x
მეტი
  • 22.10.2021
  • სტატია:115140
  • ვიდეო:354170
  • სურათი:488992
ოქტომბრის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვისთვის იქნება მძიმე თვე და რას გვირჩევენ ასტროლოგები
image


ვერძი


საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ან საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში უკე­თეს შე­დეგს მო­გი­ტანთ. თუმ­ცა, მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ გა­დაღ­ლას, ზო­მი­ე­რე­ბა და ბა­ლან­სი და­ი­ცა­ვით ყვე­ლა­ფერ­ში. მო­ე­რი­დეთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, კონ­ფლიქ­ტებს.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­ერ­კვი­ეთ არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და მო­ემ­ზა­დეთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ახალ, ძლი­ერ პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. იყა­ვით მე­გობ­რუ­ლი მტრებ­თა­ნაც კი.



20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­ერ­კვე­ვით სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში, მო­თხოვ­ნებ­ში. ერ­თგვა­რი შე­ჯა­მე­ბა და გა­და­ხედ­ვა მოხ­დე­ბა წინა თვე­ე­ბის. ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით, რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა წლის ბო­ლომ­დე. მი­ი­ღებთ შე­დეგს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან.


კურო


მთე­ლი დრო და ენერ­გია ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე უნდა გა­და­ი­ტა­ნოთ. ჩა­ი­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის, მა­სა­ჟის კურ­სი. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ დი­ე­ტის დაც­ვა, ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი მო­ი­წეს­რი­გოთ. მერე მი­ხე­დეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს, და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი შე­ი­ძი­ნოთ.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ თავს შე­გახ­სე­ნე­ბენ ძვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ ძველ საქ­მე­ებს, გა­მოჩ­ნდნენ ყო­ფი­ლე­ბი. გა­ი­გებთ სა­ი­დუმ­ლოს, რა­საც აქამ­დე გი­მა­ლავ­დნენ.


ტყუპი


მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, ვნე­ბა. მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით შექ­მნათ რა­ღაც ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სპორ­ტში. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ორ­გა­ნიზ­მის სიგ­ნალს, თუ გრძნობთ, რომ გა­და­ი­ღა­ლეთ ან რამე გა­წუ­ხებთ, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ დას­ვე­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. გახ­შირ­დე­ბა გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ახალ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდეთ.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კავ­ში­რი გა­წყვი­ტოთ კონ­კრე­ტულ ჯგუფ­თან ან გა­და­დოთ შეხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.


კირჩხიბი


გა­მო­იკ­ვლი­ეთ საგ­ვა­რე­უ­ლო და­ა­ვა­დე­ბა ხომ არ გა­წუ­ხებთ ან ხომ არ გე­მუქ­რე­ბათ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სახ­ლის­თვის შე­ი­ძენთ ტე­ნა­ჟორს. ან სახ­ლში ივარ­ჯი­შებთ. თვის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კვე­ბას.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნეთ სახლზე, მის მო­დერ­ნი­ზი­რე­ბა­ზე, ზამ­თრის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლით ოჯახ­ში.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებს. და­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ფული ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის.


ლომი


აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ხართ. მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ ყვე­ლა და­სა­ხულ საქ­მეს, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლე­ბა გმარ­თებთ, ხში­რად და­ის­ვე­ნეთ, ნუ გა­დახ­ტე­ბით ერთი საქ­მი­დან მე­ო­რე­ზე. მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა და მცი­რე ია­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. იყა­ვით ფრთხი­ლად სა­ჭეს­თან.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, გა­და­ა­ად­გი­ლე­ბე­ბი. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ გან­ვლი­ლი თვე­ე­ბის გან­ხილ­ვა, საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა. მო­ა­წეს­რი­გეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოთ უცხო­ე­თი­დან.


ქალწული


ფი­ზი­კურ ტკი­ვილ­საც კი აი­ტანთ, ოღონდ უფრო მეტი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. გაფრ­თხილ­დით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­წარ­მოო ტრავ­მა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­უფრ­თხილ­დით ყელს და ხმის იო­გებს. სა­ღა­მო­ო­ბით ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო. გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ კრე­დი­ტი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ და­ა­ფა­სეთ სხვა ადა­მა­ი­ნე­ბის შრო­მა, მათი რე­სურ­სი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მოგ­თხო­ვონ ძვე­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა. მი­ი­ღებთ ფულს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­გან.


