x
image
ლანა92
ავსტრალიელ ვეტერინარებს თუთიყუშების ნაბახუსევისაგან მკურნალობა მოუწიათ

image


ავსტრალიაში უჩვეულო ფენომენი დაფიქსირდა - ასობით ლორი თუთიყუში ხეებიდან ვარდებოდა და მთვრალივით იქცეოდა. ვეტერინარებმა ჩამოვარდნილი თუთიყუშები აიყვანეს და მათი გონზე მოყვანას, გამოფხიზლებას, ნაბახუსევისაგან გამოყვანას შეუდგნენ. როგორც ერთ-ერთი ვეტერინარი აღნიშნავდა, ფრინველები ხეებიდან მთვრალებსავით ცვიოდნენ, უჭირდათ კოორდინაცია.

სპეციალისტთა აზრით, ხეებიდან ჩამოცვენილი თუთიყუშები განიცდიან "პახმელიას", ბახუსს და ამიტომაც ძირს მიწაზე აღმოჩმდებიან ხოლმე.

ავსტრალიელმა ვეტერინარებმა ფრინველების გონს მოსვლის მერე დაიწყეს მათი გამოკვება ახალი, ქორფა ხილითა და ტკბილი მარცვლეულით, რასაც "ანტიპახმელიური", ნაბახუსევის საწინააღმდეგო დიეტის ფრინველთა რაციონის ვარიანტი უწოდეს.

თუთიყუშების "სიმთვრალის" ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ვეტერინართა ვარაუდით, კოორდინაციის ნაკლებობა აიხსნება მოწამვლით. უნდა ვიფიქროთ, რომ ფრინველები ჭამდნენ ჯანმრთელობისათვის საშიშ მცენარეს. მეორე ვერსიით, თუთიყუშებმა აიკიდეს ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება. შემთხვევა 2011 წელს გამოვლინდა.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0