x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137465
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
"9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია... ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია" - დინა მირცხულავა
image

მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც ხუთიოდე წლის ემიგრაციაში წავიდა და ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს იმ ბავშვებზე, რომლებმაც სქესის შეცვლა გადაწყვიტეს. როგორც ირკვევა, დინა მირცხულვა მედდად მუშაობს და პირდაპირი კონტაქტი მათთან.



"27 პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14-დან და 25 წლამდე მერყეობს.

27-დან, დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია.


ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს.

რამდენიმე დღის წინ პროფესორმა კოლეტამ თქვა, რომ დედამიწა იწვის ამათი ცოდვით და ჩვენ როგორღაც უნდა შევაჩეროთ, ფსიქოლოგების ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზები:

ხომ არ გიფიქრია, რომ ბიჭი იყო?!

ხომ არ გიფიქრია, რომ გოგოდ გადაკეთდე?!

იქნებ ბიჭები უფრო მოგწონს, ვიდრე გოგონები?!

იქნებ გოგონები უფრო მოგწონს, ვიდრე ბიჭები?!

ამ კითხვებს ფსიქოლოგები, ძირითადად, იმ შემთხვევაში სვამენ, როცა მოზარდს კონფლიქტი აქვს საწინააღმდეგო სქესის მშობელთან.

მაგ., პირადად ვესწრებოდი ერთ ასეთ კონსულტაციას, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ, მამის სიძულვილის გამო, გადაწყვიტა, რომ გოგო გამხდარიყო და ამაში ფსიქოლოგი დაეხმარა.

მილიონობით თანხა იდება და იხარჯება იმაში, რომ ეს ბავშვები, ეს საცოდავი ბავშვები, ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხვდნენ.

უკან ვერცერთი ბრუნდება მერე, სურვილის მიუხედავად, და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შუა ასაკს არ სცდება.

არავისთან კამათის ნერვები არ მაქვს და არც ვაპირებ. მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ევროპის ეს უდიდესი ქვეყანაც კი, შეხვედრას შეხვედრაზე აწყობს კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვები გადაარჩინოს." - წერს დინა მირცხულავა.

image

0
266
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0