, მერწყული კიდევ ექსცენტრიული გახლავთ და ექსპერიმენტებზე გიჟდება. კურო პრაქტიკულია, მერწყული ძალიან არაპრაქტიკული. მერწყულს ინტელექტუალური საუბრები აინტერესებს, კუროს დიდად არა, თუმცა ხათრით შეიძლება აჰყვეს და სჯობს, რომ არ აჰყვეს, რადგან იმაზე, რაც კუროსთვის ნოვაციაა, მერწყულს ბაგა-ბაღში ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული. მოკლედ, ერთადერთი რამაც შეიძლება ეს წყვილი იხსნას, იუმორის გრძნობა იქნება და კიდევ ის, რომ ორივე ფიქსირებული ნიშანია და საკმაოდ სტაბილური ურთიერთობებში, ჰოდა, თუ ამ პატარ-პატარა წვრილმანებს არ აჰყვებიან, საკმაოდ ხანგრძლივ და საინტერესო ალიანსს შექმნიან. მერწყული და ტყუპები არავის ისე არ შეუძლია ტყუპების გაგება, როგორც მერწყულს და არავინ ისე არ აფასებს მერწყულის ამ შესანიშნავ თვისებას, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის (და რამდენიც არის), როგორც ტყუპები. ეს ძალიან კარგი წვილია, აი, ისეთი, რომც დაშორდნენ, მერეც რომ მეგობრებად რჩებიან. ისინი მათთვის ასე სანუკავარ თავისუფლებას ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აძლევენ ერთმანეთს და ერთნაირად აინტერესებთ ყველაფერი, რაც კი რამ არსეობობს დედამიწის ზურგზე. მერწყული ტყუპებისთვის მის გვერდით მოსიარულე გუგლია, ტყუპები კი მერწყულს აზროვნებაში ეხმარება, საფიქრალ იდეებს აწვდის. მათ ერთმანეთის ნახვამდე ბევრი ტრავმა შეიძლება ჰქონდეთ და ახლა ერთმანეთთან შეხვედრისას მერწყული იმით ინტრიგდება, რომ მისი უაზრო გამოხტომებით ვიღაცა ვერ შეაშინა, ტყუპები კი იმით, რომ მისი სწორედ იმ თვისებით აღტაცდნენ, რომლის გამო მთელი ცხოვრება საყვადურობდნენ - თავქარიანობით. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ პრობლემებზე ჩაციკვლა არცერთს უყვარს და ასე, გენდერული პრობლემებისა თუ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მართებულობის განხლვაში გადის ცხოვრება. მერწული და კირჩხიბი რა საინტერესოა… მომიყევით რა თქვენზე… ალბათ რამდენი გექნებათ მოსაყოლი… ორი ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანი, რომელთაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და რომელიც ისე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა, უფრო სწორად ჰაერი და წყალი. კირჩხიბი ისე ეხუტება თავის სიყვარულს, შეიძლება გაგუდოს, მერწყულს კი სივრცე სჭირდება და თავისუფლება, თუმცა მაინც შეიძლება დარჩეს მასთან, რადგან მისგან ასე რადიკალურად განსხვავებული პროტოტიპით შეიძლება დაინტრიგდეს. მერწყული დიდად არ იხსნება ხოლმე ემოციურ დონეზე, გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს ადამიანებთან, მაგრამ კიბორჩხალასთან შედარებით ისეთი გულღია და სოციალურია, თავადაც უკვირს. უკვირს კიბოს ამდენი ემოცია, ამდენი მოგონებაც. კირჩხიბი მერწყულისთვის დაკვირვების ობიექტია, საექპერიმენტო ბაჭია, მერწყული კირჩხიბისთვის კი - გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროს. თუკი ეს უკანასკნელი მოახერხებს ნაკლებად მოუჭიროს თათები კირჩხიბს და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეს მას, მერწყული კი თავის მხრივ ცოტა უფრო მეტად ყურადღებიანი და თბილი გახდება და ამ ყველაფერს სინასტრიაში სხვა ასპექტებიც შეუწყობენ ხელს, აქედან ისეთი წყვილი შეიძლება გამოვიდეს, რომელზეც წიგნებს წერენ ხოლმე. მერწყული და ლომი ეს ორი ოპოზიციური ნიშანი, რომელიც მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში