სიახლეები რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები 2020, 23 ოქტომბერი, 12:21 ![]() სისხლის შედედება - ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. როდესაც ხელი გვეჭრება, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს... ამიტომ, აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება. რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის - ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება: - თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფიზიოლოგიურად ეს მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ როცა არაფიზიოლოგიურად, არამიზნობრივად ყალიბდება, პათოლოგიის დროს, რომელიმე სისხლძარღვში ხვდება, სისხლძარღვს ახშობს და შესაბამისი ზონის იშემიას, სისხლნაკლებობას და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. თუ იშემია დიდხანს გაგრძელდა, იმ უბნის ნეკროზიც გარდაუვალია. ძირითადად კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რომელი ორგანოს სისხლძარღვში ხდება თრომბი. - გულით დაავდებულებში როგორ ხდება ეს? - თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს, რაც ამ უბნის იშემიას გამოიწვევს. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი. ![]() - ეს ყველაფერი სიმპტომებით როგორ გამოიხატება? - სიმპტომი უამრავია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოშია პრობლემა. თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია. ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცნივ, ისე - მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით. - ე.ი. თუ ადამიანმა ეს ნიშნები იგრძნო, შესაძლებელია, რომ იყოს ინფარქტის წინა მდგომარეობა და თრომბიც? - კი, ბატონო, შესაძლებელია. განსხვავება სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის ის არის, რომ თუ ტკივილი დროში გაიწელა, გასცდა ნახევარ საათს, მერე უკვე შეუქცევადი პროცესები იწყება და ინფარქტი ყალიბდება. - სტენოკარდიული ტკივილის შეგრძნება რამდენ ხანს გრძედება? - სტენოკარდია - მაქსიმუმ 20 წუთი. მერე უკვე დაზიანებაში გადადის. როგორც გითხარით, ძირითადი, კლასიკური სიმპტომი ტკივილია, თუმცა არსებობს უამრავი სხვა სიმპტომი, რასაც ტკივილის ექვივალენტს ვუწოდებთ. ეს შეიძლება იყოს, როგორც წვა, მოჭერა, ზეწოლა, ხანდახან სუნთქვის უკმარისობა, ან მწვავედ განვითარებული ქოშინი. - თუ სუნთქვის უკმარისობა და გახშირებული ქოშინია, რაც, ვთქვათ, კიბის საფეხურებზე ასვლისას გამოიხატა, ამაზე რას გვეტყვით? - ამას 2 მიზეზი აქვს: ერთი შეიძლება სტენოკარდიის გამოხატულება იყოს, რასაც დაძაბვის, დატვირთვის სტენოკარდია ჰქვია. როდესაც ადამიანი კიბეებზე ადის, იმ დროს ჩივილი ეწყება. თუ ეს სისხლძარღვის შევიწროების გამოა, დაძაბვის სტენოკარდიაა, ანუ რაღაც მანძილი გაიარა და ეს ჩივილი განვითარდა. მაგრამ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს უკვე დაზიანებული გულის მდგომარეობით, რასაც გულის უკმარისობაა, ანუ გული დაზიანებულია, ფუნქცია მეტ-ნაკლებად დაქვეითებული და დატვირთვაზე იმ საჭირო ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ![]() - როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, რომ ეს სიმპტომები შორს არ წავიდეს? - თუ პაციენტს უკვე ნახსენები ესა თუ ის ჩივილი განუვითარდა, ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ ეს შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა ამ სიმპტომების ცნობადობა არ გაატაროს, უმნიშვნელოდ არ ჩათვალოს. რაც შეეხება, როგორ დავიცვათ თავი ჩივილის განვითარებისგან... განაგრძეთ კითხვა <<< 24761 2-ს მოსწონს
|