x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136049
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის გზები - ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი
image

წელის და კისრის პრობლემები საკმაოდ ხშირია. ჩვენ გარშემო ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ წელის და/ან კისრის ტკივილით. ტკივილი ხშირად გადაეცემა ხელში ან ფეხში. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ბევრ შემთხვევაში მსგავს ტკივილს იწვევს ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი.


სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში, ბრიტანეთიდან ახლახანს დაბრუნებული ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი გაგვიზიარებს ინფორმაციას ხერხემლის დისკის თიაქრის, მისი სიმპტომებისა და მკურნალობის გზების შესახებ.


რა არის ხერხემლის დისკის თიაქარი?



თქვენი ხერხემალი შედგება მალებისგან (ძვლოვანი სტრუქტურა), რომლებიც ერთმანეთთან (გარდა კისრის I-II მალის) დაკავშირებულია მალთაშორისი დისკებით და ფასეტური სახსრებთ. დისკები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - პულპოზური რგილისგან და ბირთვისგან (სურ. 1).

image

მალთაშორისი დისკები მოქმედებს როგორც ბალიშები. მათ აქვთ რბილი ჟელეს მსგავსი ცენტრი ან ბირთვი, რომელიც მოქცეულია უფრო მყარი პულპოზური რგოლის შიგნით. დისკის თიაქრის შემთხვევაში, დისკის რბილი ნაწილი (ბირთვი) არღვევს მყარ რგოლს და გამოდის მის გარეთ. დისკის ამ ტიპის დაზიანებამ შეიძლება ზეწოლის ხარჯზე გააღიზიანოს ახლომდებარე ნერვები და გამოიწვიოს ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე ზედა ან ქვედა კიდურში (სურ. 2). დისკის თიაქრის მქონე ბევრ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და ქირურგიული ჩარევას არ საჭიროებს.

image

რა იწვევს დისკის თიაქარს? / რისკ ფაქტორები


უმეტეს შემთხვევაში დისკის თიაქრი ჩნდება ასაკობრივი ცვეთის გამო, რაც ცნობილია, როგორც დისკის დეგენერაცია. თქვენი დისკები ხდება ნაკლებად ელასტიური და უფრო მიდრეკილი დაზიანებისკენ. თუმცა, არის სხვა ფაქტორები, რომლებმაც, ასაკის მიუხედავად, შეიძლება გაზარდონ დისკის თიაქრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მაგალითად:


  • ჭარბი წონა, რომელიც ზრდის წელის მალებზე და დისკებზე დატვირთვას, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს დისკის თიაქარი.
  • ფეხის კუნთების ნაცვლად ზურგის კუნთების გამოყენებამ მძიმე საგნების აწევისას.
  • წელის უხერხულმა მოძრაობამ/მოტრიალებამ.
  • მოწევამ შეიძლება შეამციროს ჟანგბადის მიწოდება მალთაშორის დისკებში, რაც თავისმხრივ იწვევს მათ უფრო სწრაფ დეგენერაციას.
  • ასევე, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური მიდრეკილება დისკის გამოვარდნისკეს/გასკდომისკენ.

ხერხემლის დისკის თიაქრის სიმპტომები


შესაძლებელია, პაციენტს ჰქონდეს დისკის თიაქარი სიმპტომების გარეშე. ეს საკმაოდ ხშირია და ამ დროს თიაქრის აღმოჩენა ხდება ხოლმე სხვა მიზნით დანიშნული კვლევის დროს. ხერხემლის დისკის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ზოგადი სიმპტომი - წელის ან კისრის ტკივილი, რომელიც შესაძლოა გადადიოდეს მკლავში ან ფეხში (პაციენტები ხშირად აღწერენ როგორც მწვავე, ჩხვლეტისებრ ტკივილს), დაბუჟება დაზიანებული ნერვების გასწვრივ კიდურებში (სურ.3). ზუსტი სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს თიაქარი. ასეთ დროს, აუცილებელია, რომ პაციენტმა მიმართოს ნევროლოგს ან ნეიროირურგს, რათა გაესაუბროს მისი მდგომარეობის და მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

image

როგორ სვამენ დისკის თიაქრის დიაგნოზს?


თქვენი სამედიცინო ისტორიის მოსმენის და ნევროლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი ექიმი უმეტეს შემთხვევაში შეძლებს გითხრათ, გაქვთ თუ არა დისკის თიაქარი. ხოლო დიაგნოზის დასაზუსტებლად, როგორც წესი, გამოიყენება მაგნიტურ რეზონანსული (მრტ) ან კომპიუტერული (კტ) ტომოგრაფია, ასევე, ხერხემლის რენტგენი. ნერვის გამტარობის კვლევა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნერვის დაზიანების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად.


კონსერვატული მკურნალობა


ხშირად მკურნალობა მოიცავს თქვენი ამა თუ იმ მოძრაობის შეზღუდვას/გასწორებას, ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებას. თუ ტკივილი ძლიერია, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კაუდალური ეპიდურული ინექცია ან კონკრეტული დაზიანებული ნერვის გარშემო ინექცია ტკივილის კუპირებისთვის. ასევე, შესაძლოა ფიზიოთერაპია დაგეხმაროთ ტკივილის მართვაში.


ქირურგიული მკურნალობა


ხერხემლის თიაქარის მქონე პაციენტების მხოლოდ ნაწილს ესაჭიროება ოპერაცია - დისკექტომია. დისკის თიაქრის ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ღია გზით, ასევე, უფრო თანამედროვე - მინიმალურად ინვაზიური გზით. ოპერაციის დროს ნეიროქირურგი იღებს დისკის ამობურცულ ნაწილს რომელიც აწვება ნერვულ ქსოვილს (სურ. 4).

image

ზოგჯერ, ხერხემლის არასტაბილურობის შემთხვევაში, საჭიროა ხერხემლის ფიქსაცია სპეციალური ჭანჭიკებით და სამაგრებით.


ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, ნეიროქირურგი ანაცვლებს დაზიანებულ დისკს ხელოვნური დისკით.


ზურგის/წელის და კისრის პრობლემები ძალიან ხშირია.


საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პაციენტრბის უმეტესობას ტკივილის კუპირებაში, მისგან გათავისუფლებაში და უმოკლეს დროში ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში.



თუ ფიქრობთ, რომ დისკის თიაქარი გაქვთ, აუცილებლად, საწყის ეტაპზევე გაესაუბრეთ ექიმს.


ნეიროქურგი არჩილ ერისთავთან კონსულტაციისთვის, დაუკავშირდით:

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge


არჩილ ერისთავი - ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი 22 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით; მისი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­ცავს თა­ვის ტვი­ნის, ზურ­გის ტვი­ნის, ხერ­ხემ­ლის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რიც არის ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გია, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ხერ­ხემ­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 1500-ზე მეტი ოპე­რა­ცია, მათ შო­რის, თა­ვის ტვი­ნის ოპე­რა­ცია გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ანუ ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში.


R




0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0