იმდენად ჰგავს ერთმანეთს და ამავდროულად იმდენად განსხვავდება, ვერც წარმოიდგენთ და სწორედ ამის წყალობით ან ძალიან "ჰაიკლასის" წყვილებად გვხვდებიან, ან საერთოდ არ ეკარებიან ერთმანეთს. ეს არის ერთი მედლის ორი მხარე, როგორც სხვა დანარჩენი ოპოზიაცია. მერწყული ორიგინალურია და პუბლიკის ცენტრში იმის გამო, რომ არავის არ ჰგავს, ლომი კი პირიქით საუკეთესოა იმათ შორის, ვინც ერთმანეთს ჰგავს. ერთისთვის მთავარია იდეა, მეორესთვის მთავარია ამ იდეაზე დაკრული ტაში, ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა ვარსკვლავური წყვილი გამოვა. იდეაც იქნება, ორგანიზებაც, პუბლიკაც და ტაშიც. მერწყული ლომს ცოტა აბნევს, მაგრამ ამას არ იმჩნევს, ცდილობს ჩუმად და დამოუკიდებლად გაერკვიოს მის ექსტრავაგანტულობაში. იგი მას თავისუფლებას და საკმარის პირად სივრცეს აძლევს, რასაც მერწყული ძალიან აფასებს. ერთი ეს არის, რომ ლომი საკმაოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ნიშანია, თუმცა საბედნიეროდ ამას არ გამოხატავს, რადგან ამით თავმოყვარეობა ელახება, თანაც მერწყული მიუხედავად თავისი არასტანდარტულობისა და არაორდინალურობისა, საკმაოდ ერთგულიც არის. ისინი საჩუქრებით და სიურპრიზებით ავსებენ ერთმანეთს, ძლაიან მოსწონთ ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა, უბრალოდ ცოტ-ცოტა კომპრომისი ორივეს მოუწევს, თორემ ისეთი ჯიუტები არიან, თუ შეასკდნენ, არცერთი დაიხევს უკან. მერწყული და ქალწული ერთი წამით ძალიან მომინდა თქვენთან სტუმრობა და თქვენი დიალოგის მოსმენა, ალბათ მე ბევრს ვიხალისებდი, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ თქვენც. ქალწული ყოველ შემთხვევაში. ესეც ის შემთხვევაა, როცა ორი სრულიად განსხვავებული ინდივიდი ხვდება ერთმანეთს, რომელთაც თავიანთი ხასიათებიდან გამომდინარე ერთმანეთის ნაკლოვანებების შევსება ძალიან მაგრად შეუძლიათ. მერწყულს იდეები აქვს, ოღონდაც ორგანიზებულობა და თანმიმდევრობა არ ჰყოფნის ამ იდეების განსახორციელებლად, რაც ქალწულს საკმარისზე მეტი აქვს, ქალწული კი იმდენადაა ჩაციკლული თავის ყოველდღიურობაზე და წვრილმანებზე უფრო დიდი საქმეების კეთებისთვის დრო აღარ რჩება, ქალწულს დეტალებში ხშირად ავიწყდება მთავარი, რაც მერწყულს არასოდეს დაემართება. მოკლედ, მათაც სჭირდებათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ თანაცხოვრებას ეს საჭიროება ეყოფათ. არც ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, დაფასება, პატივისცემა და მსგავსი ბანალური რამეები… ამ ურთიერთობას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს. სხვა შემთხვევაში ვერც მერწყული აპატიებს ქალწულს “ერთფეროვნებას” და ვერც ქალწული მიუტევებს მას არაპროგნოზირებადობასა და “გამოხდომებს”, თუმცა თუ მათ შორის სიყვარულის სიმები გაიბა, როგორც ერთი დიდი ფსიქოთერაპევტი იტყოდა, თუკი რეაქცია შედგა – ორივე ტრანსფორმირდება. მერწყული და სასწორი ეს ორი ჰაერის ნიშანი წესით და რიგით მშვენივრად უნდა უგებდნენ ერთმანეთს, უფრო სწორად წესით და რიგით კი არა, მშვენივრად უგებენ, რადგან ბევრი საერთო ინტერესები და იდეალები აქვთ, მაგრამ სწორედ ეს შეიძლება გახდეს პრობლემების სათავე. მათ შეიძლება ერთმანეთი მოსწყინდეთ. ორივე ინტელექტუალური ნიშანია, ორივეს მოსწონს მსჯელობა, საუბარი, ტვინის სტიმულაცია… თუმცა სასწორს კამათი უყვარს, არგუმენტებით, დასაბუთებული… მერწყულს კი ამაზე დროის ხარჯვა უაზრობად მიაჩნია ცხოვრებაში იმდენი საინტერესო რამ ხდება… თუკი