სასწორი


ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ხართ. გსურთ, მთელ მსოფ­ლი­ოს და პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს და­უმ­ტკი­ცოთ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სო ხართ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა. ეცა­დეთ, არ გა­და­იღ­ლოთ ფი­ზი­კუ­რად, გო­ნებ­რი­ვად.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ახალ საქ­მე­ებ­ში ჩა­ერ­თოთ. ზო­გი­ერ­თი კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვლით იმიჯს. ცხოვ­რე­ბის სტილს.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ საქ­მი­ან და პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კომ­პრო­მო­ი­სი უნდა გა­მო­ნა­ხოთ. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, გა­წყვი­ტოს არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი.


მორიელი


გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­გიჩ­ნდეთ ფა­რუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის გამ­ხე­ლა არ მო­გინ­დე­ბათ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, ოქ­ტომ­ბერ­ში და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, საქ­მე. აას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბა (თუნ­დაც, ბიზ­ნე­სის). მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. და­ზო­გეთ ენერ­გია, რომ მზის თქვენს ნი­შან­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა შეძ­ლოთ.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სრულ­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ საქ­მე­ებ­ში. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. მიხ­ვდე­ბით, რომ უნდა მი­ხე­დოთ ჯან­მრთე­ლო­ბას.


მშვილდოსანი


მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, და­ეხ­მა­როთ მე­გობ­რებს, იყოთ მათ გვერ­დით და იაქ­ტი­ურთ სო­ცი­უმ­ში. იაქ­ტი­უ­რებთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ჩა­ერ­თოთ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რე­ფორ­მებ­ში, დე­ბა­ტებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, თუ ზო­მი­ე­რად იკ­ვე­ბე­ბით და სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს არ მი­ი­ღებთ, კარ­გად იქ­ნე­ბით.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ­სე­ბულ მე­გობ­რებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახ­ლე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. მო­გინ­დე­ბათ ჯგუ­ფის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა. ან არ­სე­ბუ­ლის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო თან­ხის გა­და­რი­ცხვა. ზო­გი­ერ­თი კი დიდი ხნის ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებთ.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­ერ­კვე­ვით სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. მო­გინ­დე­ბათ მე­გობ­რებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად კლუ­ბებ­სა და წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი.


თხის რქა


კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­ზე ხართ მო­მარ­თუ­ლი. ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა და ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. არ მო­გინ­დე­ბათ სხვე­ბის წე­სებ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბა. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, და­ი­წყოთ ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა, გა­მო­ჩე­ნა მო­გინ­დე­ბათ. ჩა­ერ­თვე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­პყრო­ბად.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ნა­თე­სა­ვე­ბი, გა­მო­ნა­ხეთ დრო მშობ­ლე­ბის­თვის. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ოჯახს. ზამ­თრის­თვის სახ­ლის მომ­ზა­დე­ბას, პრო­დუქ­ტე­ბის და­ბი­ნა­ვე­ბას.


მერწყული


მო­ე­რი­დეთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჭკუ­ის და­რი­გე­ბას და სა­კუ­თარ თავს მი­ხე­დეთ. მო­გინ­დე­ბათ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის და­წე­რა, ან უცხო ენის შეს­წავ­ლა, უცხო­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი. დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­ში და ძი­ლის რე­ჟი­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­უ­კე­თე­სოა თქვენ­თვის.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა, რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა უცხო­ელ­თან. ან შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან მან­ძი­ლის გამო (მისი გამ­გზავ­რე­ბის გამო) მო­გი­წი­ოთ და­შო­რე­ბამ. ყუ­რა­დღე­ბით მო­აგ­ვა­რეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­ნა­ახ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას დიდი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სა­ვებ­თან, დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სას­წავ­ლო კურ­სი ან გა­და­წყვი­ტოთ, რისი შეს­წავ­ლა გსურთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.


თევზები


ცხოვ­რე­ბის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში, ჩა­ი­ტა­როთ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. უნდა და­ა­მარ­ცხოთ სტრე­სე­ბი და ში­შე­ბი. ის­წავ­ლეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო წვრილ­მე­ნე­ბით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ეზო­ტე­რი­კა, მე­დი­ტა­ცია, იოგა.


6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს. სა­კუ­თარ­საც და პარტნი­ო­რი­საც. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­თან.


20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სახ­დე­ბი, ვა­ლე­ბი. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მო­ე­რი­დეთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. გა­გიჩ­ნდე­ბათ შეგ­რძნე­ბა, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი არა­სა­თა­ნა­დოდ გა­ფა­სე­ბენ.



ასევე ნახეთ:


ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით

"სპეცსამსახურები, მონასტრები, საავადმყოფოები... ყველა ჯურის აფერისტი სააშკარაოზე გამოვა და ძალიან ბევრ ამბავს აეხდება ფარდა" - ასტროლოგი


რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი


"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი

0
450
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0