კამათი დიდხანს გაგრძელდა, ლინდა გუდმენის სიტყვებით რომ ვთქვათ უკანასკნელ არგუმენტს გამოიყენებს - თავის ქუდს, რომელსაც დაიხურავს და წავა, რითაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს სასწორს. თუმცა ძირითად შემთხვევაში ისინი დაზავებას ახერხებენ. რაც შეეხება განსხვავებებს - მერწყულის უცნაურობები საზოგადოებრივ წესრიგს მორგებულ სასწორს საოცრად აფრთხობს, მერწყული კი სასწორის დახვეწილი მანერებით დიდად აღფრთოვანებული არ არის. მათ თვითგამოხატვის სრულიად სხვადასხვა საშუალება აქვთ. თუმცა ამ კუთხითაც ბევრ რამეს ასწავლიან ერთურთს. მოკლედ, თუკი მერწყული შეეცდება ნაკლებად ექსცენტრიკული იყოს და სასწორიც ცოტათი ნაკლებს ინერვიულებს იმაზე, თუ რას იტყვიან და რას იფიქრებენ სხვები… ყველაფერი კარგად იქნება. მერწყული და მორიელი მორიელს ვინც უყვარს, თავისთვის უნდა, მარტო თავისთვის, მისი რჩეული მისი ნაწილია, მისი მეორე ნახევარი, მერწყულს კი ნახევარი არ სჭირდება, ის უკვე მთლიანია, ყველასია, ყველასთვისაა, მეგობარს ეძებს, თანამოაზრეს, ვის გვერდითაც საინტერესოდ იქნება და მხოლოდ ეს უკანასკნელი ფრაზა აკავშირებს ამ წყვილს ერთმანეთთან - ორივეს უყვარს ინტრიგა და მეორე ადამიანის ამოხსნა. მერწყული-მორიელის კავშირი კი მრავალუცნობიანი განტოლებაა, რომლის პასუხს ხშირად მთელი ცხოვრება დაეძებს ორივე. "ჩემს შეყვარებულთან ცხოვრება ძალიან საინტერესოა, მისი ყოველი გამოხდომა ახალი მიმდინარეობაა ფსიქიატრიაში" - ამასწინ ვკითხულობდი… ალბათ ამ წყვილიდან ერთ-ერთის აღსარებაა. ისინი სრულიად გაუგებარნი არიან ერთმანეთისთვის და ზუსტად ამიტომ მოსწონთ ერთად ყოფნა, ისინი ხომ გიჟდებიან გაუგებრობებზე. მოკლედ, ეს კავშირი ექსპერიმენტული კავშირია, ექსპერიმენტებზე კი უარს ვერცერთი ამბობს, მერწყული ცნობისმოყვარეობის, მორიელი კი - ექსტრიმის გამო. მერწყული და მშვილდოსანი ორი შერეკილი ერთად. ეს ყველაზე მხიარული და სათავგადასავლო ჯანრის რომანია. ჰაერი უბერავს და ცეცხლიც მხიარულად გუზგუზებს, ირგვლივ ყველაფერი თბება. ორივეს უყვარს თავისუფლება და არცერთი ზღუდავს პარტნიორის პირად სივრცეს. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევიან. სოციალურები არიან, კომუნიკაბელურები. გიჟდებიან ლაპარაკსა და განსაკუთრებით, ბრძნული აზრების ფრქვევაზე. მოსწონთ ხალხში ყოფნა. დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ და თანაც ძალიან მრავალფეროვანი. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაშიც კი ძირითადად მეგობრობენ. მერწყული სიამოვნებით ყვება კენტავრს ნებისმიერ თავგადასავალში, რადგან ბუნებით ექსპერიმენტატორია და მშვილდოსანსაც შთააგონებს თავისი გენიალური იდეებით. მოკლედ, ერთად არ იწყენენ და ეს ორივესთვის არსებითია. ამიტომ მათ შორის უმეტესწილად ჰარმონია სუფევს, თუმცა თუ ორივემ ბოლომდე მიუშვა აღვირი, ხანძრის გაჩენის საშიშროება აქაც აქტუალური ხდება. ამიტომ მცირეოდენი თავშეკავებულობის პირობებში, თუკი ხანდახან მაინც არ იტყვიან ყველაფერს რაც თავში მოუვათ, ყველაფერი გენიალურად იქნება. მერწყული და თხის რქა ეს კავშირი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ისინი ერთმანეთის ატანას: თხის რქა - მერწყულის ექსცენტრიკულობის და არაპროგნოზირობადობის, მერწყული - თხის რქის კონსერვატიზმის. სატურნი და ურანი მშვიდად ვერ არიან ერთ სახლში, თუმცა თუკი გადაწყვეტენ, რომ ერთმანეთისგან ისწავლონ, ბევრს მოიგებენ. მერწყული ხალასი ნიჭია, თავში ნათურით, რომლის ანთება და გამოყენება შესაძლოა არ იცოდეს, თხის რქა კიდევ ბეჯითი ბავშვი, რომელმაც ისწავლა, როგორ აანთოს ნათურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნათურა შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს. ხვდებით რამდენად საჭირო ხართ ერთმანეთისთვის? მერწყული თუ თხის რქისგან თანმიმდევრობას ისწავლის და პასუხისმგებლობის სერიოზულად აღქმას, შედგება, როგორც გენიოსი, თავად თხის რქა კი მისგან მოყირჭებული ძველისგან, საზოგადოებრივი აზრისგან, მიღებული წესების ბორკილებისგან გათავისუფლების გაკვეთილს მიიღებს. მერწყულური იდეები, თხის რქის ცენზურის გავლით ბევრ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას. მთავარია ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება და დაფასება ისწავლონ. მერწყული და მერწყული ამ ურთიერთობის პროგნოზირება ძალიან მარტივია, ისევე როგორც მერწყულის - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თქვენს სახლში შეუძლებელია ყველაფერი რიგზე იყოს და თან ყველაფერი რიგზე იქნება. ორი ყველაზე არაორდინარული არსება ერთად, რომლისთვისაც ნორმა - არარნორმალურია. მათ გადასარევად ესმით ისეთი რამეების, რისი გაგებაც შეუძლებელია, ანუ ესმით ერთმანეთის და საუკეთესო მეგობრები არიან. ერთი ეს არის ორივე წარმოუდგენლად ჯიუტია საკუთარ ახირებებში და ვერავინ აიძულებს თავის დღევანდელ პრინციპს უღალატოს. ხვალ, თავისით თუ გადაიფიქრა, ეგ ღალატი არ იქნება. ურთიერთბაში ორივე საკმაოდ დისტანციურია, ერთმანეთის პირად სივრცეში არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრება და სექსშიც ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ვიდრე რაოდენობა. შეიძლება დღეში 7-ჯერ ჰქონდეთ მერე კი მთელი თვე სხვა რამით იყვნენ გატაცებულნი. ძალიან დაბნეულები არიან, იმდენად დაბნეულები, იფიქრებთ რომ მათი სახლში დატოვება მარტოდ, ძალიან საშიშია, თუმცა ხომ ამბობენ თავზეხელაღებულებს უმართლებთო, ხოდა ისინიც რაღაც მანქანებით ცხოვრობენ დიდხანს და სიურპრიზებით სავსე ცხოვრებით. მერწყული და თევზები წარმოიდგინეთ შეშლილი, თმააბურძგნული მეცნიერი რომელიც ცდებს ატარებს… რა აკლია ნახატს? ბურუსი, ორთქლი კვამლი, რომლის შემოქმედიც ნეპტუნია - თევზების მმართველი. მერწყულს შეშლილი იდეების განსახორციელებლად წაქეზება არ სჭირდება, თევზები არც არის წამქეზებელი, ის უბრალოდ გარემოა, რომელშიც მერწყულს შეუძლია საკუთარი თავის ყველაზე შეშლილი ვერსია გახდეს. თევზებს შეუძლია ბოლომდე გაიგოს მერწყულის ემოციური საჭიროებები და ისიც, რომ მერწყული ამას ვერასოდეს მოახერხებს. ორივე საოცრად შემწყნარებელი და ჰუმანური არსებაა, მათ შეუძლიათ ერთმანეთის მიღება ზუსტად ისეთების როგორებიც არიან. არ ცდილობენ ერთმანეთის შეცვლას, გადაკეთებას და პირიქით ხელს უწყობენს ერთმანეთს საკუთარი თავის, ინდივიდუალობის გამოვლინებასა და რეალიზაციაში. ერთი ეს არის, თუკი პირად რუკაში ცოტა მიწის ნიშნების გავლენა არ ექნათ, დედამიწაზე ცხოვრებას მთლად კარგად ვერ აღიქვამენ და ყოფით ცხოვრებაში შესაძლოა პრობლემები შეექმნათ იდეალისტობის გამო, თუმცა შესაძლოა ამაზე არც იდარდონ და ასე ცასა და მიწას უფრო სწორად ცასა და წყალს შორის ღრუბლებზე წაკოტრიალებულმა გაატარონ მთელი ცხოვრება. დოჩი გოგო როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორიროგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილეროგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს4277 1-ს მოსწონს
|